-ბოდიშს გიხდით,მაგრამ შეგიძლიათ ეს ყველაფერი თავიდან მომიყვე....-მიმართა საშუალო სიმაღლის შავგვრემანმა გამომძიებელმა მასზე შვიდი რვა წლით უმცროს ბიჭს..
-სერ უკვე მესამედ გიყვებით რატომ არ გჯერათ ის,რასაც გეუბნებით,თუ ჩემი არ გჯერათ საქმეს რანაირად გამოიძიებთ?!..
-ეეე..ბიჭო რამე დამამტკიცებელი საბუთები გაქვს...როგორ უნდა დავიჯერო...ეს...ეს...
-ზღაპარი???
-ხო ზღაპარი..შენი აზით ფულს იმაში მიხდიან,რომ კომიქსების კითხვით შეპყრობილი ახალგაზრდის ნაბოდვარს ავყვე და ქუჩაში ადამიანები ვეძებო,რომლებიც ცეცხლს აფრქვევენ,მერე ყინავენ ,დაფრინავენ,დახტიან,ქრებიან,ჩნდებიან,ანათებენ და რავიცი კიდევ რას შვრებიან....არ ვიცი ახლა ჩემი უფროსი მოვა და დავასრულოთ...-გამომძიებელი წამოდგა და დასაკითხი ოთახი დატოვა...
-გავიგე მაგარი საქმე აგიგდიათ- ღიმილით უთხრა ერთ-ერთმა გამომძიებელმა-ბეტმენზე თუ სპაიდერმენზე..-ეს თქვა და მისმა მსგავსმა ხუთმა ახმახმა ერთად გადაიხარხარხარეს...
-შენ და შენი უფროსი ქრისტინი ამ საქმესაც ძირ-ფესვიანად გამოიძიებთ და მერე აქიდან გაგდება არ აგცდებათ-კვლავ სიცილი ატეხეს თუმცა ხმაური მაშივე მიწყნარდა,როცა ოთახში ოცდასამი წლის დამწყები გამომძიებელი ქრისტინ ვოლტი შემოვიდა.შავი ნაჭრის შარვალი,თეთრი პერანგი და შავი კოსტიუმით,გრძლი წაბლისფერი თმები ჩვევისამებრ გვერდზე გადაიყარა და დამსწრე საზოგადობას ტაში დაუკრა.
-იქნებ მომესალმოთ და მადლობა მითხრათ ჩემი წყალობით სასაუბრო თემა მაინც გაქვთ უმადურო უსაქმურებო....-დააყვირა ქრისტინმა შემდეგ ჯოშს ის ფურცლები და საქაღალდეები შეაჩეჩა,რომლებიც ტაშის დაკვრის დროს კინაღამ ხელიდან დაუცვივდა და თავის კაბინეტში შევიდა,რომელსაც ჯოშთან ერთად ინაწილებდა...გოგოს უყვარდა თავის ისე დაჭერა თითქოს იქ მყოფების განადგურება ხელის ერთი მოქნევით შეეძლო,შეიძლება არ შეეძლო,მაგრამ მის სახეზე იმეხელა თვითდაჯერებულობა იკითხებოდა,რომ იმ წამსვე ჩუმდებოდა ყველა მის ირგვლივ.
-ამჟამად რაზე იცინოდნენ?..
-რომ იცოდე შენც გაიცინებდი და კიდევ ამბობენ,რომ სამსახურიდან ორივეს გაგვყრიან თუ ერთ საქმეს მაინც არ გამოვიძიებთ წლის დასასრულამდე ანუ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში...
-და ეს წლის დასაწყისში ვერ გვითხრეს? -უკმაყოფილოდ მოსვა ქრისტინმა ყავა,რომელიც მაგიდაზე იდო...-ფუუუ ეს რა არის.?!..-გოგომ ლამის გადმოაფურთხა,ცივი გუშიდელი ყავა,რომელიც გულმავიწყობის გამო დარჩა მაგიდაზე..
-არ დალიო გუშინდელია...-სახე შეეჭმუხნა ბიჭს
-ესეც ადრე უნდა გეთქვა...
-რატომღაც ყველაფერი ჩემი ბრალია ხოლმე!-თვალები გადაატრიალა ჯოშმა
-აბა, ჩემს თავს ხომ არ დავაბრალებ ჯოშ?წამოდი ჩვენი ერთადერთი იმედი ვნახოთ....
-ოღონდ არ გაგიჟდე!...
-არა,რატომ უნდა გავგიჟდე,ისედაც უკვე,მოდი ამას თავაზიანად ვიტყვი
-რას?
-რომ უკანალში ვართ ბოჭოო..
ორი საათის შემდეგ,ჯოში და კრისტინი დაკითხვის ოთახიდან გამოდიან ბიჭს უშვებენ და კვლავ კაბინეტში ბრუნდებიან,ჯერჯერობით არცერთი არაფერს არ ამბობს,მხოლოდ იმ ნახატებს უყურებენ,რომელიც ჯოშმა შექმნა,როცა ახალგაზრდა დანაშაულში მონაწილეების სახეებს აღწერდა..
-ჯოშ,შესვლამდე ხომ გითხრი სადაც ვიყავი მემგონი დაკითხვის შემდეგ უფრო ღმად შევედი...არა შევედით,მარტო არ მინდა არსად წასვლა!-ქრისტინმა ნახატები მაგიდაზე დაყარა ზედ იდაყვებით დაეყრდნო და თავი ხელში ჩარგო-ჯოშ რამე მითხარი...
-ქრისტინ,წარმოვიდგინოთ,რომ ეს ტიპი სიმართლეს ამბობს თან თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ გიჟი არაა,მოდი უბრალოდ დავუჯეროთ...
-რას დავუჯეროთ ჯოშ?! გინდა ამბავი კიდე ერთხელ მოგიყვე,ტიპმა დაინახა როგორ მოუკიდა ერთმა მაღალმა ბიჭმა მანქანას ცეცხლი,მერე მეორემ ის ჩააქრო,ერთმა დაბალმა კი ეს მანქანა აწია და გზიდან გადიყვანა,შემდეგ არსაიდან ერთი დაკუნთული ტიპი ჩნდება ,მიდის დაჭრილ ტიპთან ხელში აჰყავს ამ დროს კიდევ ერთი ვიღაც უახლოვდება ამ დაჭრილს ხელებს ჯადოქარივით იქნეს და დაჭრილობას კურნავს და ჰოპ, იქიდან ისე ქრებიან თითქოს არც არაფერი მომხდარა დაახლოებით ისე როგორც ჩემი და შენი შემდეგი თვის ხელფასი გაქრება,რაც იმაზე მეტად შემაძრწუნებელია,ვიდრე ამ სუპერგმირების ამბავი...
-ქრისტ კაი რაა...
-ჯერ არ დამისრულებია საშინელი ისტორიის მოყოლა..
-რაღა დარჩა?..
-შემდეგ უხელფასოდ დარჩენილები ყველა სიკეთესთან ერთად ქუჩაში რჩებიან,კომიქსის დასასრული.
-კარგი ხო და მაინც რა ვქნათ?..
-შენ დაგიჯერებ..
-რას?-ბიჭმა გაკვირვებული შეხედა..
-ვირწმუნებ,რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და საქმეს გამოვიძებ..იმდენს მაინც ვიზამ,რომ ეს ბიჭი გიჟად შერაცხონ..ესეც საქმის გამომძიებად ითვლება
-ეს სიბოროტეა..
-ჯერ კეთილი ვერ ვიქნები,როცა გავმდიდრდები მერე ვიფიქრებ სიკეთის კეთებაზე..
-ქრისტინ...
-რაა?..
-არაფერი.
-მაშინ გაარკვიე სად ცხოვრობენ და ვინ არიან..
-ასე ჯობს,რამე მაინც დამავალე..
-ხოდა საქმეს მიხედე,მერე წავიდეთ და დავკითხოთ..
-შენ ბოლოს როდის გეძინა?
-ასე ცუდად გამოვიყურები?-გოგომ ტელეფონის ეკრანს დახედა..
-ხარ რაა..
-ვარ რაა?შენ არ გინდოდა ჩემთან ერთად პაემანზე წასვლა,ახლა აღარ მოგწონვარ?
-გულში ნუ ჩაიდებ ლამაზო..
-თავი არ გაგიტყდეს ფრთხილად იყავი და დროზე მოძებნე..
-კარგი..ნუ მიბრაზდები..
-როგორ უნდა გაგიბრზდე,როცა შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც გვერდში მიდგას..ეს დიდად არ მახარებს,მაგრამ არა უშავს..
-ყველაზე უცნაურად გამოხატავ სიყვარულს ქალბატონო-ბიჭმა საბუთებს ხელი დაავლო და იმის გასარკვევად გავიდა,რაც გოგომ დაავალა.
YOU ARE READING
მბრძანებლები
Fantasyეცადე არ ჩაერიო სტიქიის მბრძანებლების საქმეში ეს კარგს არაფერს მოგიტანს... მაგრამ თუ მაინც შენსას არ იშლი,ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.