ზეინ p.o.v
როდესაც შუა ღამეს შარლოტამ დამირეკა და ეს საშინელი ამბავი გამაგებინა, გონებაში საშინელმა აზრმა გამიარა, მაგრამ სახლში მისულს გულში მადლობას ვუხდიდი, მან ჩემი ოჯახი გადაარჩინა, ისევ, მაგრამ როგორ გაიგო ეს ყველაფერი და ვის დასჭირდა ამ ყველაფრის გაკეთება, როდესაც ყველა ვნახე და დავრწმუნდი რომ კარგად იყვნენ შარლოტასთან დავბრუნდი რომელიც კაცის გვამს არ შორდებოდა და გამუდმებით ყვიროდა, როგორც იქნა მოვაშორე და გვერდით ოთახში გავიყვანე, საშინელ მდგომარეობაში იყო, ისეთი რა უთხრეს რამაც ამ დგომარეობაში ჩააგდო?
- შარლოტა, შემომხედე, შარლოტა - სახეს ჩემსკენ აბრუნებს და ნამდვილად ვნატრობ რომ არ გაეკეთებინა, მთელი ის ტკივილი რასაც ახლა ის განიცდიდა მის თვალებში არეკლილიყო და მე მიმზერდა, მის თვალების შემყურე გულში ჩავიკარი, ისიც როგორც იქნა გონს მოდის და ჩემს მკერდზე ქვითინებს, მისი ცრემლების შემყურე თავი საშინლად ვიგრძენი, როგორ ვიფიქრე რომ ის ასე მომექცეოდა, როგორ ვიფიქრე რომ ის მე გულს მატკენდა, როდესაც მას ჩემი და ჩემი ოჯახის დაცვა უნდოდა, დედაჩემის ხმას მოვყავარ გონზე
- ზეინ - ჩურჩულით მომმართავს, მეც მხოლოდ თვალებით ვანიშნებ რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ვის ვატყუებ არ იქნება, განსაკუთრებით კი შარლოტასთვის არ იქნებაროგორც შარლოტამ უთხრა ყველაფერი ისე შეუსრულებია საფას, ამიტომ ახლა ჩვენს კარზე პოლიცია დგას, ყველას ჩვენება ჩამოართვეს, ხოლო შარლოტასთან აგენტი იყო რომელიც ამ ყველაფერზე ესაუბრებოდა, სამწუხაროდ მათგან შორს ვიმყოფებოდი რომ რამე მომესმინა, მალეც წავიდნენ ისე რომ არც არაფერი უთქვამს
ჩემს ოჯახს აქ ვერ დავტოვებდი, ამიტომ ჩემს კუთვნის სახლში მივიყვანე, თავიდან დედა გამიძალიანდა მაგრამ მოვახერხე მისი დათანხმებასახლში მისულს ყველა სხვადასხვა ოთახში განაწილდნენ, ჩემს საწოლზე ვიყავი და მომხდარზე ვფიქრობდი როდესაც კარების ხმა გავიგონე
- შეიძლება - მეკითხება კართან მდგომი საფა, მეც ხელით ვანიშენებ რომ ჩემს გვერდით დაიკავოს ადგილი რაზეც გახარებული მორბის და წვება, ცოტახანი სუჩუმეს ვუსმენდით
ŞİMDİ OKUDUĞUN
MENTALIST
Aksiyonროდესაც ცხოვრების მსხვერპლი ხვდები, როდესაც ცხოვრების აზრს კარგავ, როდესაც ფეხზე დგახარ მაგრამ მკვდარი ხარ. ღირს რომ იცოცხლო???