ვფიქრობ,მზად ვარ!

50 5 0
                                    


-როგორაა ქრისტინი?-უცებ დაუსვეს კითხვა კიბეზე ჩამომავალ  ჩენს.
-კარგად არის,ნუ ნორმალურად,მას უბრალოდ ცოტა ეშინია,ნებისმიერს შეეშინდებოდა,ჩვენ კი უბრალოდ უნდა გავუგოთ,ეს ჩვენი ვალია-თქვა ბიჭმა და სავარძელში მოკალათდა.
-ძინავს უკვე?-იკითხა ჩანმა
-რომ გამოვედი მაშინ მითხრა,რომ იძინებდა.
--გასაგებია.
-მოკლედ ყურადღებით იყავით,და ყველაფერს თვალყური ადევნეთ,საფრთხე ყველგან არის და მითუმეტეს ქრისტინისთვის-თქვა სუჰომ და სავარძლიდან წამოდგა-მე ზევით ვიქნები კაბინეტში.
-არის უფროსო!-გაიღიმა სეჰუნმა...

იმ  ღამეს ქრისტინი მხოლოდ იწვა და ჭერს იყო მიშტერებული,თითოეული წრვრილმანი შეისწავლა,იმ კედლების,რომელიც თითქოს მას მოსჩერებოდნენ,თითქოს ყველა და ყველაფერი იმ ღამეს ქრისტინს უყურებდა,რაღაც არ ასვენებდა,რაღაც ძალა უბიძგებდა,რომ ნაბიჯი გადაედგა,მაგრამ ვერ ხვდებოდა,რისკენ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული,ნუთუ ქაის გადასარჩენად,მაგრამ მარტო რას გააწყობდა,ერთადერთი იარაღი ჰქონდა და ისიც,ძველ განყოფილებაშ დატოვა უფროსის კაბინეტში.
უჭირდა ყველაფრის გააზრება და მითუმეტეს იმის,რომ მის სისხლს ამხელა ძალა ჰქონდა,მის სისხლს ბიჭების განადგურება და მათი ძალების გაქრობა შეეძლო,დემონს კი მისი დამორჩილება და მოტყუება,მაგრამ ქრისტინი ჭკვიანი იყო,ყოველთვის ჭკვიანურდ იღებდა გადაწყვეტილებებს და ახლა,რაც უნდა შესთავაზოს დემონმა მის მხარეს არ გადავა,მას არ დაუჯერებს,ბიჭებს დაუდგება გვერდში,მაგრამ არ იცის რატომ,ან რისთვის,მაგრამ თვლის,რომ ეს მათ უფრო სჭირდებათ,თვლის,რომ ამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება ქრისტინიც იმ ადამიანებში აღმოჩნდეს,ვინც სჭირდებათ,ვინც რაღაცას წარმოადგენს და ახლა,როცა ცხრა ადამიანის სიცოცხლე და თავისებურად ნახევარი მსოფლიოს სიცოცხლეც მის სისხლზეა დამოკიდებული,რა თქმა უნდა,დარჩება გააკეთებს ყველაფერს,არ დაიხევს უკან,არ დასვამს ზედმეტ უაზრო კითხვას,რომელზეც შეიძლება პასუხი ვერც ვერასდროს ვერ გაიგოს.

მბრძანებლებიOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz