სახლში მოწყენილობისაგან ვკვდებოდი, წუთებს ვითვლიდი ერთი სული მქონდა იუნგის როდის ვნახავდი.
ტელეფონზე მიერეკავენ თუ არა ეგრევე ვპასუხობ.
- გისმენ.
- პატარავ დღეს ოდნავ შემაგვიანდება არ დამელოდო.- მესმის მისი ხმა და სანამ პასუხს დავუბრუნებ მანამდე თიშავს.
ჩემს ოთახში ავდივარ საწოლში ვწვები ბალიშს ძლიერად ვეხუტები და ვცდილობ დაძინებას არც კი ვიცი როდის მეძინება.
დილით თვალს ვახელ თუ არა ჩემს სხეულზე მოკრულ ჩაძინებულ იუნგის ვხედავ. ლოყებზე ნელა ვეფერები ისე რომ არ გაეღვიძოს თუმცა მაინც ეღვიძება.
- დილამშვიდობისა.
- დილამშვიდობისა.- ამბობს ღიმილით და ხელებს ძლიერად მხვევს.
ერთმანეთს ვეხუტებით და სულელებივით ვიცინით.
- მშია.
- მეც ასე რომ ახლა ავდგები და ჩვენთვის რამე გემრიელს გავაკეთებ.
- შენთან ერთად მოვდივარ.- ვამბობ ღიმილით, მალევე თავს ვიწესრიგებთ და ერთად მივრბივართ კიბეებზე.
სანამ იუნგი ჩვენთვის საუზმეს ამზადებს მე მას თვალს არ ვაშორებ.
- პატარავ.
- ჰოო.
- იმედია იმიტომ მიყურებ რომ საჭმლის კეთება ისწავლო.
- ნუ მე მიყვარს როდესაც ჩვენთვის აკეთებ ასე რომ იმიტომ გიყურებ... მე შენ იმიტომ გიყურებ რომ ძალიან მომწონხარ.
- პატარავ თუ ასე გააგრძელებ სავარაუდოდ ამ მაგიდაზე გადაგაწვენ.- ამბობს ღიმილით რაზეც მე ლოყები მიწითლდება თუმცა ამ სცენის წარმოდგენაზე სხეულში პეპლები იწყებენ ფრენას. მას ვუყურებ და ნელ-ნელა მისკენ მივდივარ, წესით და რიგით ამ წამს უნდა გავჩერდე, მაგრამ მისი შეხება საშინლად მინდა ზურგიდან ვეკვრი და ძლიერად ვეხუტები.
YOU ARE READING
Prince and Me. / Completed / ✔️
Fanfictionჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...