მთელი ღამით ვერ მოვისვენე, კოშმარებს ვხედავდი ეს ყველაფერი კი მაშინებდა, სევდიანი ვიყავი არ ვიცი რატომ მაგრამ ბოგამი საშინლად მენატრებოდა, მისი ნახვა მინდოდა.
- როგორ ფიქრობთ ეს უფრო...
- ბოდიშს გიხდით უფლისწულო ჯანქუქ, სამწუხაროდ არ ვიცი რაზე საუბრობდით, სიმართლე რომ ვთქვა საკუთარ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული.
- კარგი მოდი შენზე ვისაუბროთ.
- ჩემზე?
- რა ხდება? რაღაცაზე ღელავ.
- უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე, უფრო სწორად თუ ვიტყვი კოშმარებს ვხედავდი მთელი ღამის განმავლობაში და თან ბოგამიც არ დაბრუნებულა არადა წესით და რიგით უნდა დაბუნებულიყო.
- იქნებ გავისეირნოთ.
- არ ვიცი.
- წამოდით ოდნავ გულს გადააყოლებთ.
სასეირნოდ ვიყავით ბაღში როდესაც ჩვენთან ბიჭი მორბის შორიდან ვერ ვცნობ თუ ვინ არის თუმცა როგორც კი მოგვიახლოვდა ეგრევე ვიცანი.
- უფლისწულო თეჰიონ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს.
- რა ხდება?
- ეს ბოგამს ეხება.
- ბოგამს?
- დიახ ის მეფე ჩანიოლს ჰყავს ტყვედ აყვანილი.
- რაა?
- ჰო არ ვიცი რა ჩაიდინა ან არ ჩაიდინა, მაგრამ მას ხვალ სიკვდილით დასჯიან.
- წავალ მშობლებს გავესაუბრები.- ვამბობ და ბიჭს თვალს ვავლებ.
- ისინი მის გამოხსნაზე უარს ამბობენ.- ვწუხვარ უფლისწულო თეჰიონ.
სასახლისაკენ გიჟივით მივრბივარ სადაც მშობლებსა და წყეულ მეფე პარკ ჩანიოლს და მის ძმას ვხედავ.
- მიხარია თქვენი ნახვა უფლისწულო თეჰიონ.- ამბობს ჩანიოლი ღიმილით.
- ბოგამი გაანთავისუფლეთ.
- ძალიან გაფასებთ მაგრამ ამას ვერ ვიზამ უფლისწულო თეჰიონ მან ჩემი მოკვლა სცადა.
KAMU SEDANG MEMBACA
Prince and Me. / Completed / ✔️
Fiksi Penggemarჩაძინებულ იუნგის თვალს ვავლებ მისკენ ვიხრები სახეზე ვაკვირდები, ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი მიმზიდველი... რა მჭირს? რა მემართება? *********************** - უფლისწულო ჯანქუქ. - გისმენ. - შეიძლება რომ... რომ.... საუბრის დასრულება არ ვაცადე და ჩვენი...