თეჰიონი ნაომის იმხელა ხმაზე უყვიროდა რომ გაჩუმებულიყო ყველა ჩვენს გარშემო შეიკრიბა მინა და ქუქიც ერთად მოვიდნენ.
-აქ რა ხდება.დაბნეული სახით იკითხა ქუქიმ.
-ჰანა რა უნდა ამ ალქაჯს.ჩუმად მკითხა მინამ,მაგრამ მისთვის პასუხი არ გამიცია იმიტომ რომ ველოდებოდი რას იტყოდა ნაომი.
-თუ დაიწყე დაამთავრე და პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდა.ვუთხარი ნაომის.
-ჰანა ნუ მოუსმენ მას,გთხოვ წავიდეთ.მითხრა თეჰიონმა და ხელი ჩამკიდა.
-რათქმაუნდა,არ გინდა დაინახოს შენი ნამდვილი სახე.ირონიით წამოიძახა ნაომიმ.
მის ნათქვამზე თეჰიონი ისე გამწარდა თავი ვეღარ შეიკავა და მისთვის ხელის გარტყმას აპირებდა მაგრამ ქუქიმ შეაჩერა.
-რას აკეთებ გაგიჟდი?ყვირილი დაუწყო ქუქიმ.
-ძმაო გაიყვანე თორემ გეფიცები თავს ვერ შევიკავებ.გამწარებული სახით უთხრა თეჰიონმა.
-რამ გაგამწარა ასე შეგიძლია ამიხსნა?ჰკითხა ქუქიმ.
-რადგან ყველას ასე ძალიან გაინტერესებთ გეტყვით.
ცინიკურად წამოიძახა ნაომიმ.
-ნაომი!გამწარებული სახით წამოიძახა თეჰიონმა.თითქოს ანიშნებდა რომ გაჩუმებულიყო.
-მოკლედ ძვირფასო ჰანა გირჩევ თეჰიონს უფრთხილდე,რადგან სწორედ მან გაურია შენს წვენში სასმელი რომ დამთვრალიყავი და ყველას წინ შერცხვენილიყავი.
ირონიით მითხრა ნაომიმ და კმაყოფილი სახით დატოვა იქაურობა.
ვერც კი ავღწერ რა დამემართა,უბრალოდ გავშეშდი და თვალები ცრემლით ამევსო.თავს საშინლად ვგრძნობდი,გული მტკიოდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ.იმიტომ რომ თეჰიონმა ჩემთან თამაში მოინდომა თუ იმიტომ რომ არ მინდოდა ეს დამეჯერებინა.
-ჰანა კარგად ხარ?მომიახლოვდა მინა.
-კი.ვუპასუხე მოკლედ,ვეცადე ნერვიულობა არ შემემჩნია და წამოსვლა დავაპირე როცა თეჰიონმა შემაჩერა.
-მოდი ვილაპარაკოთ კარგი?
-რაზე ვილაპარაკოთ თეჰიონ.
ვკითხე მშვიდად და აუღელვებლად.
-შენი აზრით არაფერი გვაქვს სალაპარაკო?მკითხა შეწუხებული სახით.ს.
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად არის.მგონი ოთხი დღე საკმარისი იყო გასართობად არა?ახლა ყველა ჩვენს ადგილს დავუბრუნდეთ.ვუთხარი და წამოვედი.
თეჰიონისpov:ჰანას სიტყვებმა და ქცევამ ისე შემაწუხა აღარ ვიცოდი რა მექნა.ისე მოიქცა თითქოს არც კი აინტერესებდა ნაომის ნათქვამი,მაგრამ ვიცი რომ ასე არ არის და ძალიან გული ეტკინა,მის თვალებში იმედგაცრუება დავინახე,
მიუხედავად იმისა რომ იცის რა ნაგავიც ვარ მაინც არ მოელოდა ჩემგან მსგავს რამეს.
-ვიცოდი რომ რაღაცას ხლართავდი.მითხრა ქუქიმ.
-გთხოვ ჯონგქუქ ახლა ამის თავი არ მაქვს,ჰანას უნდა დავეწიო და დაველაპარაკო.ვუთხარი მას.
-ახლოსაც აღარ გაეკარო ჰანას.მკაცრად მითხრა ჯონგქუქმა.
-შენ ვინ გეკითხება.
-ბიჭებო იქნებ დაწყნარდეთ,
ისედაც ყველა თქვენ გიყურებთ.უხერხულად გვითხრა მინამ.
მეც მიმოვიხედე და იქაურობა დავტოვე.წამოვედი რომ ნაომი მენახა.როცა შევამჩნიე მის ამაზრზენ დაქალებთან იყო და იცინოდნენ.მაშინვე მასთან მივედი ხელი უხეშად დავავლე და ცალკე გამოვიყვანე.
-რას აკეთებ გაგიჟდი?შეშინებული სახით მკითხა მან.
-რა ჯანდაბა გინდა,რატომ უთხარი ეს ჰანას.
-შენი აზრით?მკითხა ირონიით.
-გგონია თუ მასთან ურთიერთობას გამიფუჭებ შენთან გამოვიქცევი?
-ნუ მაცინებ,რა ურთიერთობას გულისხმობ.მადლობა მითხარი რომ შენი გეგმების შესახებ არ ვუთხარი.
-რას ბოდავ,წყობილებიდან არ გამომიყვანო თორემ ამ სასწავლებელში ფეხს ვეღარ დაადგამ.
-შენს ადგილას უფრო ფრთხილად ვიქნებოდი.მითხრა ნაომიმ და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.
-გაფრთხილებ ჰანას ახლოსაც აღარ გაეკარო თორემ განანებ რომ მიცნობ.
-ამას უყურე და მერეც თუ იგივეს იტყვი ვნახოთ.მითხრა ნაომიმ და ტელეფონშვი ვიდეო ჩართო, სადაც ვამბობ რომ ჰანას მის თავხედობას ვანანებ,
გამოვიყენებ და მერე მივაგდებ.შემდეგ კი მასთან და დანარჩენებთან ერთად ვიცინივარ.
ვიდეოს ნახვის შემდეგ შოკში ვიყავი,აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
-რა მოხდა თეჰიონ,ამას არ ელოდი ხო?სიცილი დაიწყო ნაომიმ.
მე კი წყობილებიდან გამოვედი, ხელი ყელში წავუჭირე და ვუთხარი.
-ეს ყველაფერი მანამ იყო სანამ მას გავიცნობდი,ეს ვიდეო ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს.თუ ამ სისულელით ეცდები ჰანასთან ურთიერთობა გამიფუჭო გეფიცები გაგანადგურებ.ვუთხარი და ხელი გავუშვი რადგან შევატყე რომ უკვე ძლივს სუნთქავდა.
-იმას ვერ გავაფუჭებ რაც ისედაც აღარ გაქვთ.მითხრა ძლივს და იატაკზე დაეცა.
-შენნაირი ამაზრზენი ადამიანი არ მინახავს.ვუთხარი და წამოვედი...