-9-

1K 144 56
                                    

    

     ვარჯიში საშინლად გაიწელა და ჯიმინი უკვე მოთენთილი ჩამოჯდა იატაკზე.ჯიმინი დაჯდა თუ არა ჯონგუკიც გვერდით მიუჯდა.

- დაიღალე?_თბილად ჰკითხა და თავი მხარზე დაადო,ჯიმინმა თვალები დააჭყიტა მის მოქმედებაზე.

- მომშორდი!_კბილებში გამოსცრა ჯიმინმა.

- დამშვიდდი,ნამჯუნი გვიყურებს.არ გეგონოს რომ...მოკლედ უბრალოდ თავის დასადებად კარგი ბალიში ხარ_ჩაიცინა ჯონგუკმა.

- შენ კიდევ პატარა აფერისტი,რატომ იქცევი ასე? მე ხომ არაფერს გიშავებ?_ტანჯულად ამოიგმინა ჯიმინმა.

- ნეტავ ვიცოდე,უბრალოდ მომწონს შენი წვალება.პატარა ხარ,სუსტი და საყვარელი,მსგავსები კარგი გასართობები ხართ.

- ნუ გამომცდი! _გაბრაზდა ჯიმინი.ჯონგუკმა ჩაიცინა და ამჯერად თავი  ჯიმინის კალთაში ჩადო,ღიმილით ამოხედა ქვემოდან._რა ჯანდაბას აკეთებ,შეწყვიტე ჯონგუკ,არ მსიამოვნებს,ადექი!

- მე მომწონს,რბილი ხარ._ხმამაღლა გაიცინა ჯონგუკმა,რაზეც ყველამ მათ შეხედა,ნამჯუნს კინაღამ ყბა ჩამოყვარდა როცა ერთმანეთის თვალებში ჩაკარგული ბიჭები დაინახა.

- აბა გვრიტებო რა ხდება,ჩემს გარეშე რას ჭორაობთ_ახლა თეჰიონიღა აკლდა ამ სიტუაციას.თეჰიონიც ძირს დაწვა მან კი ჯონგუკის კალთაში მოათავსა თავი.

- მძიმეები ხართ_თქვა ჯიმინმა და ორივეს წამოარტყა.

- ჰიონ,დღეს მე და თეჰიონი ისევ მივდივართ მაკდონალდში და წამოხვალ? გეხვეწები_ღიმილით შეხედა ჯონგუკმა.

- ასეთი კარგი რომ იყო სულ არ გინდა?_გაიცინა ჯიმინმა და ჯონგუკს თმებზე მოქაჩა_კარგი წამოვალ,დავიღალე უარით,ოღონდ ჯონგუკი იხდის.

- პრობლემა არაა,ისე თეჰიონ ონდაც რომ წამოგეყვანა არ გინდა?_წარბების თამაშით ჰკითხა ჯონგუკმა,ჯიმინმა თავში გაივლო რომ ისინი მართლა ძალიან დაახლოვდნენ ორ დღეში,ისე რომ ჯონგუკმა თითქმის ყველაფერი იცის თეჰიონზე.პაკი ეჭვიანობას გრძნობს,არ მოსწონს მეგობარს რომ ართმევენ.

ბალერინა // JIKOOK ✔Where stories live. Discover now