მესამე დღეა რაც ქუქი სასახლეში დაბრუნდა ტუმცა ხმას არ იღებს ზედმეტად სევდიანია რაც საშინლად არ მომწონს.
- როგორ ფიქრობ რა დაემართა იქ?- მეკითხება ჩემი მეუღლე და არც კი ვიცი რა ვუპასუხო.
- არ ვიცი მაგრამ არც მოცდას ვაპირებ, უკეთესი იქნება თუ ვესაუბრებით.
- მეც ასე ვფიქრობდი.
მისაღებში ვიყავით ჯინთან და ნამჯუნთან ერთად, მალევე ქუქიც შემოგვიერთდა, მოგვესალმა და ისევ ჩუმად მიუჯდა სუფრას.
- ვიცი რომ საუბარი და შენი ემოციების გაზიარება არ გიყვარს მაგრამ იქნებ ვისაუბროთ, რა ხდება შენს თავს.- ვამბობ და ქუქის თვალს ვავლებ.
- შეყვარებული ვარ.
- სწორედ ამიტომ ჩაშალე წინადადება ქორწინების თაობაზე?
- დიახ თავს ცუდად ვგრძნობდი, ასე ვერ მოვიქცეოდი.
- და შეიძლება გავიგოთ ვინ... ვინ გიყვარს?
- შეიძლება მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებთ ამ ამბავს.
- რა ხდება? ვინ არის შენი რჩეული?
- ის უფლისწული თეჰიონია.
- რაა?- გავიგონეთ ჯინისა და ჯუნის ხმა ერთდროულად.
- ის ყველაზე სუფთა, წმინდა და ლამაზი არსებაა ვინც მინახავს. ვიცი ფიქრობთ რომ ეს არასწორია, გინდათ რომ თქვენს შვილს შვილები ჰყავდეს და თუ მასთან ვიქნები ამის შანსი არ მექნება.
- ჯანქუქ...
- არა ახლა არა გთხოვ უბრალოდ მომისმინეთ.- ამბობს და თვალს გვავლებს.
- ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდათ, ისიც ვიცი რომ მოვალეობები მაკისრია, მაგრამ უბრალოდ მის გარეშე არ შემიძლია. თავიდან როდესაც დავინახე იმ წამიდან დაიპყრო ჩემი გული, თქვენც ძალიან შეგიყვარდებათ თუ შანს მისცემთ მას. ის ტახტის მემკვიდრე ვერასოდეს გახდება რადგან კანონიერი შვილი არ არის მაგრამ ეს არ მადარდებს. ეს დღეები ჩუმად ვიყავი იმის გამო რომ ვფიქრობდი თუ როგორ მეთქვა ეს ყველაფერი თქვენთვის.
VOCÊ ESTÁ LENDO
Prince and Me. / Completed / ✔️
Fanficჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...