13თავი

421 58 26
                                    

მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი ამინდია და დღეც მშვენივრად დაიწყო ხასიათზე მაინც ვერ ვარ.გადავწყვიტე სანამ მოვემზადებოდი მინასთვის დამერეკა,ამიტომ ლოგინიდან ავდექი,სამზარეულოში ჩავედი და მას დავურეკე.
-მინა როგორ ხარ?
-მე კარგად შენ როგორ ხარ,გუშინ მთელი დღე გირეკავდი და ტელეფონი გათიშული გქონდა,ძალიან ვნერვიულობდი შენზე.
-ვიცი ვნახე სახლში რო მოვედი მაგრამ უკვე გვიანი იყო და აღარ დაგირეკე.
-მითხარი როგორ ხარ,ძალიან ინერვიულე გუშინ?სად წახვედი?
კითხვები ისე მომაყარა არც კი ამოუსუნთქია.
-ახლა ისეთ რამეს გეტყვი პირი ღია დაგრჩება.ვუთხარი მინას და მოუთმენლად ველოდი მის რეაქციას.
-რა?რა მოხდა,ჩქარა მითხარი ვეღარ ვითმენ.
მის რეაქციაზე გამეცინა და სკამზე ჩამოვჯექი.
-აბა გამოიცანი გუშინ ვისთან ერთად ვიყავი.ვკითხე სიცილით.
-რადგან ასეთი ბედნიერი ხარ ალბათ ჯონგქუქთან.მითხრა მოწყენილი ხმით.
-ჯერ ერთი ვერ გამოიცანი,და მეორე ბედნიერი იმიტომ ვარ რომ შენ მომიყვანე ხასიათზე.
-მაშინ ვისთან...ნუთუ თეჰიონს ელაპარაკე და შერიგდით.მკითხა გახარებული ხმით.
-ღმერთო რა სულელი ხარ,კარგი თვითონ გეტყვი.
-ჰანა დავიტანჯე დროზე.
-გუშინ ჰიუნჯინთან ერთად ვიყავი.
-რაა?იმხელა ხმაზე დაიყვირა ტელეფონი გვერძე გავწიე რომ არ დავყრუებულიყავი.
-როგორ,რანაირად,სად იყავით,მოიცა შენ ხო არ მოგწონდა ჰიუნჯინი.
-კარგი დაწყნარდი რო შევხვდებით ყველაფერს მოგიყვები.ვუთხარი სიცილით.
-ჰანა დროზე ჩაიცვი უკვე გამოვდივარ.მითხრა მინამ და ტელეფონი მაშინვე გამითიშა.
-ღმერთო რა გიჟია.ჩამეცინა ჩემთვის და ოთახში ავედი რომ ჩამეცვა.
-დღეს ცოტა განსხვავებულად ხო არ ჩავიცვა?გავიფიქრე და საბოლოოდ არჩევანი სპორტულ სტილზე შევაჩერე.

-დღეს ცოტა განსხვავებულად ხო არ ჩავიცვა?გავიფიქრე და საბოლოოდ არჩევანი სპორტულ სტილზე შევაჩერე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
~LOVExFEAR~✔Where stories live. Discover now