წვეულებაზე რომ შევედით ყველას ყურადღება ჩვენსკენ გადმოვიდა.
მინამ დაგვინახა თუ არა მაშინვე ჩვენსკენ გამოემართა.
-დავიჯერო სასმელი ასე მალე მომეკიდა?მეჩვენება ხო?გაოგნებული სახით იკითხა მინამ.
-არა არ გეჩვენება.ვუპასუხე ღიმილით.
მინას ეს ისე გაუხარდა თავი ვეღარ შეიკავა და მომეხვია.
-გილოცავთ ძმაო.ასევე სიხარულით გადაეხვია ქუქი თეჰიონს.
ჰიუნჯინისpov:ტაოს და დანარჩენ მეგობრებს ველაპარაკებოდი როცა დავინახე როგორ დაბრუნდა ჰანა წვეულებაზე თეჰიონთან ერთად,ამდენი ხნის შემდეგ ძლივს დავინახე მის სახეზე გულწრფელი ღიმილი.როგორც ჩანს მე არ ვარ ის ადამიანი ვისთანაც მას შეუძლია ასეთი ბედნიერი იყოს როგორიც ახლაა.ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა მაგრამ მაინც მძიმე დასანახი აღმოჩნდა ეს ჩემთვის.იმისთვის რომ აღელვება არ შემტყობოდა დასამშვიდებლად საპირფარეშოში გავედი...
-როგორ მიხარია ისევ ერთად რომ გხედავთ.ემოციებს ვერ იკავებდა მინა.
-იმედია ერთ-ორ საათში ისევ არ იჩხუბებთ.სიცილით თქვა ქუქიმ.
-გაგიჟდი?რას ამბობ.შეუბღვირა მინამ.
-კარგი ხო ვიხუმრე.ღიმილით უთხრა მას ქუქიმ და ხელი გადახვია.
-ღმერთო ამდენ ლაპარაკში ჰიუნჯინი სულ დამავიწყდა.
წამოვიძახე უეცრად.
-მეც ახლა შევამჩნიე რომ აქ არ არის.თქვა ქუქიმ და თვალებით ჰიუნჯინის ძებნა დაიწყო.
-წავალ ტაოს ვკითხავ.თქვა მინამ და წასვლა დააპირა რა დროსაც ქუქიმ შეაჩერა.
-აქ დარჩი!თავად ვკითხავ.უთხრა და ტაოსთან წავიდა.
-ასე უეცრად სად გაქრა.ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რა გჭირთ პატარა ბავშვი ხომ არაა?აქ იქნება სადმე.უჟმური სახით წამოიძახა თეჰიონმა.