- ეგ სად მიგაქვს?!_იკითხა ჯონგუკმა და დივანზე გადაწვა.
- მე ხომ გითხარი...ნამჯუნთან გადავდივარ_ხელში აათამაშა ჩემოდანი ჯიმინმა,ჯონგუკის წარბები შეიჭმუხნა.
- მეხუმრები?! შენ სულ ახლახანს გადმოხვედი.
- სამი დღის ელექტროენერგიის ფულს გადაგიხდი,ასევე ბუნებრივი აირის მოხმარებისთვისაც და თუ გინდა საკვებისთბისაც.
- შენ იცი რომ ეს მე არ მჭირდება!_ბრაზდება ჯონგუკი და ტელევიზორს ბოლო ხმაზე უწევს,ეკრანზე შეშლილი როკერი ჩნდება,ენას გარეთ ჰყოფს და საშინლად ხმამაღლა ყვირის,უფრო სწორად მღერის...
- შეგიძლია ჩაუწიო? რაღაცის თქმა მინდა_ყვირის ჯიმინი,თუმცა მუსიკის ხმაზე არაფერი ისმის,ჯონგუკი ფეხზე დგება,სწრაფად უახლოვდება ჯიმინს და მკლავში კიდებს.
- დაიმახსოვრე! სამი დღე გაქვს და შენ აქ დაბრუნდები,თუ არადა მე მოგაკითხავ,გავაგებინებ ნამჯუნს რომ მიყვარხარ და შედეგებს ორივე ერთად გავუმკლავდებით!_ჩურჩულებს ჯიმინის ყურთან,პაკი თითოეულ სიტყვას იგებს მშვენივრად,ყოველგვარი ხარვეზების და მუსიკის ხელის შეშლის გარეშე,უფართოვდება თვალები როცა სიტყვა ,,მიყვარხარ" -ს იგებს.ჯონგუკი ხვდება რატომაა ჯიმინი ასეთი სახით,იცინის მაცდურად,ეშმაკურად,ცერა თითით ტუჩს იწვალებს,თავს აქნევს და ჯიმინს ლოყაზე კოცნის_ჯერ ამით დავჯერდეთ,უფლება ისევ არ მაქვს...ოღონდ ჯერ-ჯერობით_ჯიმინი ისუნთქავს მის სუნს და ცდილობს უფრო ახლოს მივიდეს,ტელევიზორი უცებ ირთვება და სიჩუმე ისადგურებს._ისევ შუქის პრობლემა!_ბრაზდება ჯონგუკი და დივნისკენ ინაცვლებს.
- რა სჭირს შუქს_დაჰიპნოზებულივით ამბობს ჯიმინი და თვითონაც ვერ იაზრებს რას ამბობს.
- ჩემი მეზობელი სახლს არემონტებს,სადენები ზიანდება ყოველ დღე ზუსტად ამ დროს,არ ვიცი რას აკეთებს მაგრამ ყველასთან ირთვება შუქი,დაახლოებით ოც წუთში ისევ ჩაირთვება.
- სიბნელის გეშინია?
- რა თქმა უნდა არა,მაგრამ თუ შენ გეშინია დარჩი,გარეთ ამ სიბნელეში ვერ გახვალ,სანათი არ მაქვს.ნამჯუნი მოგაკითხავს თუ მე მიგიყვანო?_თბილად კითხულობს ჯონგუკი.
- ის მოვა._ცოტახანს სიჩუმე ისადგურებს,ჯონგუკი თითებს აწვალებს და ჯიმინი მაინც ხედავს სიბნელეში.პაკი მიდის დივანთან და ჯონგუკისკან მოშორებით ჯდება.
- ჯიმინ თუ ფიქრობ რომ არ მაინტერესებ ცდები.ის გოგო არავინ არაა,გართობა და მორჩა.მაგრამ შენ აი აქ ხარ_ჯონგუკი გულზე იდებს ხელს,ჯიმინი პირს აღებს გაოცებისგან._ორი ვარიანტი გაქვს.პირველი,მითხარი თუ ნამჯუნის მიმართ რაიმეს გრძნობ, მითხარი და შეგეშვები.მეორე,თუ შენც გრძნობ რამეს...მე არ დავნებდები._ჩუმად ამბობს ჯონგუკი.ჯიმინი აპირებს თქმას როცა კარზე აკაკუნებენ.
- მე უნდა წავიდე ნამჯუნი მოვიდა_ფეხზე დგება ჯიმინი,კართან მიდის,მაგრამ უკან ტრაილდება და ჯონგუკს ეუბნევა_მეორე ვარიანტს ვირჩევ._ღიმილით გარბის ჯიმინი.
- ჩუსტები არ გაგყვეს_გახარებული ყვირის ჯონგუკი.
***
ვფიქრობ ეს თავი პატარა უნდა იყოს...
VOCÊ ESTÁ LENDO
ბალერინა // JIKOOK ✔
Romanceჯიმინი მთელ ბავშვობას საბალეტო სტუდიაში ატარებს.მოსწონს ცეკვა,მისი მეგობრები,მისი სხეული ჰაერში...მაგრამ არასოდეს წარმოიდგენდა რომ გოგოს მოძრაობების და ილეთების სწავლა მოუწევდა.როცა მათ ჯგუფს ახალი მოსწავლე ჯონგუკი ემატება,ჯონგუკი რატომღაც მთავარ რო...