მენატრებოდა, ამ დროის გამნავლობაში მენატრებოდა, მე კი ამას არ ვაღიარებდი, უბრალოდ არ ვაღიარებდი, რატომ არ მაძლევს სიამაყე ამის საშუალებას
- მაპატიე
ამ ერთმა სიტყვამ მაიძულა ის მეთქვა რაც ამ დროის განმავლობაში მჭირდებოდა
- I missed you dad - ვიგრძენი გული როგორ აუჩქარდა, ხელები მოვხვიე და უფრო ავეკარი
- მეც მომენატრე - მალე მისი ხელებიდან თავი დავიძვრინე, მოვშორდი და იქვე ჩამოვჯექი. დიდი დრო სიჩუმეში იდგა, არც ერთი არ ვარღვევდით ამ საშინელ მყუდროებას, როგორც ჩანს მე უნდა დამეწყო საუბარი
- რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი?- როგორც იქნა ხმა ამოვიღე და შეხედვა გავბედე
- მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა - მეუბნება მშვიდათ, არაფრისმთქმელი თვალებით
- კარგად იცი რომ ვერ მომატყუებ - ჩემს ნათქვამზე ჩაეცინა, ნუთუ ასე შეიცვალა- შეიცვალე - ვამატებ რაზეც ღიმილი ნელნელა უქრება და ტკივილნარევი თვალებით მიყურებს
- მასე გგონია?
- ვხედავ როგორ ზრუნავ იმ ადამიანებზე რომელებიც შენთვის მნიშვნელოვანია, ეს კი მახარებს, ადრე ასეთი არ იყავი
ჩემმა ნათქვამმა ნამდვილად იმოქმედა, მისი სახის გამომეტყველება შეიცვალა და თვალებში ძველი სხივი დაუბრუნდა
- კარგია თუ გიხარია - მეუბნება თბილი ტონით, ის სრულიად შეცვლილია, ,,ეს ყველაფერი კი ლიზბონის დამსახურებაა" ჩემს ფიქრებზე მეღიმება
YOU ARE READING
MENTALIST
Actionროდესაც ცხოვრების მსხვერპლი ხვდები, როდესაც ცხოვრების აზრს კარგავ, როდესაც ფეხზე დგახარ მაგრამ მკვდარი ხარ. ღირს რომ იცოცხლო???