უკვე კაფეში ვზივარ... ნამცხვარს და ყავას მივირთმევ... თან კომპანიების ისტორიებსა და მათი მომღერლების ბიოგრაფიებს ვკითხულობ.... მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი კომპანიებია... ყველა ძალიან მომეწონა... ვატყობ გამიჭირდება არჩევა... ყველაზე მეტად SM-ის კომპანია მომეწონა... არც NCT-ი იყო გამომაკლისი... ასევე BIG HIT-ის კომაპნიაც მომეწონა... ძალიან შრომის მოყვარე ხალხი ყოფილან ეს აიდოლები... რადგან როგორც აქაა აღნიშნული დაახლოებით 6-7 წელიწადში იმდენს მიაღწიეს რომ მსოფლიოში გაითქვეს სახელი....
სიმართლე გითხრათ მიუხედავად იმისა რომ კორეელი ვარ და თან ძმა აიდოლი მყავს... ეს კეიპოპი დიდად გულზე არ მეხატებოდა... ეგ კიარა იმასაც კი ვთვლიდი რო აიდოლები ქალაჩუნა ბიჭები იყვნენ ცისარტყელისფერი თმით... ალბად გაჩნდება კითხვა რომ... თუ მათზე ასე ვფიქრობ მაშინ რატომ ვაპირებ სამსახურის დაწყებას კეიპოპთან?!... სიმართლე გითხრათ თვითონაც არვიცი... აი ხო არვიცი... ესეთი უცნაური ვარ... ვაკეთებ იმას რაც არმიმდა და ვაკეთებ იმას რისი გაკეთებაც არ შეიძლება... აბა რაა
ვკითხულობდი როდესაც ტელეფონზე ზარი შემოვიდა... თვალები კომპიუტერისთვის არ მომიშორებია და პირდაპირ ვუპასუხე...
— გისმენთ?!...
*—სად წახვედი?...— მეუბნება ოდნავ გაბრაზებული ტონით...
— ისე საყვარლად გეძინა აღარ გაგაღვიძე... მოვწესრიგდი და სახლში წამოვედი ბიჭებთან...
*— კარგი რააა... იქნებ რისი თქმა მინდოდა რო გარბოდი?... უუფფფ...— დაიწყო თავისი საფირმო ბუზღუნი და ბუტიაობა ბიჭმა... ისე რო შეხედავ ჩამოყალიბებული კაცია მაგდამ როდესაც რამე ისეთს ეტყვი თუნდაც ხუმრობით.... იბუზება და ჯერ ბუზღუნს შემდეგ კი ბუტიაობას იწყებს... აიშშშ... როგორ მიშლის ნერვებ ეს ტვინის კიბო ბავშვი...
—ხოდა აქ მითხარი ტელეფონში... დიდი ამბავი თუ პირადში არ მეტყვი...
*— ააუუუ....— აი აბუზღუნდა...
— კიმ ჯეისონ... ამოღერღე თორე მოგკლავ... მიდი თან ბევრი საქმეები მაქვს...