დილით ადრევე მეღვიძება და შემიძლია დავიფიცო რომ ასეთი ლამაზი დილა დიდი ხანია არ მქონია. ვხედავდი ჩემს მკლავებში მშვიდად ჩაძინებულ თაეს და თვალს ვერ ვაშორებდი მის უნაკლო სახეს, თუმცა კი ამ წამს თვალები ოდნავ დასიეუბული ჰქონდა მაგრამ მაინც ულამაზესი იყო.
საწოლიდან ავდექი მშვიდად და ნელა რომ ის არ გამეღვიძებინა, მაგრამ როგორც კი ავდექი თვალები გაახილა.
- შენი გაღვიძება არ მინდოდა.
- რომელი საათია?
- დილის 6 საათია.
- ჩემს ოთახში უნდა გავიდე, აქ რომ მნახონ...
- თაე....
- უნდა წავიდე, მადლობა ყველაფრისათვის.- ჩაიჩურჩულა და ოთახიდან გაიქცა.
საწოლზე ჩამოვჯექი და ისევ მასზე ფიქრებში ჩავიძირე.
საათს თვალს ვავლები სულ რაღაც ნახევარ საათში ბოგამს სიკვდილით დასჯიდნენ. ოთახში დავდიოდი და წუთებს ვითვლიდი.
მალევე მისაღებში ჩავედი სადაც ყველანი იყვნენ თეჰიონის გარდა.
- როგორ გეძინათ უფლისწულო ჯანქუქ?- გაისმა დედოფალი ალისას ხმა.
- მშვენივრად იმედია თავადაც მშვიდად გეძინათ.
- ასეა.
- უფლისწული თეჰიონი რატომ აგვიანებს?.
- არ ვიცით.- მიპასუხა მეფე ჩანიოლმა.
- წავალ და...
- არაა საჭირო მისი მოახლე დაუძახებს.
მალევე უფლისწული თეჰიონიც გამოჩნდა მაგრამ მის სახეზე ოდნავი ჩალურჯება დავინახე, ხოლო ტუჩზე პატარა ჭრილობა ვინც არ უნდა იყოს ხელებს დავამტვრევ იმისათვის რომ მას შეეხო.
- სახეზე რა გჭირს?
- არაფერი.
- უფლისწულო თეჰიონ თქვენს სახეზე...
- ახლა ამის დრო არაა.
- ვინ იყო....?- გავიგონე მეფე ჩანიოლის ხმა.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Prince and Me. / Completed / ✔️
Hayran Kurguჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...