-18-

1K 146 83
                                    

- გამიღე ეს წყეული კარი და ნუ ცდილობ ყოველ წამს ჩემს გაგიჟებას!_ჯიმინმა შუა ქუჩაში დაიწყო ყვირილი.ჯონგუკმა უნივერსიტეტის ეზოდან გამოიყვანა მანქანა და ქუჩაში დააყენა,ჯიმინს გარედან დაუყვირა რომ მასთან მისულიყო,მაგრამ როგორც კი პაკი მანქანას მიუხლოვდა ჯონგუკმა მანქანა დაძრა და წინ წავიდა.ჯიმინი გაეკიდა მაგრამ ჯონგუკმა ისევ იგივე გაიმეორა._მართლა აღარაა სასაცილო ჯონგუკ!

- მე მშვენივრად ვერთობი!_გაიცინა ჯონგუკმა,ჯიმინმა ისევ სცადა მანქანაში ჩაჯდომა მაგრამ ჯონგუკი ისევ წინ წავიდა.

- შეწყვიტე! კარგი ტაქსით წავალ!

- კარგი მორჩა,ბოდიში,მოდი დაჯექი_ჯიმინი თვალებს ატრიალებს და მანქანაში ჯდება.

- სტუდიაში.დროზე.

****

- მოკლედ შეხედეთ,ჯიმინ,ჯონგუკ,სამი ახტომა და ჯონგუკ შენ ჰაერში იჭერ ჯიმინს.ჯიმინ შენ შლი ფეხებს და მარცხენა ხელს ჰაერში აბყრობ.მიხვდით?_ახსნა სოკჯინმა.

- კარგი გავიგეთ.ჯონგუკ ძალიან გთხოვ არ დაგივარდე!_მუდარით სთხოვა ჯიმინმა და ჯონგუკის ზურგს მიეხუტა.

- არ დამივარდები_ჯიმინი მჭიდროდ მიეხუტა მის ზურგს და ჯონგუკმა ხელები მოჰკიდა მის უკან მდგომს,ნაზი მოძრაობით გამოსწია წინ და მუსიკის ფონზე გვერდით გასწია,ორივე ერთდროულად დატრიალდა და ჯონგუკმა ერთი სწრაფი მოძრაობით ასწია ჯიმინი ჰაერში.პაკმა ზუსტად ის გააკეთა რაც ჯინმა უთხრა და ნელა დაეშვა ჯონგუკის მკლავებში,ჯონგუკმა პრინცესას პოზაში აიყვანა და ბრუნით დაასრულა ცეკვის ბოლო ილეთი.

- საშინლად მაგრები ხართ!_შეაქოთ ჯინმა_ კარგია რომ ჯერ ბოლო მოძრაობიდან დავიწყეთ,თავიდან ძალიან რთულია და თანაც ჯერ არ მომიფიქრებია ნორმალურად.ამას დამატებული ნამჯუნი არაფერში მეხმარება,მე უნდა გამეცადინოთ_ნამჯუნმა გადაწყვიტა რომ ჯინი უფრო გამოცდილია და ჯონგუკს და ჯიმინს ის ამეცადინებს,თვითონ კი დანარჩენებს.

ბალერინა // JIKOOK ✔Wo Geschichten leben. Entdecke jetzt