[♡] 1 [♡]

1.6K 79 58
                                    

"ღმერთო ჩემო... ასეთი შესანიშნავი როგორ არის? ნამდვილი მაინც თუა?"

ეს იყო ჯონ ჯონგუკის პირველი ფიქრები, როდესაც კიმ თეჰიონი დაინახა.




შუა ივლისი იყო და ჯონგუკი ზაფხულის გატარებას საზაფხულო კერძო მსიქოლოგიის ინტერნატურაში აპირებდა. მამამის კარგი კავშირები ჰქონდა და ინტერნატურის მოპოვება მისი შვილისთვის ძალიან მარტივად შეძლო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯონგუკი ამას არ იმსახურებდა. ის ძალიან მშრომელი და ნიჭიერი ახალგაზრდა გახლდათ. შესანიშნავი ნიშნებით და რაც მთავარია ძალიან უყვარს ფსიქოლოგია. იმაზე გაფიქრებაც კი, რომ შეეძლება პაციენტის გონებასა და ქვეცნობიერში შეღწევა ანცვიფრებს. თანაც ისე, რომ თავი კაიფში ჰგონია. ფიქრებზე, რომ ხალხის დახმარება და მათი გონების გაწმენდვა შეეძლება, უბრალოდ შეყვარებულია. ამ ინტერნატურის განმავლობაში დარწმუნებულია, რომ ბევრს ისწავლის და სწორედაც მაგიტომაა ასე გახარებული.

კლინიკაში უკვე ერთი თვეა რაც დადის. ბევრ სხვადასხვა და საინტერესო პაციენტს შეხვდა. ყველას რაღაცით გამორჩეული და უნიკალური პრობლემები და მენტალური დაავადებები აქვს. ყოველი აქ გატარებული დღე მისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. გამოცდილება და ცოდნა ამ დროის განმავლობაში საკმაოდ გაეზარდა. ის ყველას ყველაფერში ეხმარებოდა და ამაში კარგიც იყო, რის გამოც ექიმი მას უფრო და უფრო მეტად ენდობოდა და მნიშვნელოვან საქმეებსაც აბარებდა.

ჯონგუკი უბრალოდ ძალიან ბუნებრივი, კარგი იყო, მომთმენი და ისეთი ყურადღებიანი, თავაზიანი და ზრდილობიანი რომ ექიმის გულიც მალევე მოიგო.

დღევანდელი დღე არ იყო რაღაც განსხვავებული. კლინიკაში მივიდა, ექიმს პაციენტებთან დაეხმარა და ახლა უბრალოდ ბოლოს ელოდებოდნენ.

ოთახში ფეხი მსოფლიოში ყველაზე ლამაზმა არსებამ შემოდგა, რაც კი ჯონგუკს ოდესმე უნახავს- "ღმერთო ჩემო... ასეთი შესანიშნავი როგორ არის? ნამდვილი მაინც თუა? აქ რატომ არის? ღმერთო ჩემო. ჩემ ცხოვრებაში მჭირდება. აუცილებლად უნდა გავიცნო..." - ჯონგუკის ტვინი ამდენი კითხვებით და ფიქრებით გადაიტვირთა, რომლებიც მხოლოდ ამ თვალისმომჭრელ ქმნილებას უკავშირდებოდა. უცნობმა ისე მოხიბლა, რომ ვერც გაიგო როგორ ეძახდა ექიმი.

დამეხმარე შეგეხო | ვიგუკიWhere stories live. Discover now