-3-

1K 148 90
                                    

- ფლირტი არ იყოს! ჩემი კნუტი არ შეაწუხო_საჩვენებელი თითით გააფრთხილა ჰოსოკმა.ჯონგუკმა ჩაიცინა.

- არა რა ფლირტი.საერთოდ არაა ჩემი გემოვნების,ის ბავშვია.

- მგონი აქ მეც ვარ ხომ?_ჩაერია გაბრაზებული ჯიმინი.ბევრჯერ უთქვავთ მასზე რომ ბავშვური იყო მაგრამ ასეთი გამაღიზიანებელი არ ყოფილა.

- ჯიმინი პატარა არაა.ის მალე ოცდაოთხის ხდება.შენ კი მას ჰიონი უნდა დაუძახო უზრდელო!_საუბარში ნამჯუნი ჩაერიათ და ამ მცირედმა სიტყვებმა ჯიმინი ააფორიაქა,თავს სიმაგრისკენ მოუწოდა რომ არ წაქცეულიყო.

- და შენ?_ჰკითხა ჯიმინმა,თავიდან ჯონგუკი ვერ მიხვდა მის კითხვას,მაგრამ მერე ჩაიცინა.

- მე შენზე პატარა გამოვდივარ ჰიონ.

- მაინც? _ჩააცივდა ჯიმინი.

- ოცი,მაგრამ გარეგნულად სულ არა._ჯიმინმა მართლა აათვალიერა მის წინ მდგომი ,,ბავშვი" და გულიანად გაიცინა.

- ამბიციური ბავშვი_სიცილში ნამჯუნი და ჰოსოკიც აყვნენ,მაგრამ ჯონგუკს საერთოდ არ ეცინებოდა.

- კარგი აბა ადგილებზე და გუშინდელი მოძრაობა,სამი ბრუნი ორ წამში._ნამჯუნმა დაიყვირა და ყველა მწკრივში ჩადგა.ჯინიც სწრაფად მოვიდა და ჩანთა კუთხეში მიაგდო.ჯგუფში სულ თვრამეტი ადამიანი იყო ამიტომ ერთი მასწავლებელი თავს ვერ ართმევდა,ჯინი ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო ნამჯუნმა რომ შესთავაზა სამუშაო.რა თქმა უნდა დასთანხმდა,როგორც იციან ჯინი სახელგანთქმული ბალერონია ამერიკაში.ნახევარ ჯგუფზე მეტი მის გამო მოვიდა საცეკვაოდ.ჯიმინი კი წამებში დაუმეგობრდა,საერთოდ ის ძალიან კომუნიკაბელურია იმ ადამიანებთან ვინც მის ,,გემოვნებაში" ჩაჯდება.ჯინმა თავი დააქნია როცა ნამჯუნმა რაღაც უჩურჩულა,ალბად დაგვიანებაზე ეჩხუბა.

- მოდი ცალ-ცალკე გვაჩვენეთ ილეთები,შემდეგ ერთად ვცადოთ._ და იწყება ყველა ბავშვის სათითაოდ გასინჯვა თუ რა ისწავლეს.ჯიმინი რა თქმა უნდა ბოლოშია,როგორც ყოველთვის! ნამჯუნის აზრით ჯიმინმა სულ ბოლოს უნდა იცეკვოს,რადგან თუ ჯიმინი სხვაზე პირველი იცეკვებს დანარჩენებს ხალისი ეკარგებათ,მოკლედ ჯიმინი ჯგუფში საუკეთესოა.და პაკი ამით ამაყობს.

ბალერინა // JIKOOK ✔Where stories live. Discover now