-1-

2.4K 164 76
                                    


  სანამ დაიწყებთ ამ თავის წაკითხვას,მინდა იცოდეთ,რომ ეს ფანფიკი არაფერ შუაში არ არის 5 დეკემბერს, MMA- დაჯილდოვებაზე მომხდარი ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი მომენტის გამო. ფანფიკი დავწერე ფანარტიდან,იდეა წამოვიდა მისგან (იმ ფანარტიდან ამ ფიკს რომ ამშვენებს). მოკლედ ფანფიკი დასრულდა 2 სექტემბერს.ასე რომ,თუ ახლა ამ ფიქციას კითხულობ იცოდე,ეს არის ბალერინას თემატიკაზე შექმნილი,პირველი ქართული ფანფიკი ჯიგუკზე. (დიდი არაფერი ფიკია მაგრამ ძალიან მიყვარს და იმედია თქვენც მოგეწონებათ) enjoy guys love you. Mpua!

➷    ➷    ➷

  
  ჯიმინი ჰაერში აიჭრა და ორი ბრუნი გააკეთა,მესამე ცდა და ის ისევ ძირს წევს.თეჰიონი მხიარულად იცინის ბიჭის წარუმატებლობაზე.ჯიმინი დაბღვერილი იყურება მისკენ და შუა თითს უჩვენებს.

- მე უბრალოდ გამეცინა,რას ბრაზდები ასე._შენიშნა თეჰიონმა.საერთოდაც დღეს ჯიმინს რთული დღე ჰქონდა,დილით სამი გამოცდა,მერე ავტობუსზე დააგვიანდა,ტაქსი კი ვერაფრით ვერ გააჩერა,ახლა კი ბალეტის გაკვეთილები.და მოძრაობა რომელიც ვერა და ვერ გამოსდის.

- შეგიძლია უბრალოდ შენს საქმეს მიხედო?_ამოიოხრა ჯიმინმა.

- ჩემი საქმე შენი ყურებაა, როცა მასწავლებელი აქ არაა! ადექი მესამე ბრუნს სანამ არ გააკეთებ სახლში ვერ წახვალ.შენი მეწყვილეც კი დაიღალა შენი ყურებით_თვალით ჩუმად მჯდარი ჩუვისკენ გააპარა რომელიც ნელა ჭამდა.გოგონამ მზერა იგრძნო და პირგამოტენილმა გამოხედა მასზე მიშტერებულ ბიჭებს.

- ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ვჭამო ისე რომ არ მიყუროთ?_დანანებით თქვა გოგონამ და ზურგით შეტრიალდა.

- ჩუვი არ გინდა მიწილადო? რას ჭამ?_ თეჰიონი ჯიმინს მაშინვე შეეშვა როგორც კი საჭმელი დაინახა.გოგონამ სიცილით ამოიღო ჩანთიდან დიდი სენდვიჩი და თეჰიონს გაუწოდა.

- მადლობთ მე არ მშია_განაწყენებულმა მიაძა ჯიმინმა და ისევ მოძრაობების კეთება დაიწყო.ერთი...ჰაერში ხტომა,ორი...ტრიალი,სამი...ისევ ტრიალი,ოთხი...ცდა მესამე ტრიალისათვის და ხუთი ისევ იატაკი.არ არის რთული.მაგრამ დღეს ჯიმინი ძალიან წვალობს.თითქმის მთელი ბავშვობაა რაც ბალეტზე დადის და ასეთი რთული არ უნდა იყოს.მაგრამ დღეს რატომღაც ყველაფერი ირევა თავში.ალბად მიზეზი ისაა რომ საღამოს დედა და მამა ვახშამს აწყობენ სადღაც ქალაქგარეთ სადაც მისთვის ვიღაც გოგო მოჰყავთ.დედამისმა თქვა რომ გოგონა ოჯახის ახლო მეგობარია,თუმცა ჯიმინს არ ახსენდება მსგავსი ადამიანი მის ოჯახთან.ეჭვი კი დიდია რომ ამას სპეციალურად აკეთებენ,რომ ჯიმინმა ვიღაც შეიყვაროს,თუმცა პაკი მსგავს ანკესზე არ წამოეგება რადგან გოგონები საერთოდ არ იზიდავს.

ბალერინა // JIKOOK ✔Where stories live. Discover now