მე რა როლი მაქვს?

50 6 1
                                    

-ამ ტბასთან რა გვინდა შიუმინ?
-რაღაცას გაჩვენებ,რაღაც პერიოდი ჩვენთან მოგიწევს ცხოვრება,ამიტომ ჩვენზე ყველაფერი უნდა იცოდე და პირველ რიგში,ჩვენი ძალების შესახებ!-სერიოზული სახით უთხრა ბიჭმა...
-არ გთხოვთ,რომ ეს გააკეთოთ!
-არაა საჭირო თხოვნა,უბრალოდ უნდა იცოდე!-შიუმინი ტბისკენ შეტრიალდა,ძირს დაიხარა და წყალს ნელა შეახო ხელი,წამით თვალები დახუჭა,შემდეგ კი ქრისტიმ დაინახა,როგორ თეთრდებოდა ტბა ნელ-ნელა,როგორ ედებოდა ყინული მთელ ტბას,და  როგორი საშინელი სიცივე მოდიოდა,გოგომ უცებ უკან დაიხია და ისე დააკვირდა ყველაფერს,მალევე მთელ ტბას სქელი ყინული მოედო,შიუმინი კი ფეხზე წამოდგა და ქრისტის კიდევ ერთხელ დააკვირდა...

 -არ გთხოვთ,რომ ეს გააკეთოთ! -არაა საჭირო თხოვნა,უბრალოდ უნდა იცოდე!-შიუმინი ტბისკენ შეტრიალდა,ძირს დაიხარა და წყალს ნელა შეახო ხელი,წამით თვალები დახუჭა,შემდეგ კი ქრისტიმ დაინახა,როგორ თეთრდებოდა ტბა ნელ-ნელა,როგორ ედებოდა ყინული მთელ ტბას,და  რო...

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


-ეს?-ძლივს ამოთქვა გოგომ
-ხო,ეს ისაა რაც მე შემიძლია,ხელი მაჩვენე...-უთხრა ბიჭმა,ქრისტიმაც წამიერი ფიქრის შემდეგ ხელი გაუწოდა-ყინულზე წონასწორობის შეკავება შეგიძლია?
-არა,ნამდვილად არა!!-ღიმილით უთხრა ქრისტიმ...
-მაშინ უფრო გაერთობი!!
შიუმინმა გოგო ყინულზე გაიყვანა,ქრისტის ბევრჯერ დაუცურდა ფეხი,ლამის დაეცა,მაგრამ ყოველი მოუხელთებელი ნაბიჯის შემდეგ შიუმინი ძლიერად იჭერდა გოგოს და დაცემის საშუალებას არცერთ ჯერზე არ აძლევდა..
-მოგწონს?-იკითხა ბიჭმა
-ძლალიან მაგარია!-სიცილით უთხრა გოგომ-ოღონდ ცოტა გავიყინე...
-ვიცოდი,რომ ასე იქნებოდა..
-რას გულისხმობ??
-აი,ესაა ჩემი ცუდი მხარე,მე ამის გალღობა არ შემიძლია და არც ამ გაყინული ხელების გათბობის ძალა შემწევს...სიცივეს ვერ ვგრძნობ...
-რამე მოხდა,იმის გამო,რომ შენ სიცივეს ვერ გრძნობ?-მზრუნველად იკითხა ქრისტიმ...
-პატარა,რომ ვიყავი,ლამის ჩემი და გავყინე...-ეს თქვა და საუბარი შეწყვიტა შიუმინმა
-ახლა,როგორ არის?
-წლებია ოჯახთან კონტაქტი არ მქონია,ამ ძალებს იმდენივე კარგის  მოტანა შეუძლიათ,რამდენიც ცუდის,ერთ დღეს ამ სილამაზემ-ყინულზე და ლამაზ ფიფქებზე მიუთითა ბიჭმა-სამყარო გაანადგუროს,ახლა კი ის შენ გყინავს,ამიტომ დროა სახლში დავბრუნდეთ. 
-ყველაფერი რიგზეა,დარწმუნებული ვარ,რომ შენ ბევრი კეთილი საქმე ჩაგიდენია და ბევრსაც ჩაიდენ და ერთ-ერთი ალბათ ქაის გადარჩენა იქნება-ღმილით უთხრა გოგომ...
-ეგ ყველა ჩვენგანს უნდა ქრისტინ,ახლა კი დამეყრდენი,არ წაიქცე!

მბრძანებლებიWhere stories live. Discover now