რატომ არ იწვი?!

50 5 0
                                    

ბიჭების სახლი

ოთახში ბედნიერი სახით შემოდის შიუმინი...

-რა ხდება რა სახე გაქვს,მარტომ მოკალი ის დემონი?-კითხულობს სავარძელში მოკალათებული ჩანი და თან თვითონაც იცინის..
-ჩვენი საქმე მოგვარებულია-ამაყად ამბობს ბიჭი
-როგორ ?
-ვიცი ვინც არის იმ განყოფილების უფრსი და ისიც ვიცი,როგორი ადამიანია, ხოდა დავურეკე და საქმე დახურა...
-ნეტა რამდენად?!-იცინიან ბიჭები
-თან ვუთხარი რასაც გვაბრალებდნენ და ბოდიშც მოიხადა დღესვე დაიხურება ეს საქმეო,არც ისე ძვირი დაჯდა...
-ყოჩაღ ძმაო ყოჩაღ!-ტაშს უკრავს ბექი
-კარგად მოიქეცი,თორემ სანამ რომელიმეს გიჟად შერაცხავდნენ მთელი საუკუნე გავიდოდა და ჩვენს საქმეშიც ხელი შეგვეშლებოდა,ამიტომ ასე სჯობს-სუჰო ადგილს ტოვებს და ოთახიდან სწრაფად გადის...
განყოფილება
-ჯოშ,დილამშვიდობისა-ოთახში ქრისტინი შემოვიდა და  თავისი ადგილი დაიკავა
-დილამშვიდობისა..აბა დღეს როგორ ხარ?
-ნორმალურად,მაგრამ წუხელ მართლა იმას ვფიქრობდი,რომ ჩემთან ვიღაც იყო საშინელი შეგრძნება ყოფილა.
-დღეს შევიტან იმ ტყავის ქურთუკს ექსპერტიზაზე,მაინც ვერ ვხვდები მაინცდამაინც ის რატომ წამოიღე?
-არ ვიცი,უბრალოდ წამოვიღე...-ოთახში დაკაკუნების გარეშე შემოდის ერთ-ერთი თანამშრომელი,ისეთი სახით თითქოს მთელი სამყარო მობეზრებული აქვს...
-უფროსი გიბარებთ სასწრაფოდ-ჯოშმა და ქრისტინმა ერთმანეთს გადახედეს
-ახლავე მივალთ...-უცებ უპასუხა ჯოშმა
-მემგონი აღსასრულის ზარმა ჩამოკრა,წუხელაც ცუდი სიზმარი ვნახე...-დაიწუწუნა გოგომ.
-წამოდი,ორივემ ვიცოდით რომ ეს დღე დადგებოდა!
უფროსის კაბინეტი ბნელი იყო ჯოშისა და ქრისტინის კაბინეტთან შედარებით,ფარდებიც ჩამოწეული,ოთახში შესულებს მალევე უთხრა ამ დაბალმა და ჯმუხმა ადამიანმა დასხედითო,მათაც მალევე დაიკავეს ადგილი და ისე დაელოდნენ მოსალოდნენ განაჩენს,რომელიც აუცილებლად აღსრულდებოდა...
-გავიგე რა ამბავსაც იძიებთ!!-ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში-თქვენი აზრით ეს ბავშვთა გასართობი ცენტრია?გეკითხებით ეს ყველაფერი თქვენთვის სულერთია?
-ასე თუ ისე ესეც გამოსაძიებელ საქმეებს შორის შედის-თქვა ქრისტინმა და ისევ გაჩუმდა
-ხალხნოო,ასეთ საქმეებს,რომ მოგიტანენ უნდა დაივიწყოთ,თქვენ კი წახვედით და სპაიდერმენის ძებნა დაიწყეთ,ის ხალხიც შეაწუხეთ.
-არავინ შეწუხებულა-სხვათაშორისად ამბობს ჯოში
-მე შევწუხდი ხალხო,რომ მითხრეს რაზედაც იყავით წასული,ვიფიქრე სირცხვილისგან მოვკვდებოდი,არა მეტი აღარ შეიძლება ეს უკვე საზღვრებს სცდება...
-სხვა საქმე მოგვეცით!-მკაცრად თქვა ქრისტინმა
-არანაირი სხვა საქმე...ამდენი წელი აქ იმისთვის გამუშავეთ,რომ ბოლოს ჩემთვის თავი მოგეჭრათ.
-ეგ არც გვიფიქრია...-თქვა ჯოშმა და ნერიულად მოიქავა თავი
-მეტყობა,რომ მაინტერესებს საერთოდ რა იფიქრეთ?
-არა,აშკარად-თქვა გოგომ.
-ხოდა,დროა დავასრულოთ!
-რა?
-აქ  აღარ მუშაობთ,ნივთები ჩაალაგეთ!-მკაცრად თქვა კაცმა,ჯოშმა და ქრისტინმა ერთმანეთს ნერვიულად გადახედეს და ამ ერთი შეხედვით სულ ცოტა ათი კითხვა მაინც დასვეს,თუმცა არცერთ მათგანზე იყო პასუხი...
-კი მაგრამ ამის უფლება არ გაქვთ-გააპროტესტა ქრისტინმა
-დარწმუნებული ხარ?-წარბაწევით იკითხა კაცმა
-იცით რა....არ მჭირდება ეს ნაგავი სამსხური სადაც არ მაფასებენ,იცით რას გეტყვით ბევრად უკეთეს სამსახურს ვიპოვი,ბევრად უკეთესი უფროსით,აი ისეთ ერთი ზარით,რომ საკუთარ თანამშრომლებს არ ათავისუფლებს,თქვენ ჩვენ უნდა დაგეცვით...კარგად ბრძანდებოდეთ-ქრისტინი ფეხზე სწრაფად წამოდგა,ჯოშიც უკან აედევნა,თუმცა წუხდა,რომ თვითონაც რამე არ თქვა...
-ორივე შეჩერდით,სად მიდიხართ?-ქრისტინმა იფიქრა ალბათ ჩემმა მკაცრა საუბარმა გაამართლაო და ლამის კმაყოფილმა ჩაიღიმა,შემდეგ კი მშვიდად მობრუნდა
-გისმენთ...
-ჟეტონი და იარაღი დატოვეთ..-დაიმახსოვრეთ,ეს ყველა დროის ყველაზე დიდი იმედგაცურება იყო,ორივე მათაგნისთვის,შემდეგ ჟეტონი და იარაღი უფროსს მაგიდაზე დაუყარეს და ოთახი დატოვეს.ქრისტინმა უკანასკნელად შეხედა ჟეტონს,რომელიც აქ მოსვლის მეორე დღეს მისცეს,ახლა კი მას რაღაც იდოტობის გამო კარგავდა,თუმცა მაინც დადო ჟეტონი და იქაურობას სწრაფად გაეცალა...
-ჯოშ,იმ ნაბიჭვრებს დავხოცავ,ყველას სათითაოდ...
-იარაღიც კი არ გვაქვს..-ჯოშმა კაბინეტის კარები მოიხურა და მაგიდაზე დაჯდა..
-უნდა მცოდნოდა,ამხელა სახლში ცხოვრობდნენ,რა თქმა უნდა,მათთან რას გავაწყობდით,როგორ დავხოცო ისინი,მითხარი?-ქრისტინმა მაგიდაზე არსებული ყველა ქაღალდი ძირს დაყარა და თვითონაც იმ ქაღალდებთან ჩაკეცა
-ჩვენი ასახიკი იქნება,ეს რა ქენი-ჯოში გოგოსთან მიიწია და ნელა მიიხუტა -ყველაფერი კარგად იქნება,ხომ იცი ნებისიერ ადგილას შეგვიძლია მუშაობის დაწყება,უბრალოდ ცოტა უნდა დაისვენო.
-ვიცი,მაგრამ მაგათ მაინც დავხოცავ...-ამოისლუკუნა ქრისტინმა
-კარგი,მაგრამ მანამდე ესენი ავხიკოთ და აქაურობას მოვშორდეთ,უკვე მძულს ეს ყველაფერი.
-ჯოშ...
-ხო..
-მიყვარდა ეს წყეული სასახური!-კვლავ ქვითინი დაიწყო ქრისტინმა
-ვიცი,ვიცი...
გზაში ხმა არცერთს ამოუღია,ჯოშმა ქრისტინის ბინასთან გააჩერა მანქანა და უკანა სავარძლიდან ჩანიოლის ტყავის ქურთუკი მიაწოდა...
-ეს რათ მინდა?
-წესით უნდა დავუბრუნოთ-თქვა ჯოშმა...
-მე ვიცი რასაც ვუზამ,შენ დაიკიდე-გოგომ ქურთუკს ხელი დაავლო,თავისი ნივთები გადმოიტანა,ჯოშს დაემშვიდობა და კიბეებს აუყვა.
სახლში შესვლის თანავე,ნივთები სავარძელზე მოისროლა,ქურთუკი ამოიღო სამზარეულოს ნიჟარაში ჩააგდო და სამ თვლაზე ცეცხლის მოკიდება სცადა,უნდოდა დაეწვა და გაენადგურებინა,თუმცა რამდენჯერც,ასანთს აანთებდა და ქურთუკთან მიიტანდა,ცეცხლი ქვრებოდა ქურთუკს კი არაფერი ემართებოდა,შემდეგ ის სპირტიანი სასმელი იპოვა ერთი თვის წინ ჯოშთან ერთად,რომ დალია,ქურთუკს გდაასხა და ისე მოუკიდა ცეცხლი,რაზეც ცეცხლი მანამ ენთო სანამ სპირტი არ აორთქლდა,ქურთუკი კი კვლავ იმავე მდგომარეობაშ იყო.
-დაიწვი,წყეულო,რატომ არ იწვი?!-კიდევ ერთხელ გადაასხა დარჩენილი სასმელი და ისევ მოუკიდა-ფუ შენი,რა ჯანდაბა რატომ არ იწვი?!ანუ..ანუ...ისინი,ღმერთო ჩემო-პირზე ხელი აიფარა და ნელ-ნელა მოშორდა ამ ჯადოსნურ ტანსაცმელს...-ესე იგი ასე ხო?
ქრისტინმა წამებში დასახა სამოქმედო გეგმა,ქურთუკს ხელი ძლივ-ძლივობით მოაჭრა,დანარჩენი ნაწილი ყუთში ჩადო წერილთან ერთად და ფოსტაში წაიღო,რომელსაც ორ დღეში მიიტანდნენ ჯოშის სახლში დანარჩენს კი ბიჭი მიხედავდა,შემდეგ საწვავი იყიდა თავისი ჯაბარხანა მანქანა ჩრდილიდან გამოიყვანა და ბიჭების სახლისკენ წავიდა,ის მაინც იცოდა,რომ თუ ისინი მოკლავდნენ,ვინმე საქმეს მაინც გამოიძიებდა ამას ასე არ დატოვებდნენ.გზაში კიდევ ბევრი იფიქრა,თუმცა ნანახი მაინც სულ სხვა იყო,გააზრება კიდევ უფრო რთული.
და აი ისიც,როგროც იქნა მიაღწია დათქმულ ადგილს,მანქანიდან სწარაფად გადმოვიდა მთელი თავისი ნივთებით და კარებთან დადგა,რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ფეხი,ისე,რომ თვითონაც ეტკინა.
კარები სუჰომ გააღო ქრისტინმა კი უკან დაიხია და კიბეები ჩაირბინა
-დაუძახე დანარჩენებსაც-ბრძანება გასცა გოგომ-თუ არ სცალიათ მაგასაც არა უშავს სამსახურიდან თქვენს გამო გამომაგდეს და ახლა დრო თავზე საყრელად მაქვს!-გაიცინა გოგომ..თუმცა ცხრავე მათგანი მალევე გამოვიდა გარეთ...
-გისმენთ გამომძიებელო-საუბარი სუჰომ დაიწყო..
-ახლავე გაჩვენებთ აქ რატომაც ვარ...-გოგომ ქურთუკის მოჭრილი ხელი ძირს დააგდო,შემდეგ საწვავი დაასხა და ცეცხლი მოუკიდა..
-ეს რა ცირკია?-იკითხა სეჰუნმა
-ნამდვილად ცირკია ბატონო სეჰუნ,თქვენ კი მათი შემადგენელი ნაწილი ხართ,შოუ სწორედ თქვენით დაიწყო და ჩემი გათავისუფლებითა და დანგრეული კარიერით დასრულდა,რასაც ვაღიარებ და მოველოდი,თუმცა ასე სწრაფად არა!-მკაცრად თქვა ქრისტინმა,მალე საწვავიც აორთქლდა და იქ კვლავ ისე ეგდო მოჭრილი ქურთუკის ხელი..
-ამით რისი თქმა გინდათ?-იკითხა ბექმა
-დაგერხათ,აი ამის!-ქრისტინი მანქანში სწრაფად ჩაჯდა და იქაურობას მოშორდა
-ქაი მოაბრუნე..-ბრძანება გასცა სუჰომ-აქ მხოლოდ ქურთუკის ხელია დანარჩენი სად არის?
-ახლავე-თქვა ქაიმ და იქიდან გაქრა..
-შიუმინ ის სამსახურიდან არ უნდა გაეგდოთ-დაიყვირა ჩანმა
-ეგ მეც არ მითქვამს,ვუთხარი უბრალოდ დახურე საქმე-თქო,მაგას მართლა ვერ ვიფიქრებდი.
-შარში ვართ-თქვა ლეიმ...
---

მბრძანებლებიWhere stories live. Discover now