ისე შევშინდი ვეღარც ხმას ვიღებდი და ვეღარც ვმოძრაობდი.
ვიღაც ვისაც დაჭერილი ვყავდი როდეს მიხვდა რომ არც ყვირილს ვაპირებდი და არც ზედმეტ მოძრაობებს ხელი გამიშვა,შემდეგ კი შუქი თავად აანთო.
სიტუაცია რაც ჩემს წინ დატრიალდა სრულიად გაუგებარი იყო იმ წამს.ვიღაც ვინც ჩემს სახლში შემოიპარა თეჰიონი აღმოჩნდა.
რამდენიმე წუთი დაბნეული ვიდექი და მას ვუყურებდი,მაგრამ როდესაც ყველაფერი გავიაზრე ნერვებმა მიმტყუნა.მისკენ უეცრად წავედი და ისე ძლიერად ვკარი ხელი კედელს მიენარცხა.
-შენ სულ გაგიჟდი ხო?რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს,
ვინ მოგცა ჩემს სახლში ჩუმად შემოსვლის უფლება.ყვირილი დავუწყე მას.
-მაპატიე,ვიცი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი მაგრამ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
შეწუხებული სახით მითხრა თეჰიონმა.
-რისთვის დაგჭირდა ამ სისულელის გაკეთება.
-შენთან ლაპარაკი მინდოდა.
-ხვალამდე ვერ მოიცდიდი?ან ამისთვის სახლში დამალვა საჭირო იყო?საერთოდ როგორ შემოხვედი.გაღიზიანებული ტონით ვკითხე მას.
-კარგი ასე კარებში ხო არ ვიდგებით დამშვიდდი და ყველაფერს მოგიყვები.მითხრა თეჰიინმა და მისაღებისკენ წავიდა.
ღმერთო როგორ მაღიზიანებს,ისე იქცევა თითქოს მის სახლში იყოს და არაფერი მომხდარა საერთოდ.
მეც თავი ხელში ავიყვანე და უკან გავყევი.
-კარგი დრო გაატარე?მშვიდი ტონით მეკითხება თეჰიონი.
-შენი საქმე არ არის.ვუპასუხე ასევე მშვიდად.
-ალბათ ერთმანეთს ზედმეტადაც დაუახლოვდით.
მისმა ნათქვამმა ძალიან გამაღიზიანა რადგან მივხვდი რაც იგულისხმა ზედმეტად დაახლოებაში.
-საერთოდ ხვდები რას ამბობ?თუმცა რა მიკვირს შენ ხომ ყოველთვის ასეთ გოგოებთან გქონდა ურთიერთობა,ორი დღის გაცნობილ ბიჭებს რომ ლოგინში უგორდებიან.
მივხვდი რომ ჩემმა ნათქვამმა ისიც ძალიან გააღიზიანა,რადგან გამწარებული მზერით შემომხედა.