23თავი

364 49 26
                                    

როცა მინა დაბრუნდა სახლში ყველაფერი მოვუყევი.
ის კი გაოგნებული იჯდა და მისმენდა.
-სულ რაღაც ორი საათით წავედი და ამდენი რამ რანაირად მოხდა.მკითხა გაკვირვებული სახით.
-მეც არ ვიცი.
-და ახლა რას აპირებ?მკითხა მინამ.
-ხვალ თეჰიონს დაველაპარაკები და ვეტყვი რომ რაც დაინახა ყველაფერი არასწორად აღიქა.
-და ჰიუნჯინი?ამ ყველაფრის შემდეგ შეძლებ მასთან ისე მოქცევას როგორც ადრე?
-არ ვიცი, კი ვხვდებოდი რომ ჩემს მიმართ გრძნობები ქონდა მაგრამ ასეთ რამეს თუ გააკეთებდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ისიც არ ვიცი ამის მერე როგორ უნდა მოვიქცე მასთან.
-ვიცი რო ახლა ძალიან დაბნეული ხარ.
ნუ ინერვიულებ და ყველაფერზე კარგად იფიქრე.
კარგად იცი რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
-ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი.ვკითხე მინას,
მან კი დაბნეული სახით შემომხედა და მითხრა.
-მე მართლა არ ვიცი.
როცა შენ ჰიუნჯინის გვერდით ხარ გარეგნულად ძალიან ბედნიერი ჩანხარ,რადგან ის ყოველთვის შენს განწყობაზე ზრუნავს.
თეჰიონთან კი ყველაფერი პირიქითაა,შეიძლება გარეგნულად არაფერს ამჟღავნებ მაგრამ მაინც გეტყობა რომ მასთან ერთად ყოფნა ძალიან მოგწონს.როცა მის გვერდით ხარ თვალები სხვანაირად გიბრწყინავს.
-კარგი რაა,შენც ფიქრობ რომ თეჰიონი მიყვარს?ვკითხე უჟმური სახით.
-კი არ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ ამაში.მიპასუხა ღიმილით.
-ვსიო აღარ მინდა ლაპარაკი,წავალ დავიძინებ.ვუთხარი მინას და სასწრაფოდ ოთახში ავედი.
-მადლობა რო ჩემ პაემანზეც მკითხე.
მომაძახა მინამ სანამ ოთახში შევიდოდი.
-ისედაც ვიცი რომ ზედმეტად იდეალური იქნებოდა.გავძახე და ოთახში შევედი.
როცა დავწექი იმდენად ბევრს ვფიქრობდი რომ ბოლოს ფიქრითაც კი შევწუხდი და გადავწყვიტე დამეძინა.
მეორე დღე
დილით მინამ გამაღვიძა,საუზმე ერთად მოვამზადეთ,ვისაუზმეთ და მალევე სასწავლებელში წავედით.
როცა შენობაში შევდიოდით წინ ნაომი შეგვეფეთა,როგორც იცის ხოლმე გველივით ჩაიცინა და გვერდი აგვიარა,მაგრამ მისი ეს საქციელი ზედმეტად თავდაჯერებულად მომეჩვენა.თითქოს რაღაც ისეთი მოიპოვა რასაც დიდიხანი ელოდა.
ყურადღება არ მიმიქცევია რადგან ეს ნაომია და მისგან მსგავს საქციელებს უკვე მიჩვეული ვარ.
მაგრამ მინა ძალიან გაბრაზდა,ძლივს დავიჭირე თორემ ნაომის გაპუტვას აპირებდა.
როცა აუდიტორიას მივუახლოვდით მინას დავემშვიდობე და შიგნით შევედი.
ძალიან გამიკვირდა რადგან ოთახში არავინ იყო.
მერე საათს დავხედე და ლექციამდე კიდევ ერთი საათი იყო დარჩენილი.
-მოგკლავ მინა.წამოვიძახე ჩემთვის და ჩანთა მერხზე დავაგდე.
არ ვიცოდი ერთი საათი რა მეკეთებინა ამიტომ კითხვა დავიწყე,
მაგრამ მოვითენთე და წიგნზე ჩამომეძინა.
თეჰიონისpov:ჯონგქუქმა ისე ადრიანად გამაღვიძა ძილი არც მეყო,თან გუშინ დავლიე და გვიან მოვედი სახლში.
საერთოდაც დღეს სასწავლებელში წასვლას არ ვაპირებდი მაგრამ ჯონგქუქმა ძალით წამომაგდო ლოგინიდან.
სასწავლებელში რომ მივედით ბავშვები თითქმის არ იყვნენ.
მეც აუდიტორიაში წასვლა და გამოძინება გადავწყვიტე.
როცა შიგნით შევედი დავინახე ჩემს მერხთან ვიღაც იჯდა,
გამიკვირდა ამ დილაუთენია ვინაათქო და მასთან ახლოს მივედი.როცა მივუახლოვდი დავინახე რომ ჰანა იყო რომელსაც ჩასძინებოდა.
ერთი-ორჯერ დავუძახე მაგრამ ისე ტკბილად ეძინა არც კი გაუგონია.
მერე ჩემი მოსაცმელი გავიხადე და ზურგზე მოვაფარე რომ არ შესციებოდა.
მერხთან ჩავიკუზე და თავით საკუთარ ხელებს დავეყრდენი.
ვუყურებდი როგორ ეძინა მას და თან მეღიმებოდა,ის დღე მახსენდებოდა როცა პირველად ჩემს მკლავებში ეძინა.

~LOVExFEAR~✔Où les histoires vivent. Découvrez maintenant