უნდა წამომყვე

50 6 0
                                    

ერთი კვირის შემდეგ.

-მარკეტი თითქმის დაცარიელებულია,როდის უნდა გადაავსოთ?!-მარკეტში მეპატრონის ცოლი შემოდის და ქრისტინსა და კიდევ ერთ გოგოს მოლარე მიმართავს,რომელიც აქ უკვე წელიწადია მუშაობს,ქრისტინი კი მეოთხე დღეა...
-ახლავე გადავავსებთ!-ეთანხმება მეორე გოგო და ქრისტინს უყურებს მუდარის სახით.
-მე გადავავასებ შენ სალაროსთან იყავი.
-მადლობა.-ჩუმად უთხრა გოგომ,რის შემდეგაც ქრისტინი მალევე საწყობისკენ წავიდა.

რამოდენიმე წუთში ქრისტინი ორ ყუთს მოათრევს,რომელშც სასმელებია და ცდილობს მაცივრამდე ისე მიიტანოს,რომ რომელიმე არ დაემტვრეს,შემდეგ ჯერზე უკვე ზურგის ზელვით მიიწევს საწყობში და უკვე სხვა პროდუქციებით დატვირთული მოდის,საბოლოოდ კი ვიღაც მასთან დაუკითხავად მიდის და ამ სავსე ყუთს სწრაფად  ართმევს...
-ეს ყუთი შენი წონაა,ქრისტინ!-წარბშეკრული ამბობს ჩანიოლი და გაოცებულ გოგოს შესცქერის-რა იყო მოჩვენება დაინახე?
-ნეტა მოჩვენება ყოფილიყო!-სერიოზული სახით ეუბნება გოგო და ცდილობს ყუთი დაიბრუნოს,თუმცა ჩანიოლი ამის საშუალებას არ აძლევს .
-მითხარი სად მივიტანო...
-მე თვითონ ვიზამ და აქ რა დაგრჩენია?
-მითხარი ამ,რაღაცებს სად აწყობთ?-ახლა უფრო მკაცრად ამბობს ბიჭი.
-პირდაპირ და მარცხნივ პირველივე თარო!
-არ გამიძღვები?
-წამოდი...-თვალებს ატრიალებს ქრისტინი და ისე უთითებს გზას.-აქ დადე და მითხარი აქ რა გინდა,არა მგონია საყიდლების გამო ჩამოსულიყავი ამხელა გზაზე!
-ხო გამომძებლობა სისხლში გაქვს!
-გეკითხები ბატონო ჩანიოლ.
-ქალბატონო ქრისტინ დააწყობთ,ამ შვრიის ფანტელებს თუ სამსახურიდან წახვალთ?-წარბაწევით კითხულობს მაღაზიის უფროსის მეუღლე .
-ვალაგებ.-ღრმა ამოსუნთქვისა და მუშტების შეკვრის მერე ეუბნება ქრისტინი...
-ძალიან კარგი.
-გინდა დავწვა?-კითხულობს ჩანი და ქალს მკვლელი მზერით უყურებს..
-ჩანიოლ,გაგიჟდი?!-გოგო მკლავში კიდებს ბიჭს და უკან წევს,ჩანიოლის მზერის შემხედვარე ქალი მალე შორდება წყვილს და სხვა რიგებს უერთდება...
--მისი დაწვით კაცობრობას არაფერი მოაკლდება!-დარწმუნებული სახით ამბობს ბიჭი და ქრისტინს უყურებს.
-მოდი ამაზე შენ არ იფიქრო,ახლა კი მიპასუხე აქ რა გინდა?-ეკითხება გოგო და თან ყუთებს თაროზე ალაგებს.
-ქაი დაიკარგა,უფრო სწორედ არ დაკარგულა,გაიტაცეს!-გოგო ყუთების დალაგებას წყვეტს და ჩანიოლს გაკვირვებულ მზერას სტყორცნის
-რას ნიშნავს გაიტაცეს,ამას ასე მშვიდად როგორ მეუბნები?
-ერთი კვირაა უკვე,ვიცით ვინცაა საქმეში ჩარეული,ყველაფერი ვიცით...-მტკიცედ ამბობს ბიჭი და ახლა თვითონ ეხმარება ყუთების დალაგებაში,რადგან გოგო ცოტა შოკშია ამ ამბის გაგების შემდეგ,ქრისტინი კი უყურებს,როგორ ალაგებს ჩანიოლი შვრიის ფანტელების ყუთებს თაროზე,ისე ვითომც არაფერი...
-ჩანიოლ რა ჯანდაბას აკეთებ,რა დროს შვიირს ფანტელების დალაგებაა,აქ რა გინდა წადით და უშველეთ!-გოგო ბიჭს ექაჩება და ყუთს ხელიდან გლეჯს...
-ვერ წავალთ...
-აბა აქ რა გინდა,ამას მე რატომ მიყვები?
-უნდა წამოხვიდე,ჩვენთან,დღესვე!
-მემგონი რაღაც გეშლება და შენ სხვასთან უნდა მისულიყავი!-ქრისტინი ცარიელ ყუთს ხელს კიდებს და გასვლას ცდილობს,როცა ჩანიოლი ხელით აჩერებს და მისკენ ატრიალებს.
-შენზე იცის!
-რას გულისხმობ,ვინ რა იცის?
-იმან,ვინც ქაი გაიტაცა და ვისაც ჩვენ ვებრძვით!
-და მე რა შუაში ვარ?
-მას შენ ჭირდები,გაცვლას ითხოვს შენ ქაის სანაცვლოდ!-ქრიტინი ცოტა ხანს გაშეშებული და გაკვირვებული დგას ვერ ხვდება,თვითონ რა შუაშია,ან რა გაცვლა ან ქაიში ის რანაირად უნდა გაცვალონ და საერთოდ რა შუაშია ქრიტინი,როცა საქმე სტიიქიის მბრძანებლებს ეხება და კიდევ ვიღაცას,ვინც როგორც ჩანს უფრო ძლიერია,ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი...
-ჩანიოლ მეასეჯერ გეკითხები,მემგონი უკვე მე რა შუაში ვარ?
-მას შენ სჭირდები,თუ წამომყები ყველაფერს აგიხსნი,აქ საფრთხე მოგაქვს შენი ნათესავებისთვის,ჯობს ჩვენთან იყო,იქ შენს დაცვას უფრო მარტივად შევძლებთ.-სერიოზული და ოდნავ მზრუნველი სახით ამბობს ჩანიოლი და ქრისტინს უყურებს.
-ჩანიოლ შემთხვევით ტვინზე ცეცხლი ხომ არ მოგკიდებია?-სრული სერიოზულობოთ კითხულობს გოგო.
-ქრისტინ...
-სუჰოს დავურეკო ჩააქროს?
-ქრისტინ!!!
-რა ჩანიოლ,რაა?მეუბნები რომ წამოგყვე,რომ მერე ქაიში გამცვალოთ და ვიღაც ფსიქოპატთან ამოვყო თავი,იმიტომ,რომ თურმე მას თავისი შავბნელი გეგმითვის ვჭირდები???
-შენს გაცვლას არავინ აპირებს,სულ გააფრინე?
-კიდევ მე გავაფრინე გეკითხები,კიდევ მე ვარ გიჟი,ასეთ რამეებს შენი აზრით ყოველ დღე მიყვებიან და მითუმეტეს ცეცხლის მბრძანებელი,არავინ მოსულა ჩემთან მსგავსი ამბით.
-შენს გაცვლას კი არ ვაპირებთ,არ გვინდა,რომ შენც დაგკარგოთ,თუ შენც და ქაიც მასთან იქნებით,ვსო მორჩა მერე მართლა არაფერი გვიშველის,ამიტომ წამოგვყევი დანარჩენს,რომ ჩავალთ მერე მოგიყვებით.
-რომ მომატყუოთ?-ჩუმად კითხულობს გოგო.
-არც,ამდენად ლაჩრები ვართ ქალბატონო ქრისტინ,თან ქაის ჩვენი ნამოქმედარი,არ მოეწონება..
-რა არ მოეწონება?
-ის,რომ შენ მასში გაგცვალოთ,შეიძლება მთელი ცხოვრება არ გვაპატიოს...ამიტომ ერთადერთი,რაც დაგვრჩენია შენი დაცვა და ქაის გათავისუფლებაა.
-ქრისტინ იქნებ შენი საქმე აკეთო-კიდევ ერთხელ მიმართა იმ ქალბატონმა,ქრისტინი წამით შეჩერდა,ჯერ ჩანიოლს შეხედა,შემდეგ ამ ჯმუხ ქალს,შემდეგ საკუთარ ცხოვრებასაც გადაავლო თვალი,იმ წამს კი დააგო ყუთი...
-თავად მოგიწევთ გადავსება მე სამსახურიდან მივდავ,ქალბატონო და მეტი თავაზიანობა არ გაწყენდათ,თორემ ჩემს მეგობარს ვეტყვი და ცოცხლად დაგწვავთ..-ქრისტინმა ეს უთხრა შემდეგ შებრუნდა კარებისკენ წავიდა,ჩანიც უკან აედევნა და ბოლოდ ორივე გარეთ გავიდა...
-ანუ შენი მეგობარი ვარ?-კითხულობს ჩანი...
-რავი თუ გინდა არ იყო,მაგრამ ახლა ისეთ ამბავში ვარ გახვეული...თან მეორე სამსახურიც დავკარგე...
-ვიყოთ მეგობრები...-გაიღიმა ჩამა.
-დღესვე უნდა წამოვიდე?
-ახლავე...
-მაშინ ჯერ სახლში უნდა გავიდე და ნივთები ავიღო...
-ჯობს მამიდაშენს არაფერი უთხრა..
-ხო,ვიცი წერილს დავტოვებ შენ უბრალოდ კარებთან დამელოდე...
-კარგი.-დამჯერედ დაუქნია თავი ჩანიოლმა და მანქანის კარები გაუღო.
გოგომ ყველა ნივთი ჩაალაგა,უცნაური კი ის,იყო,რომ მხოლოდ ერთი ჩემოდანი ჰქონდა გახსნილი დანარჩენების ამოლაგებას თითქოს არც ჩქარობდა,თითქოს კვლავ აპირებდა დაბრუნებას და ეს ასეც მოხდა,გოგო ბრუნდება,ოღონდ ეს სხვა საქმეა.
ქრისტინი წერილს შემოსასვლელთან მაგიდაზე ტოვებს,ერთ წერილს მამიდასთვის,რომელშიც ამბობს,რომ სამსახურში დააბრუნეს და მეორეს პატარა მაიკისთვის,რომელშიც თეთრზე შავად წერია,რომ სუპერგმირებს მისი დახმარება კვლავ დასჭირდათ,ამიტომაც ახლა წავა და მალე გამარჯვებული კვლავ შინ დაბრუნდება...წერილის ბოლოს პატარა გულები და ვარსკვლავები ხატია და დიდი ასოებით „მიყვარხარ“,ქრისტინმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სახლს და ახლა უკვე კარებისკენ წავიდა.
ჩანიოლი მალევე ართმევს ჩემოდნებს,მანქანის საბარგულს აღებს შიგ ყველაფერს ათავსებს,შემდეგ ქრისტინს უღებს კარებს,თვითონაც თავსდება და იქაურობას თვალის დახამხამებაში სწყდება.
გზა გრძელი და დამღლელი იყო ქრისტინისთვის,თუმცა ჩანიოლს არაფერი ეტყობოდა,იმისა,რომ აქეთა გზაზეც ექვსი საათი ატარა მანქანა და ერთ საათში უკანვე დაბრუნდა,თითქოს საერთოდ არ იყო დამღლელი ცამეტი საათი მგზავრობა.გოგომ რამდენჯერმე დაამთქნარა და სავარძელს თავი ისე დაადო,რომ ნახევრად ჩანიოლს უყურებდა...
-თუ გეძინება შეგიძლია დაიძინო!-მზრუნველად უთხრა ბიჭმა...
-ისე ცოტა ცივა,შეგიძლია კონდიციონერი გათიშო!-ბიჭი ახლა მოეგო გონს,რომ ამ ზამთარში მთელი გზა კონდიციონერი ჩართული ჰქონდა,ჩანისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს,პირიქით მისთვის ეს უფრო კომფორტულია მაგრამ,დეკემბერის სუსხიან ამინდში,მანქანში კონდიციონერის ჩართვა ქრისტინისთვის კარგი ნამდვილად არ იყო...
-ღმერთო ჩემო სულ დამავიწყდა!-ჩანიოლმა სასწრაფოდ ჩართო გათბობა-ხელები მომე სასწრაფოდ-გოგოს გაყინული პატარა თითები ერთ ხელში მოიქცია და ფრთხილად დაიწყო მისი გათბობა,რაც მალევე იგრძნო გოგომ...
-ჩანიოლ...
-ნუ გეშნია არ დაგწვავ,ცეცხლი არც ისე ცუდია!-გაიღიმა ბიჭმა.
-მადლობა,ახლა მარლა დათბა...
-ცოტა ადრე უნდა გეთქვა ,მე დიდად ვერ ვგრძნობ ამინდის ცვლილებას,მითუმეტეს ზამთარში...
-არა უშავს კარგად ვარ.
-მართლა?
-კი მართლა,არაფერი მომივა ცოტა გავიყინე!-გაიცინა ქრისტინმა...
-ცეცხლის რატომ გეშინია?
-არ მეშნია ჩან,უბრალოდ..არ ვიცი,მას შემდეგ,რაც გავიგე,რომ ჩემი მშობლები დაიწვნენ,მას შმედეგ,ხომ ხვდები...-გოგომ თავი შეაბრუნა.
-კი გასაგებია,ბოდიში ასე არ უნდა ჩავძიებოდი!!
-არაუშავს ...
-მალე ჩავალთ,ხომ გშია?ახლა უკვე ჩვენი არ უნდა მოგერიდოს,ერთად ვიცხოვრებთ,ამიტომ თუ მოგშივდება უნდა გვითხრა,არ უნდა დაგვიმალო.-ქრისტინმა გაიცინა და კვლავ ბიჭს შეხედა...
-კარგი არ დაგიმალავ და ახლა მხოლოდ ძილი მინდა!
ძალიან კარგი შენთვის ერთი ოთახი უკვე გამოვყავით,იმედი მაქვს ფერები მოგეწონება...
-ანუ ზუსტად იცოდით,რომ წამოვიდოდი?
-ვიცოდით,რომ ქაის დაღუპვას არ დაუშვებდი,ეს შენშია,სხვისი დახმარება და დაცვა,ჩვენ მას შენში ვხედავთ,ეს ყველას არ შეუძლია...
-გასაგებია...
რამოდენიმე წუთში,მართლაც ჩავიდნენ დათქმულ ადგილას ჩანმა მალევე გადმოიტანა ბარგი და გოგოს კარებისკენ გაუძღვა,შემდეგ კი სახლში შეუძღვა,შიგნით ყველაფერი განათებული იყო,ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა,ეს ყველაფერი იმდენად თბილი იყო,გოგს დანახვის დროს ყველა იქ მყოფი ფეხზე წამოდგა და ბედნიერი სახეებით მიესალმნენ ქრისტინს,მოიკითხეს,მადლობა უთხრეს დაბრუნებისთვის და ნდობისთვის...
-მარტივი საქმეა,ქაი დავბრუნოთ და ის რაღაც თუ ვიღაც მივასიკვდილოთ!-ღიმილით თქვა ქრისტინმა..
-ზუსტად ვიცოდით,რომ ამ შემართებით მოხვიდოდი!-გაიცინა სუჰომ..
-არა,მისიკვდილებას დიდად არ ვეთანხმები,თუმცა ჯერ არ ვიცი რას ვებრძვით,ახლა მხოლოდ ძილზე მეფიქრება,იქნებ ხვალ გავაგრძელოთ...-ეს თქვა და ბიჭებს გადახედა,რაზეც მალევე ყველა წამოიშალა თავის ქნევით და იმის ძახილით,რომ ქრისტინი ნამდვილად დაღლილი იყო და მას დასვენება სჭირდებოდა,გოგო თავის ოთახამდე მიაცილეს,შემდეგ კი კვლავ მისაღებ ოთახში დაბრუნდნენ უკვე დადუმებულები..
-მოკლედ,მას ჩვენ ჩვენი ძალები უნდა ვაჩვენოთ,თუ აქ იქნება და გაგვიცნობს,ჩვეზე ყველაფერი უნდა იცოდეს,ამიტომ სათითაოდ დაანახეთ თქვენი შესაძლებლობები-თქვა სუჰომ და ფეხზე წამოდგა-ყველაფრის ფასად უნდა დავიცვათ,ის უკვე ჩვენს სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია და ეს იცით,ის თუ იმ არსებას ჩაუვარდა ხელში,იცით ქრისტინის სიხლსს,რისი გაკეთებაც შეუძლია...
-ქრისტინი ერთადერთია,ვისაც თითოეული ჩვენგანის განადგურება შეუძლია,მაგრამ თავად ამის შესახებ არაფერი იცის,ის თავად იქნებ იარაღი,თუ იმ დემონის ხელში ჩავარდება,ამიტომ უნდა დავიცვათ,თუ ჩვენი სიცოხლის დაცვა გვინდა...-თქვა დიომ...
-დიდი დრო არ გვაქვს  და ეს ვიცით,ახლა კი დავიშალეთ და ხო არ დაგავიწყდეთ აჩვენეთ თავენი ძალების დადებით და უარყოფითი მხარეები...-სუჰომ საუბარი დაასრულა,ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მეორე სართულზე უჩუმრად ავიდა.

ბიჭების სახლში ყოფნის მეორე დღე დილა...

შიუმინი


-დილა მშვიდობისა -ქრისტნი ფრთხილად შედის სამზარეულოში,სადაც მხოლოდ შიუმინი ხვდება...
-დილა მშვიდობისა,როგორ გეძნა?-მზრუნველად კითხულობს ბიჭი...
-კარგად მადლობა...
-სანამ ყავას დალევ,წამოდი,რაღაც უნდა გაჩვენო..-შიუმინი უკანა კარებზე მიუთითებს და გარეთ გადის,ქრისტინიც ერთი ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ უკან მიჰყვება ბიჭს,თან იმას ფიქრობს ასე ბრმად როგორ შეუძლია მათი ნდობა,ცოტა ხანში კი შიუმინი ერთ პატარა ტბასთან  ჩერდება....

-შიუმინი უკანა კარებზე მიუთითებს და გარეთ გადის,ქრისტინიც ერთი ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ უკან მიჰყვება ბიჭს,თან იმას ფიქრობს ასე ბრმად როგორ შეუძლია მათი ნდობა,ცოტა ხანში კი შიუმინი ერთ პატარა ტბასთან  ჩერდება

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

-----------
დავბრუნდიი🤗🤗🤗🤗

აბა რას მეტყვით?!❤❤❤❤
გელით🧸🥰🌸❤❤❤

მბრძანებლებიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang