მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე ჩემს საწოლში მძინარე ბიჭს ვუყურებდი და იდიოტივით მეღიმებოდა. დილით თავს ვიწესრიგებ და ჰოსოკთან ერთად მივირთმევ.
- ის ბიჭი. - დაიწყო საუბარი ჰოსოკმა.
- თვითონაც არ ვიცი ვინ არის, მხოლოდ სახელი მითხრა.
- აქ რატომ მოიყვანე?
- არვიცი.
- იუნგი...
- ნახატის მოპარვის დროს მნახა და შემომთავაზა, რომ თუ სასახლიდან გამოვაპარებდი ნახატს მაჩუქებდა, უარზე ვიყავი მაგრამ ბოლოს მაინც დავეხმარე გამოპარვაში.
- და აქ რატომ არის?
- ისეთი საყვარელი იყო, რომ ქუჩაში ვერ დავტოვებდი, წასასვლელი არსად არ ჰქონდა. ჩვენ კი ორივემ კარგად ვიცით თუ რა დღეში აგდებენ ასეთ ბავშვებს ქუჩაში მყოფი ადამიანები.
-ხო მაგრამ ის...
საუბარს ზედა ოთახში ატეხილი ყვირილი გვაწყვეტინებს. ორივენი ჩემი საძინებლისაკენ გავრბივართ და სანახაობით ვტკბებით, ვუყურებთ ჯიმინს რომელიც პატარა ბავშვივით ხტუნავს და გაღიმებული აქეთ-იქით დარბის ჩვენსკენ მორბის და ორივეს გვეხვევა, ველოდები თუ როდის დამშვიდდება თუმცა არც აპირებს მგონი.
-ჯიმინ არ გშია? ეკითხება ჰოსოკი ღიმილით რაზეც ჯიმინი თავს უქნევს და მასთან ერთად ოთახიდან გადის, მეც უკან მივყვები. ცოტა ხნის შემდეგ სამივენი მისაღებში ვზივათ, სიჩუმეს ჯიმინი არღვევს.
- პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის, ასევე იმისათვის რომ სასახლედან გამოპარვაში დამეხმარეთ.
- მე ჰოსოკი მქვია.
- მე უფლისწული პარკ ჯიმინი ვარ.- ამბობს სიცილით.
- უფლისწული?- ვეკითხები მას.
- დიახ მაგრამ მირჩევნია თუ უბრალოთ ჯიმინით მომმართავთ.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Prince and Me. / Completed / ✔️
Hayran Kurguჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...