ანიოო მე ჰანა ვარ 18წლის და ვცხოვრობ კორეაში,ქალაქ სეულში.აქ სასწავლებლად ჩამოვედი და მარტო ვცხოვრობ.რომ გითხრათ რამით გამოვირჩევი სხვა გოგონებისგანთქო მოგატყუებთ.მაგრამ ზოგჯერ ჩემი თავის მეც არ მესმის.არ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა,მაგრამ ზოგჯერ მინდება სრულიად უცხო ადამიანს გამოველაპარაკო.არ მყავს ბევრი მეგობარი,ბიჭებთან ურთიერთობა არასდროს გამომდის.თუმცა ჩემს უნივერსიტეტში არის ბიჭი რომელიც მომწონს,ყველას მოსწონს.საკმარისია გოგოების გვერდით ჩაიაროს და ყველა ჭკუას კარგავს.მაგრამ ჩემს შესახებ რომ კითხოთ დარწმუნებული ვარ იმასაც ვერ დაგიდასტურებთ ერთ ჯგუფში ვართ თუ არა.ასეა თუ ისე მასზე ისე არ ვგიჯდები როგორც სხვა გოგოები...ახლა ჩემი წასვლის დროა.დღეს მშვენიერი ამინდია,მაგრამ რატომღაც განწყობა არ მაქვს შესაფერისი.
რა გაეწყობა წასვლა მაინც მომიწევს.ლექტორმა გაგვაფრთხილა რომ არავის გაეცდინა დღეს.აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და მოვემზადე.
ქუჩაში რომ გამოვედი.ის ბიჭი დავინახე.მანქანასთან იდგა და გოგოებს ეფლირტავებოდა.
-თეჰიონი?აქ რა უნდა.გავიფიქრე ჩემთვის და გზა გავაგრძელე.გვერდი ისე ჩავუარე ზედაც არ შემიხედავს.
-ჰეი.მომესმა ხმა,რაზეც შევშფოთდი.
-არ გესმის?შენ გეძახი.
-მე მეძახის?არაა მე როგორ დამიძახებს არც კი მიცნობს.
-გაჩერდი!დაიძახა გაღიზიანებული ხმით.მეც გავჩერდი და მისკენ მივტრიალდი.დავინახე ჩემსკენ როგორ მოდიოდა.გულმა ისე სწრაფად დაიწყო ფეთქვა მეგონა ამომივარდებოდა.ამასობაში მომიახლოვდა და გვერდი ამიარა კიდეც.
-სულელო გოგო რა გეგონა,არც კი მიცნობს მე რატომ დამიძახებდა.ვბრაზობდი საკუთარ თავზე.
-რაო ჰანა იმედები გაგიცრუვდა?ირონიულად მომაძახა იუნამ.იუნა ჩვენი ჯგუფის (პრინცესაა)უფროსწორედ თვითონ გონია რომ ასეა და ამაში ყველა ხელს უწყობს.თეჰიონი მასაც მოსწონს და ჯგუფში ყველა გოგოს კონკურენტად მიიჩნევს ვინც კი თეჰიონთან ახლოსაა.ამ საკითხში გამიმართლა მე არ მეხება.
მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და შევტრიალდი რომ გზა გამეგრძელებინა რა დროსაც ვიღაცას დავეჯახე.
-უკაცრავად.ვუთხარი ისე რომ ზედაც არ შემიხედია და გზა გავაგრძელე.
-გაჩერდი!გაისმა ხმა.შევტრიალდი და რას ვხედავ,თეჰიონი.რომელიც ამჯერად მართლა მე მეძახის.
-გისმენ.ვუთხარი უხერხულად.
მან კი ფეხი წინ წამოწია და ტუფლს შეხედა.
-ტუფლი დამისვარე.მითხრა თეჰიონმა.
-ბოდიშიც მოგიხადე.ძალით არ მინდოდა.
ის მომიახლოვდა და მითხრა.
-ასეთ ბოდიშებს არ ვიღებ,შეგიძლია სხვანაირად მოიხადო ბოდიში.
-ვერ გავიგე.ვუპასუხე დაბნეული სახით.იქ მყოფი ყველა ჩვენ გვიყურებდა და იუნაც ბოღმისგან სკდებოდა.
-მაკოცე.თავდაჯერებული სახით მითხრა თეჰიონმა.
-ხო არ გაგიჟდი,ამას არ ვიზამ.ბოდიში უკვე მოგიხადე გინდა მიიღე გინდა არა,ახლა კი უნდა წავიდე მეჩქარება.ვუთხარი გაღიზიანებულმა.
-ესეიგი არ გინდა რო მაკოცო?
-შეიძლება აქ ამაზე ბევრი გოგო ოცნებობს .მაგრამ მე ნამდვილად არა.ვუპასუხე და წამოვედი.
თეჰიონისpov:ახლა მან კოცნაზე უარი მითხრა?არადა არც ვაპირებდი ამას,ჩემი სტილის არაა.მაგრამ მაინც საინტერესოა...