-21-

1K 144 93
                                    

- ვაუ,ამას არ მოველოდი_იცინის ნამჯუნი როცა კოცნა წყდება.ჯიმინი უხერხულად იღიმის და ნამჯუნის ხელებს ეჭიდება რომლებიც წელზე მაგრად უჭერენ.

- ცოტა მტკივა_ნამჯუნი სწრაფად უშვებს ჯიმინს რომელსაც როგორც სჩანს სუნთქვა შეეკრა მაგარი ჩახუტებისგან.

- ბოდიში,უბრალოდ მომენატრე_თბილად ამბობს ნამჯუნი,ჯიმინი უღიმის,მართლა გულწრფელად და ლოყებს უწელავს_ ეს არაა ის რასაც ველოდი აღიარებისას მაგრამ ესეც მომწონს_ჯიმინი უფრო წითლდება.

- როგორც იქნა ერთად ხართ,ამდენი ხნის მერე,მახსოვს ჯიმინი რა საყვარლად გიყურებდა ხოლმე...შენ კი სულ აქებდი,ოჰ რა კარგი წყვილია_ ყვირის ჯინი.ჯიმინი ახლაღა ავლებს იქაურობას თვალს.ჰოსოკი უცნაურად იჭყანება,თეჰიონი პირ მოკუმული დგას და ფანჯარაში იყურება თან ფორმას იცვამს (ელასტიკს რა ქვია ხალხო დ:). ჯონგუკი წარბებ შეჭმუხნულია და ხან ჯიმინს უყურებს რომელიც კმაყოფილად უღიმის,ხან ნამჯუნს რომელიც ჯინის სიტყვებზე იბნევა.

- სოკჯინ ნუ იქნები დებილი და ენა გააჩერე_გვერდში ურტყავს თავისი შეყვარებული.

- ოჰ რას მიბრაზდები ერთი...ვერ ხედავ რა კარგი წყვილია_იცინის ჯინი.

- გეყოფა_აფრთხილებს ჰოსოკი,ამით ჯინი მშვიდდება თუმცა ისევ ფხუკუნებს.

- კარგი ვარჯიში დავიწყოთ_აცხადებს ნამჯუნი.

***

- ჯონგუკ ძალიან ურევ ჩემო ბიჭო_ოხრავს ჯინი_არასწორია ისევ! უყურე_ჯინი მაღლა ხტება და ტრიალდება ნაზად ყოველგვარი დარღვევების და ხარვეზების გარეშე,ჰგავს ჩიტს რომელიც დანარნარებს.ჯინი სწორდება და ჯონგუკის უკმაყოფილო სახეს უყურებს_ახლა მიხვდი?

- მე მშვენივრად გამომდის,ჯიმინია ის ვინც არაფერს აკეთებს და ყველაფერს ურევს.ისეთი მძიმეა რომ ვერ ვწევ რას ჭამ ბალახს? თუ ბიზონს ყოველ საუზმეზე.გირჩევ ცომეულს შეეშვა ქონდრის კაცო!_ამბობს ჯონგუკი და გაკვირვებულ ჯიმინს უყურებს.ჯინი ხელებს მაღლა სწევს დანებების ნიშნად.

ბალერინა // JIKOOK ✔Onde histórias criam vida. Descubra agora