ნდობა

56 6 0
                                    


-ქაის დასახსნეალდ როდის უნდა წავიდეთ?-იკითხა დიომ
-მალე,ვფიქრობ ხვალვე!-თქვა სუჰომ და ბიჭებს გადახედა,რაზეც ყველა მათგანმა დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად,თვითონაც ხვდებოდნენ,რომ უკვე დრო იყო,დრო იყო ბრძოლის,რომელიც ასე არ სურდათ,მაგრამ სხვა გზაც არ იყო.
-ქრისტინი?-იკითხა ჩანიოლმა
-ის აქ დარჩება,მისთვის ბრძოლა ჯერ ძალიან ადრეა!-თქვა სუჰომ
-სუჰოს ვეთანხმები ჯერ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა ძალების შესახებ,მას ბრძოლას ვერ მოვთხოვთ,ქაი კი უკვე უნდა  ვიხსნათ,ქრისტინი საბოლოო შეტაკების დროს დაგვჭირდება!-ეს თქვა და ლეი სავარძელში მოკალათდა...
-მასთან ვიღაც უნდა დარჩეს!-ჩაილაპარაკა ჩენმა
-გეთანხმები,შემიძლია ჩემი კანდიდატურა წარმოგიდგინოთ!-თქვა სეჰუნმა
-შენ არა სეჰუნ,ბექიონი დარჩება მასთან!
-მე რატომ?-გაკვირვებულმა ახედაა სუჰოს,ბიჭმა.
-და წინააღმდეგი რატომ ხარ ბექიონ?-იკითხა ლიდერმა
-არ ვარ,დავრჩები მასთან და დავიცავ ისე როგორც საჭიროა,თქვენ კი ქაი დააბრუნეთ.
-ძალიან კარგი ბიჭებო,მე წავალ და ქრისტინს დაველაპარაკები,შევეცდები მიახლოებით ავუხსნა ყველაფერი-სუჰო ფეხზე წამოდგა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
-თქვენი აზრით ქრისტინი სანდოა?-იკითხა ბექმა
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ,ამას ახლა კითხულობ?-გაკვირვებული ჩენი უცებ წამოდგა ფეხზე
-მე მხოლოდ ვიკითხე ჩენ და სხვათა შორის ამ გოგოს შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით,მას არც ოჯახი ჰყავს,არც კარიერა აქვს,საერთოდ არაფერი აქვს და არ გამიკვირდება დემონის პირველივე შემოთავაზებაზე თავის ქნევით,რომ დათანხმდეს და მისკენ გაიქცეს.-ბექიც ფეხზე წამოდგა
-მე მას ვენდობი-საუბარში ჩანიოლიც ჩაერთო-იშვიათად ვენდობი ვინმეს და ახლა კი ვაბმობ,რომ მას ვენდობი!-მტკიცედ თქვა ჩანმა და ოთახიდან სიტყვის უთქმელად გავიდა.
-ჩანი მართალია,ქრისტინი არ გავს იმ ადამიანს,ვინც ვინმეს უღალატებს და შენ ეს უნდა შეგემჩნია ბექიონ!-სათვალე გაისწორა დიომ და იმ გადაშლილ წიგნს დაუბრუნდა,რომელიც  მაგიდაზე იდო.
-კარგი გასაგებია,მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და,რა თქმა უნდა,მას მე დავიცავ,როცა ამის საჭიროება დადგება-ბექმა ეს თქვა და შემდეგ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

მბრძანებლებიМесто, где живут истории. Откройте их для себя