დილით ისეთ უჟმურ ხასიათზე გავიღვიძეთ ორივე ზლოზინით ვემზადებოდით.
როცა ჩავიცვი მინას ოთახში შევედი.-რას შვები მზად ხარ?
-კი მოვდივარ.მიპასუხა მინამ სააბაზანოდან.
როცა გამოვიდა ერთმანეთს მივაშტერდით.
-სერიოზულად?ირონიით წამოიძახა მინამ.
-ამმ...მგონი ერთმანეთს იმაზე მეტად დავემსგავსეთ ვიდრე ჩვენ გვგონია.სიცილით ვუთხარი მას.
-კი ნამდვილად.მიპასუხა ასევე სიცილით.
ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ მინას თითქმის ისე ეცვა როგორც მე,უბრალოდ ფერებში იყო განსხვავება.-კარგი წავიდეთ.
კიბეებზე ჩავდიოდით როცა სიგნალის ხმა გავიგეთ.ვიღაც გაუჩერებლად ასიგნალებდა გარეთ.
-კიდევ კარგი შაბათ კვირა არ არის და არ გვძინავს თორე ამ ვიღაცას დავახრჩობდი.
ვუთხარი მინას და კარი გავაღე.
გარეთ გავედით და რას ვხედავთ,
თეჰიონი რომელიც საჭესთან ზის და ქუქი რომელიც მას ეჩხუბება რომ აღარ დაასიგნალოს.
-დილა ამაზე უკეთესად შეუძლებელია დაწყებულიყო გაიღიმა მინამ და ქუქისკენ გაიქცა.
ქუქიც მანქანიდან გადმოვიდა და მას მოეხვია.
-შეგიძლია შენც მოხვიდე და ჩამეხუტო.დამიძახა თეჰიონმა.
მის ნათქვამზე გამეღიმა,მივედი და მანქანაში მის გვერდით დავჯექი.
-რა ხდება კარგ ხასიათზე გაიღვიძე?ღიმილით მკითხა თეჰიონმა.
-შენ წარმოიდგინე არა,შენმა დანახვამ გააბედნიერა.წამოიძახა მინამ.
-მანქანაში ჩაჯექით და ბევრს ნუ ტლიკინებ.შევუბღვირე მას.
-აჰ დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას.თქვა თეჰიონმა და ლოყაზე მიჩქმიტა.
-კარგი წავიდეთ სანამ დაგვაგვიანდა.თქვა ქუქიმ და მინასთან ერთად უკან დაჯდა.
გზაში ბევრი ვიცინეთ
რათქმაუნდა თეჰიონის წყალობით,ასევე მისი წყალობით ქუქიმ და მინამ აღიარეს რომ ერთმანეთი მოსწონთ და დღეიდან ისე იქნებიან
როგორც წყვილი.
რათქმაუნდა გამიხარდა,მაგრამ
მეწყინა რომ ეს თეჰიონმა მოახერხა და არა მე.
როცა სასწავლებელში მივედით და მანქანიდან გადმოვდიოდით წინ ნაომი შეგვეფეთა.
თეჰიონს ღიმილი სახეზე შეახმა,
ისე იქცეოდა თითქოს ჩვენთან ერთად არც მოსულა.
ნაომიმაც ეს რომ შეამჩნია კმაყოფილი სახით გვერდი აგვიარა.
-კარგად ხარ?ჰკითხა ქუქიმ თეჰიონს.
-კი შევიდეთ.უპასუხა ნაძალადევი ღიმილით და წინ წავიდა.
-კარგი ჩვენ ერთი გზა გვაქვს,მოგვიანებით შევხვდებით.მითხრა ქუქიმ და მინასთან ერთად წავიდა.
მეც მხრები ავიჩეჩე და გზა გავაგრძელე.
თეჰიონისpov:აუდიტორიაში შევდიოდი როცა ნაომიმ დამიძახა.
რა ჯანდაბა უნდა.
როცა მასთან მივედი ცალკე ოთახში გამიყვანა და კარი ჩაკეტა.
-რას აკეთებ.ვკითხე მას გაოგნებული სახით.
-მინდა შეგახსენო რომ ჰანასთან ზედმეტად ახლოს ხარ.
-თავი დაგვანებე და შენ საქმეს მიხედე.ვუთხარი მას,შემდეგ კი ოთახიდან გასვლას ვაპირებდი როცა მომაძახა.
-ჰანა მხოლოდ კარგ მეგობრად აღგიქვამს,რატომ ხარჯავ მასთან ამდენ დროს.
მისმა სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა რადგან სწორედ ასე მითხრა გუშინ ჰანამაც.
-გაეთრიე!ვუთხარი მას მკაცრი ტონით.
-ახლა წავალ მაგრამ იცოდე თვალყურს გადევნებთ,როგორც კი რამე არ მომეწონება ამ ვიდეოს მაშინვე მას ვაჩვენებ.
-არ ვიცი რისი იმედი გაქვს,
გგონია შენ დაგიბრუნდები?
ამას რატო აკეთებ.
-ჩემთან თუ არა სხვასთანაც არ მოგცემ ბედნიერების საშუალებას.ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია.მიპასუხა ამაზრზენი მზერით
-და რას იზავ თუ ყველაფერი ისე არ წავა როგორც დაგეგმე.
-შეუძლებელია,უკვე ყველაფერი თავისთავად მიდის ისე როგორც დავგეგმე.შენ შორიდან უყურებ ჰიუნჯინს და ჰანას როგორ უახლოვდებიან ერთმანეთს,
შემდეგ სიყვარულში უტყდები ის კი მეგობარს გიწოდებს.თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც დავგეგმე მალე მათი კოცნის სცენასაც შეესწრები რაც საბოლოოდ გაგანადგურებს.
ამ დროს კი როგორც ყოველთვის წასასვლელი არავისთან გექნება და ისევ ჩემთან მოხვალ.მე კი ყველაფრის მიუხედავად მიგიღებ.
-გაჩუმდი თორე ახლა გული ამერევა.
-შეეგუე იმას რომ ჰანასთვის ჰიუნჯინი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ,
თან მან ეს ერთ კვირაში მოახერხა,შენ კი ჰანას თვეების მანძილზე ვერც კი ამჩნევდი.ხედავ რამხელა განსხვავებაა თქვენს შორის?
მისი ყველა სიტყვა შხამივით მხვდებოდა გულზე.
ვეღარ მოვითმინე და გამწარებულმა დავუღრიალე.
-გაეთრიე!
რომ მიხვდა უკვე ძალიან გაღიზიანებული ვიყავი ეშმაკურად ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა...