– სად ვართ?...
ჯკ– საჭმელად გავჩერდით... იმიტომ გაგაღვიძე რომ მეკითხა რა მოგიტანო...
– აუ მართლაც რომ ძალიან მშია...
ჯკ– მაღაზიაში უნდა შევიდე...
–იცი რა... აქვე სადმე თუ სწრაფი კვების ობიექტი იქნება იქ წავიდეთ და Ვჭამოთ...
ჯკ– კარგი დანარჩენებსაც ვეტყვი
რაცია აიღი და ბიჭებთან საუბარი დაიწყო...
შუგა– მაგათ უთხარი ტანტალი რო ეხალისებათ მე დასვენება მინდა და წამოწოლილმა ჭამა...
– ნუ ბურდღუნებ რა ადექი აქვე MC Donald-ის დავინახე მოშორებით და იქ წავიდეთ დავსხდეთ...
ჯუნი– მანდ მსუბუქი საჭმელები იყიდება...
ჯინი– მერე ბევრი შეჭამე და მძიმე გახდება...
ჯუნი–შენნაირი ღორი კი არ ვარ...
–მოდით უბრალოდ საჭმელად წავიდეთ და ვჭამოთ იმდენი რამდენიც გვინდააა...
როგორც იქნა შევიკრიბეთ და შევაღწიეთ...ყველა ცალ-ცალკე მივიდა და თავისი შეკვეთა აიღო... ჩემი ჯერიც დადგა და მე შუგას შევხდე...
შუგა– რა გინდაა?...
– მიყიდე...
შუგა– მე რატო უნდა გიყიდო... ფული ხო გაქვს...
– შენი და ვარ და უნდა მიყიდო😁...
შუგა– სამსახურში მხოლოდ ჩემი ადვოკატი ხარ... და როგორც მენეჯერები ისე იყიდი შენც შენით...
– არა ვერ ვიჯერებ რო ჩემი მილიონერი ძმა ერთ მოღლუცულ ჰამბურგერზე მახვეწნინებს... იდიოტო ჯიბე ფულით გაქვს სავსე...
შუგა– არა რაა... სანამ ფულიანი ვარ შენ იქამდე არ მომასვენებ... ფული შენც საკმაოდ ბევრი გაქვს... თავად რატო არ ყიდულობ...
– მეზარება ჩანთაში ქექაობა...
შუგა– არაუშავს...– კოცნა გამომიგზავნა და შესაკვეთად წავიდა...