თქვენთვის,როგორი გრძნობა იქნებოდა,ახალ გაღვიძებულზე,რომ აღმოაჩინოთ,თურმე მთელი ღამე მარტო არ ყოფილხართ და თქვენ ოთახში ვიღაც სხვაც არის,თუმცა კი მის სახეს ვერ ხედავთ მისკენ ზურგით წევხართ.
Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou mettre en ligne une autre image.
ქრისტინისთვის ეს საშიში გრძნობა იყო,განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც წინა ღამით თითქმის ეშმაკს შეებრძოლა,მაგრამ გონება დაკარგული მაინც თვითონ დაეცა იატაკზე. გოგო ჯერ შეიშმუშნა,შემდეგ კი ფრთხილად გადაბრუნდა საწოლის მეორე მხარეს,რათა სავარძელში მჯდომი ადამიანის სახე დაენახა,თვალები ბოლომდე არ გაუხელია,მხოლოდ ოდნავა,რის შემდეგაც ჯერ სინათლე მოხვდა თვალში და შემდეგ იმ მამაკაცის სახე,რომელიც ამაყად მოკალათებულიყო სავარძელში და ნახევრად გაღვიძებულ გოგოს მისჩერებოდა.. ქრისტინმა მხოლოდ ახლა გაიაზრა,რომ მის წინ ქაი იჯდა და სიხარულით წამოხტა საწოლიდან ბიჭისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია კისერზე. -ვიღაცას მოვნატრებივარ-თქვა ბიჭმა და თავადაც მიიკრა გოგო -მეგონა,რამეს დაგიშავებდა,ვიფიქრე,რომ ვეღარ გნახავდი,ისიც ვიფიქრე,რომ მეც მოვკვდი... -აქ ვარ დამშვიდდი,არაფერი დამემართება და ეს უნდა იცოდე... -ქაი... -გისმენ... -ბექიონი...ის როგორ არის?ბოლოს გონდაკარგული ეგდო... -კარგად არის დამშვიდდი მას არაფერი მოუვა!-თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა ბიჭმა . -იქ რა ხდებოდა?-ჩუმად იკითხა ქრისტიმ -იქ?ააა,სადაც ვიყავი ხო? -აჰა... -სინამდვილეში მახე იყო,მას შენ სჭრდები...ბექმა ყველაფერი გვითხრა,შენით ძალიან ვამაყობ. -მე კი არ ვიცი... -რა არ იცი...? -იმ წამს ისე მინდოდა მის მხარეს ყოფნა,ისე ძლიერად,ვერც კი ვხვდები თავი როგორ გავაკონტროლე -ჩვენ ვიცოდით,რომ ამას არ იზამდი,იმიტომ რომ ის ნამდვილს არაფერს გთავაზობს,ყველაფერი,რასაც ის შექმნის წარმოსახვა იქნება,რომელიც ერთი ხელის მოსმით გაქრება,ან იმ მაღვიძარას ხმაზე,რომელიც დილით ადრე დარეკავს. -შენი აზრით სასახურში დამაბრუნებენ? -იმ სასახურზე ბევრად მეტი ხარ ქალბატონო!-გაიღიმა ქაიმ და თან გოგოს მოეხვია -ასე ახლოს როდიდან ვართ?-თვალები დაუწვრილა ქრიტიმ -იმ დღიდან... -რომელ დღეს გულისხმობ? -ჩვენთან პირველად რომ იყავი!! -მოიცა მოიცა,ანუუ არ მომჩვენებიაა და იმ ღამეს იქ მართლა ვიღაც იყო? -კიი,მე ვიყავი -ღმერთო ქაი ვერ გადამირჩები,შენ მე მნახე? -ვეცადე წავსულიყავი,მაგრამ მერე შენ....-ბიჭმა საუბარს მისი ღიმილიც მიაშველა და თან ქრისტისთვის თვალი არ მოუშორებია,ცდილობდა დაეჭირა გოგოს ყველა ემოცია,რომელიც იმ წამს ერთმანეთში ერეოდა ქრისტის...-ბრაზობ?-თვალი დაუწვრილა ბიჭმა -შენი აზრით?-ბრაზმორეული ღიმილით იკითხა ქრისტიმ -ცოტათი,ძალიან ცოტათი ხოო? -მეტადაც კი..მაგრამ შენ დიდად ვერ გიბრაზდები...-მას შემდეგ რაც ქაიმ ეს სიტყვები გაიგონა,რომ ქრისტი მას ვერ უბრაზდებოდა,გოგო ხელში აიტაცა,თუმცა ეს მომენტი მალევე დასრულდა,რაც ბექიმ კარები შემოაღო და ზღურბლზე წარბაწევით დადგა -ბოდიში გვრიტებო,პრობლემაა... -რამეს მაინც მაცდი ბექ?-მობეზრებულად იკითხა ქაიმ... -მე არა,თვით ეშმაკი არ გაცლით ჩემო ძმაო. -ხოო როგორც ჩანს მართლა ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა-დაასკვნა ქაიმ-მოვდივართ-ესეც დაამატა და ქრისტისთან ერთად ოთახიდან გავიდა ,მალე ყველა ერთად აღმოჩნდა მისაღებში.