ვიდეო რომ ჩაირთო სიხარულისგან ვერაფერს ვამბობდი,არ ვიცი ჰიუნჯინმა ეს როგორ მოახერხა,
მაგრამ ვიდეოში ჩემი საყვარელი ჯგუფის წევრები მილოცავდნენ დაბადების დღეს.
ვიდეო რომ დამთავრდა მაშინვე წამოვხტი და ჰიუნჯინს მოვეხვიე.-ეს როგორ გააკეთე,ძალიან გამიხარდა.ემოციებს ვერ გამოვხატავ.
-ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა.
მითხრა ღიმილით.
-მოგესალმებით მეგობრებო,ვიცი ახლა ჩემს გამოჩენას არ ელოდით მაგრამ მეც მინდოდა ჰანასთვის დაბადების დღე მიმელოცა.
არსაიდან მომესმა ნაომის ხმა.
-გამორთეთ!გაღიზიანდა თეჰიონი.
მე ტელევიზორს გავხედე და მივხვდი რომ ვიდეოდან იყო ეს ხმა.
-ამას აქ რა უნდა.ვიკითხე გაოგნებული სახით.
-ეს რა ჯანდაბაა.იკითხა მინამ.
-თეჰიონ ჩართე ვიდეო.მშვიდად ვუთხარი მას.
-ხო იცით რომ რამე სისულელეს იტყვის,მის გამო ნუ გავაფუჭებთ ამ ლამაზ დღეს.წამოიძახა ჰიუნჯინმა.
-ჰიუნჯინს ვეთანხმები.დაბნეული სახით თქვა ქუქიმ.
-ყველამ მოკეტეთ და ჩართეთ ეს წყეული ვიდეო.გავღიზიანდი და ტონს ავუწიე.
-ჰანა ძალიან გთხოვ...
-თეჰიონ ჩართე მეთქი.ლაპარაკი შევაწყვეტინე მას.
ყველა დაძაბული ვიდექით და ველოდებოდით ვიდეოს გაგრძელებას.დიდი ყოყმანის შემდეგ როგორც იქნა თეჰიონმა პულტის ღილაკს თითი დააჭირა და ვიდეიც ჩაირთო.
-მეც მინდოდა ჰანასთვის დაბადების დღე მიმელოცა ამიტომ პატარა საჩუქარი მოვუმზადე.
ჰანა იმედი მაქვს მოგეწონება,უყურე და დატკბი.ლაპარაკი დაასრულა და მისი საფირმო გველური სიცილიც არ გამორჩენია.
ამ სიტყვების მერე ნაომი გაქრა და რაღაც ვიდეო გამოჩნდა ეკრანზე სადაც თეჰიონი ნაომისთან და მის ძველ მეგობრებთანერთად ერთობა.
თეჰიონისpov:როცა ეკრანზე ის ვიდეო დავინახე მივხვდი რომ დავაგვიანე.თავს ძალიან საშინლად ვგრძნობ იმის გამო რომ ჰანას კიდევ ერთხელ თან მის დაბადების დღეზე ჩემს გამო გული ეტკინება.
თავს არარაობად ვგრძნობ,
არარაობად რომელმაც შეიძლება რამდენიმე წამში დაკარგოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში.
და მაინც,ამ ყველაფრის მიუხედავად საკუთარ თავზე მეტად ჰანაზე ვღელავ...
ეკრანს ვუყურებდი და საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა შუაში იყო ეს ვიდეო ჩემთან.
-ახლა ასე უნდა ვუყუროთ როგორ თვრება ნაომი ვიღაცეებთან.უჟმური სახით წამოიძახა მინამ.
-მართალი ხარ,გამორთეთ უკვე მეც მომბეზრდა.ვთქვი და ტელევიზორს მივუახლოვდი რომ გამეთიშა.
ქუქისpov:ჰუჰ...მგონი გადავრჩით.გადავჩურჩულე ბიჭებს.
-ჰიუნჯინ ეს წყეული ვიდეო აქ როგორ აღმოჩნდა.უხეშად ჰკითხა თეჰიონმა.
-გაგიჟდი?მე რას მეკითხები,
ფლეშკა მთელი ამ დროის მანძილზე შენთან იყო.
უთხრა ჰიუნჯინმა.
-ღმერთო უკვე აღარ ვიცი რას ვამბობ მაპატიე.უთხრა თეჰიონმა მას და ხელი მხარზე დაადო...
ის იყო გამორთვას ვაპირებდი რა დროსაც ვიდეოში ნაომიმ თეჰიონს ჰკითხა.
-ახლა რას უპირებ ჰანას.
ამ სიტყვების გაგონებაზე შევჩერდი და ყურება გავაგრძელე.
-იმედია რამე საშინელება არ გითქვამს.ღიმილით გავხედე თეჰიონს რომელიც დაძაბული იდგა და თვალს ვერ მისწორებდა.
-მაგაზე არც კი ვფიქრობ,
გამოვიყენებ ისე როგორც მომინდება და შემდეგ როცა მომბეზრდება უბრალოდ შევეშვები.
პასუხობს თეჰიონი ნაომის ვიდეოში.
ამ სიტყვების გაგონებაზე ღიმილი სახეზე შემახმა.
რას არ გავიღებდი ოღონდ ახლა სიზმარში ვიყო.
ვგრძნობ ყველაფერს,ვგრძბობ რა ხდება ახლა ჩემს შიგნით.როგორ სწრაფად ცემს გული,თითქოს უნდა რომ წამებში შეასრულოს მისი დაკისრებული დრო და გაჩერდეს.
ვგრძნობ როგორ ხმამაღლა მინდა ვიყვირო რომ თეჰიონი მეზიზღება,
მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ რადგან არ
მინდა თავი უფრო მეტად დავიმცირო.
-მომეწონა ეს საჩუქარი,ასე თუ ისე მიმახვედრა როგორი სულელი ვარ და კიდევ რამდენი რამ მაქვს ცხოვრებაში სასწავლი რომ ყველას არ ვენდო ვინც მგონია რომ ამის ღირსია.მადლობა ამისთვის ნაომის,
და რათქმაუნდა თეჰიონსაც.
ვთქვი მშვიდად და ვიდეო გავთიშე.
როცა მათკენ შევტრიალდი სამივე გაოგნებული სახით მიყურებდა.
-ჰანა?!აცრემლიანებული თვალებით მიყურებდა მინა.
ვუყურებდი მათ სახეებს და ვერ ვამჩნევდი იმას რომ ისე გაუკვირდათ ეს ყველაფერი როგორც მე.
-არ ვიცი რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ეს ვიდეო ჩემს გარდა ყველას გქონდათ ნანახი.
მშვიდი ტონით ვუთხარი მათ.
ამის გაგონებაზე შევამჩნიე როგორ ამარიდა თვალი ქუქიმაც და ჰიუნჯინმაც.
-ქუქი...რატომ ვერ მისწორებ თვალს.
იცოდი ამ ვიდეოს შესახებ და თავს დამნაშავედ გრძნობ რომ არ მითხარი ხო?უკვე თავი ვეღარ შევიკავე და თვალზე ცრემლი მომადგა.
-და შენ ჰიუნჯინ?შენც იცოდი და არ მითხარი?
-მაპატიე.მითხრა ჰიუნჯინმა ისე რომ სახეში ვერ მიყურებდა.
-მინა ძალიან გთხოვ შენ მაინც მითხარი რომ არაფერი იცოდი ამ ვიდეოზე და ყველას იდიოტად არ მიგაჩნდით.
-რათქმაუნდა არაფერი ვიცოდი,
რომ მცოდნოდა ასეთ რამეს როგორ დაგიმალავდი.ტირილით მიპასუხა მინამ.
-ყველაფერი ჩემი ბრალია,
ჩემს გამო არ გითხრეს ქუქიმ და ჰიუნჯინმა ამის შესახებ.
ელოდებოდნენ როდის მოვაგვარებდი ამ ყველაფერს და თავად გეტყოდი.
წამოიძახა თეჰიონმა.
-და რის მოგვარებას აპირებდი,გინდოდა ეს ვიდეო მოგეშორებინა და ისე გაგეგრძელებინა ყველაფერი თითქოს ეს სიტყვები არც გითქვამს?
ზიზღით სავსე თვალებით ვუყურებდი მას.
-კი სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდი რადგან რასაც მანდ ვამბობ სრული სისულელეა.
ჩემთვის არაფერს ნიშნავს ეგ სიტყვები.
კი ვაღიარებ რომ როცა პირველად გნახე ეს გეგმა მქონდა,მაგრამ როცა უკეთ გაგიცანი მივხვდი რომ ამას არ იმსახურებდი,უფრო მეტიც მივხვდი რომ შემიყვარდი.
ხმამაღალი ტონით საუბრობდა თეჰიონი.
-შენი არცერთი სიტყვის მოსმენა აღარ მინდა,შენნაირი ადამიანი სიყვარულს არც უნდა ახსენებდეს.
ამის მერე აღარ მინდა რომ ჩემს გარშემო გხედავდე.
ტირილით ვუთხარი მას და გასვლავ ვაპირებდი რა დროსაც შემაჩერა.
-ვიცი ახლა ძალიან გაბრაზებული ხარ მაგრამ გთხოვ დაფიქრდი,
თავად არ მითხარი რომ ნანობდი როცა მაშინ ნაომის დაუჯერე?
ამ გოგოს უბრალოდ არ უნდოდა რომ ერთად ვყოფილიყავოთ და ამისთვის ყველაფერი გააკეთა.
ნუ მისცემ მას იმის უფლებას რომ ჩვენი დაშორების მიზეზი გახდეს.
ანერვიულებული სახით მითხრა თეჰიონმა.