- რა?! შეუძლებელია მსგავსი რამ,ცეკვაში აუცილებელია გოგო და ბიჭი,ამას დამატებული შენ მე ვერ ამწევ,არ შემიძლია კაბის ჩაცმაც,არ მაქვს გოგოს მსგავსი სხეული და საერთოდაც ნამჯუნ გაგიჟდი?! რანაირად სთანხმდები._გაბრაზდა ჯიმინი,ნამჯუნმა ამოიოხრა.
- რაღაც განსხვავებული იქნება,არ მოგიწევს კაბის ჩაცმა,ჯერ ისიც არ ვიცი როლების მიხედვით როგორ აგარჩევთ,ამიტომ ორი დღე მოიცადე,ორ დღეში აგარჩევთ და მერე ერთად გადავწყვეტთ ვინ რას იზავს._მშვიდად საუბრობს ნამჯუნი.
- არა, ეს უსამართლობაა,ის მე მირჩევს და მეც ხომ მაქვს აზრის გამოთქმის უფლება?! რადგან შენი ძმაა თავზე უნდა გადავიდეს?!ზღვარი არ არსებობს მისთვის?! _მთელს ხმაზე ყვირის ჯიმინი.
- ახლავე შეწყვიტე! თუ ასე არ მოგწონს შეგიძლია მიბრძანდე,ბევრის უფლებას აძლევ თავს! ეს ჩემი იდეაც იყო,თუ არ მოგწონს სხვას ავარჩევთ_ღრიალებს ნამჯუნი და ყველა გაკვირვებული უყურებს,ჯიმინს ცრემლები ადგება თვალებზე.
- დიდი მადლობა ჯონგუკ,შენს გარდა ამას ვერავინ იზავდა_ჯიმინი მისკენ ტრიალდება და გაწითლდებული თვალებით უყურებს,ჯონგუკი თავს ძირს ხრის.ჯიმინი სწრაფად გარბის და იქაურობას ტოვებს.ასე არ უნდა მომხდარიყო,ასე არ უნდა ეყვირა მისთვის.
***
ჯიმინი რამდენიმე საათით იკარგება,ზის სანაპიროზე,გაჰყურებს ჰორიზონტს,ცრემლები კი თავისით დადიან მის სახეზე.ივნისის მზე მაგრად აჭერს,თუმცა ნიავი ცივი და ნოტიოა ამიტომ გარეთ გრილა.ჯიმინის ტელეფონი არ წყვეტს რეკვას,ვიღაც ძალიან შემაწუხებლად რეკავს მთელი საათია და გაჩერებას არც აპირებს.
რთულია იმის გადაწყვეტა რომ ჯონგუკთან უნდა იცეკვოს,ჯიმინი შეიძლება გეი და ცოტა უცნაურია,მაგრამ ის არ არის გოგო,არ მოსწონს მსგავსი გადაწყვეტილებები რასაც მის გარეშე იღებენ,მას არ ეკითხებიან და მის გარეშე უკეთებენ ორგანიზირებას.
YOU ARE READING
ბალერინა // JIKOOK ✔
Romanceჯიმინი მთელ ბავშვობას საბალეტო სტუდიაში ატარებს.მოსწონს ცეკვა,მისი მეგობრები,მისი სხეული ჰაერში...მაგრამ არასოდეს წარმოიდგენდა რომ გოგოს მოძრაობების და ილეთების სწავლა მოუწევდა.როცა მათ ჯგუფს ახალი მოსწავლე ჯონგუკი ემატება,ჯონგუკი რატომღაც მთავარ რო...