როდესაც უფლისწული ჯანქუქი მშობლებს ესაუბრებოდა თან მიხაროდა თან მწყინდა, თავს უცნაურად გვრძნობდი, ერთადერთს რასაც ვხვდებოდი ის იყო რომ მე უფლისწული ჯანქუქი მომწონდა, სწორედ ამიტომ მეჩხუბა დედოფალი ალისა ის ჩემი ძმის საქმრო იყო.
ჰაერი არ მყოფნიდა ასე რომ ისინი დავტოვე და გარეთ გამოვედი სუფთა ჰაერზე, მალევე ჩემთან საკმაოდ ნაცნობმა ფიგურამ მოირბინა და გაყოლა მთხოვა ბევრი არც მიფიქრია და მართლაც მასთან ერთად სხვა ბიჭებიც დავინახე.
ცოტა ხნით ვისაუბრეთ, შემდეგ კი მინჰომ ბოგამის საფლავთან მიმიყვანა არ ვიცი რა დრო გავატარე საფლავთან მაგრამ ტირილი ტკივილს მიამებდა. ბიჭებს მადლობა გადავუხადე და სასახლისაკენ მინჰოსთან ერთად წამოვედი.
ჩემი საძინებლისაკენ მივდიოდით როდესაც ძირს დაგდებული სხეული დავინახე, მასთან მივარდი თუ არა მთელი სხეული დამეჭიმა ვცდილობდი პანიკაში არ ჩავარდნილიყავი მაგრამ ეს ძალიან რთული იყო.
- გთხოვ მის გადაყვანაში დამეხმარე.- ვამბობ და მინჰოსთან ერთად ჯანქუქი ჩემს ქოხში გადაგვყავს.
- მადლობა დანარჩენს მე მივხედავ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, მადლობა ყველაფრისათვის.
- თუ რამე ნიშანი მოგვეცი აქვე ახლოს ვიქნებით.
- კარგი.
მინჰო წავიდა თუ არა უგონოდ მწოლიარე ჯანქუქს თვალი ავავლე, მალევე წყლიანი თასი მოვიტანე და სისხლი ჩამოვბანე, როგორც კი ჭრილობა დავამუშავე იქვე გვერდით მივუჯექი და მისი სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე. თითებს ნელა დავასრიალებდი მის ლოყებზე, თვალებზე, ბაგეებზე როდესაც ტუჩების შეხება ვიგრძენი სწაფადვე გამოვწიე ხელი თუმცა წამის მეასედში საწოლზე აღმოვჩნდი ის კი ზემოდან მომექცა.
- მომწონდა რასაც აკეთებდი.
- რაა?
- რატომ გაჩერდი? მომწონდა შენი შეხება.- თქვა თუ არა ჩემი თითები მის სახესთან მიაახლოვა.
YOU ARE READING
Prince and Me. / Completed / ✔️
Fanfictionჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...