დილით როგორც კი გავიღვიძე ეგრევე საწოლიდან წამოვხტი... ქუქის საწოლიდან კოღოების საწინააღმდეგო ბადე გადავწიე, რათა კოჭოებს ჩემს მაგივრად თავად ამოეწურათ ამ დეგენარატის სისხლი და გემრიელად დაეკბინათ...
უჯრიდან წებო ამოვიღე და ჩუსტები იატაკზე დავუწებე... საჭირო ოთაში შევვარდი... ქუქის საპარსი ქაფი ავიღე და ოთახში დავბრუნდი ხელი გადმოვაწევინე და ქაფი რაც შეიძლება ბლომად დავასხი... შემდეგ მეორე ხელზე და სახეზე მოვუღიტინე... რეაქცია რო არ ჰქონდა ჩემი თმის ბოლოები სახესთან მივუტანე და მივუთათუნე... თავიდან თავი გააქნია და რო ვეღარ მოითმინა ხელები სახეში გაირტყა... ქაფი მთელს სახეზე ესვა და ისე სასაცილოთ გამოიყურებოდა ლამის იქვე ჩავიკეცე...
ჯკ- შენ დამაცადეე...-- ყვირილი დაიწყო და ფეხზე წამოხტაა... ჩუსტებში ფეხები შეყო და ნაბიჯი რო უნდა გადმოედგა იქვე აყირავდა... ზედმეტად მწარე ხმა იყო და ცოტა შემეცოდა კიდეც...
- ღმერთო ვე...ღღა..რრ ვ..სუუუ...ნნთქ..ააა..ვვ-- სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა... ძლივს ვმოძრაობდი იმდენად ბევრი ვიცინე...
ჯკ- ეგრე ხოო... ფეხი დამიჭირა და თავისკენ მიმითრია...
- არა არა...-- სიცილით ვეუბნები და მის გაქაფულ სახეს უარესად დავცინოდი...
ჯკ- ჩემი ჯერია პატარავ- სახე სახეზე მომადო და ქაფის გადმოდება დაიწყო...
- ქაფიანი ხააარრრ... მომშორდიიი...- ხელებით მის მოშორებას ვცდილობდი თუმცა უშედეგოდ... ხელები მაიკის ზემოდან წელზე შემომისრიალა და უფრო მჭიდროდ მიმიკრო რო არსად გავქცეულიყავი... თან იატაკზე ვიყავით გაშხლართულები... იმ მომენტისთვის ვერც კი ვიაზრებდით თუ რა პოზაში ვიყავით...
ჯკ- ვერ გამექცევი- სიცილით მეუბნება... ქაფიანი ცხვირი კისერში გამისვა და როდესაც დაბლა დავიხედე ზუსტად მაგ დროს ამოწია თავი დააააააააააა ჩვენი ტუჩები გაუცნობიერებლად ერთმანეთს შეეხო...ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უხერხული მომენტი იყოოოო...