ისევ ეს წყეული წესები, როგორ დავიღალე ან რით ვერ გაიგეს ჩემებმა რომ არ მინდა მეფობა. მიუხედავად იმისა რომ 21 წლის ვარ სულაც არ ვთვლი ჩემს თავს მომავალ მეფედ, მე ღირსიც კი არ ვარ რომ ტახტის მემკვიდრე ვიყო, ჩემი ძმა უფლისწული თეჰიონი ჩემზე პატარა არის, მაგრამ ჩემზე უფრო ბრძენი და ჩამოყალიბებული პიროვნება. თუკი მკითხავთ რომელი უფრო შევეფერებით ამ წყეულ ტახტს ყოველთვის მას ავირჩევ. ის ჩემი ნახევარ ძმაა რაც დედას აცოფებს, გულახდილად რომ ვთქვათ დედა თეჰიონს ვერ იტანს, რაც თავი მახსოვს მუდამ ცუდად ექცეოდა, მამა კი ისე იქცევა თითქოს და ეს მისი ბრალი არ არის რომ თეჰიონი მოევლინა სამყაროს, მას ჰგონია რომ რადგან თეჰიონი უფლისწულად აღიარა ამით თავისი ვალი მოიხადა, მაგრამ ვერ მოგართვით.მე ჩემი ოცნებები მაქვს მე არ ვაპირებ მათ ჭკუაზე სიარულს. ვაიძულებ მათ რომ თეჰიონს ფეხებში ჩაუვარდნენ, ადრეც ვაპირებდი სასახლიდან გაპარვას მაგრამ ახლა ორმაგი სურვილი მიჩნდება ამის გასაკეთებლად. ჩემებს სურთ რომ გარიგების სახით ფიქტიური ქორწინება მოაწყონ ჩრდილოეთ კორეის უფლისწულზე რომელსაც არც კი ვიცნობ. მე ამ ქორწინების წინააღმდეგი ვარ, თავს ვიწესრიგებ და სასაუზმოდ ჩავდივარ, ყველას ვესალმები და სუფრას ვუჯდები.
- ხვალ დილით უფლისწული ჯანქუქი ჩამოდის.- ამბობს დედაჩემი და მიღიმის.
- და რატომ? რა ესაქმება აქ?- ვეკითხები მას და თეჰიონს ვუღიმი.
- უფლისწულო ჯიმინ ასეთი საუბარი არ გეკადრებათ.- ამბობს გაბრაზებული დედა.
- ისევ აპირებთ ჩვენს უაზრო ქორწინებაზე საუბარს, მიუხედავად იმისა რომ ამის წინაარმდეგი ვარ.- ვეკითხები მათ გაბრაზებული.
- ეს აუცილებელია.- ამბობს მამა და თვალს მავლებს.
- არ მინდა, ეს ქორწინება, მეღადავებით... თქვენ მე მაიძულებთ რომ კაცს გავყვე ცოლად რა სისულელეა ან მას საერთოდ თავში ტვინი არა აქვს.- ვყვირივარ, ჭამის სურვილიც აღარ მაქვს ფეხზე ვდგები ხელსახოცს მაგიდაზე ვაგდებ და წამოსვლას ვაპირებ როდესაც დედას ხმა მაჩერებს.
YOU ARE READING
Prince and Me. / Completed / ✔️
Fanfictionჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...