- ჰოსოკ დავიღალე.- წამოვიწუწუნე და მას გავხედე.
- მაგრამ ეს აუცილებელია უფლისწულო ჯიმინ.
- უკვე ძალიან ბევრი დავხარჯეთ ჰოსოკ.
- ძალიან გთხოვთ ამაზე ნუ წუხართ.
- მაგრამ.
- ჩვენ ხომ ვართ მეგობრები.
- ვართ?
- დიახ ვართ. ასე, რომ სანამ აქ იქნები მე დამიჯერებ, ახლა კი წავედით სალონში.- ამბობს და მიღიმის.
სარკის წინ ვზივარ და ვხედავ თუ როგორ მიყურებს ჰოსოკი და მასთან ერთად სალონის პატრონი.
- ეს სიმპატიური ბიჭი... ოოო ღმერთო ჩემო ეს ხომ...
- შშშ, არავინ არ უნდა გაიგოს, უნდა დამეხმარო ბამბამ.
- და რას მივიღებ სანაცვლოდ?
- ერთი წლით ჩემს კლუბში უფასოდ შემოხვალ, შენთვის ყველაფერი უფასო იქნება.
- მოსულა.- ამბობს და ღიმილით მიახლოვდება.
- ისე გაგალამაზებ რომ თვით მინ იუნგიც კი ვერ ამოიღებს ხმას.
- მინ იუნგი?- ვეკითხები მას.
- მოიცადე ამ პატარამ არ იცის ვინ არის მინ იუნგი?- ეკითხება ჰოსოკს ბამბამი.
- ნუ იცის თან არ იცის.- ამბობს სიცილით ჰოსოკი.
- გასაგებია, კარგი დრო აღარ დავკარგოთ და საქმეს შევუდგეთ.- ამბობს ღმილით ბამბამი.
3-საათნახევრიანი წვალების შემდეგ ძლივს დაისვენა.
- აბა როგორია ჰოსოკ?
- ღმერთო ჩემო ბამ, უფლისწულო ჯიმინ.- წამოიყვირა ჰოსოკმა.
- გთხოვ უბრალოდ ჯიმინი დამიძახე.
- ლამაზია არა.- ამბობს ბამბამი.
- ულამაზესი, ჯიმინ ეს ფერი ძალიან გიხდება.
- მადლობა ჰოსოკ, შენც ბამბამ.
- შეიძლება რაღაც გირჩიოთ?- მეკითხება ბამბამი.
KAMU SEDANG MEMBACA
Prince and Me. / Completed / ✔️
Fiksi Penggemarჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...