Family

250 17 0
                                    

მანქანაში შექმნილი ატმოსფერო სახლში გავრცელდა რაც ხელს მიშლიდა მათთან ურთიერთობაში ზეინი თვალს არ მაშორებდა, თითქოს რომელიმეს მოკვლა მინდოდეს, ვხდები გონია რომ საფრთხე ვარ მაგრამ არ მეგონა თუ ასე დავაშინებდი

- აბა შარლოტა შენზე მოგვიყევი - ზეინის დედა მეკითხება, როდესაც ვახშამს მივირთმევდით, აშკარად არ მოსწონდა ის ატმოფერო რომელიც ჩვენს შორის იყო, ვიცოდი რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მომიწევდა, მეგონა მომზადებული დავხდებოდი, მაგრამ შევცდი
- აქ ჩემს ორ მეგობართან ერთად ვარ, უნივერსიტეტში დავდივარ და ზეინის ერთად ვმუშაობ მეტი საინტერესო არაფერია - იმედია ოჯახზე არ მკითხავს, ჩემთვის გავიფიქრე, მაგრამ ცხოვრებაც ხომ ამისთვისაა რომ საპირისპირო მოხვდეს
- მშობლებზე რას გვეტყვი - ისევ ზეინის დედამ განაგრძო, მე კი ჩემს თეფშს დავაკვირდი და ღრმად ჩავისუნთქე
- დედა ორი წელია რაც გარდაიცვალა მამამ კი - სათქმელს ვერ ვასრულებ არ შემიძლია ვთქვა, ვთქვა რომ მან მიმატოვა, უბრალოდ წავიდა და მიმატოვა
- მაპატიეთ ეს ჩემთვის მძიმე თემაა - მე შემომყურეს, ყველას სახეზე იყო აღბეჭდილი სინანულის განცდა რასაც ვერ ვიტყოდით ზეინზე, ნუთუ ის ფიქრობს რომ ეს ყველაფერი მოვიგონე
- ჩემს გამო ყველა დაძაბულია, ბოდიშს ვიხდი ამის გამო
- არა საყვარელო, შენ ამ ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი გამოიარე, ძალიან ძლიერი გოგო ხარ რომ აქამდე მოხვედი და ასე მყარად დგახარ
მისი სიტყვების მომსმენს გული გამითბა, ზეინის შემყურეს მართლა ვეჭვიანობდი რომ ასეთი კარგი ოჯახი ჰყავდა, მათ ნამდვილად უნდა გაუფრთხილდე,
- კარგი ახლა, სახე ნუ ჩამოგსტირის, ჩვენთან ხარ, გახალისდი - საფა მე მიბრუნდება, მის ნათქვამზე მეღიმება
- ასე სჯობია - მეუბნება და ხელს მადებს

კარგი იყო მათთან დროის გატარება მათი ისტორიების მოსმენა და სიცილი, მხოლოდ ზეინი იყო რომელიც ვერ ერთობოდა ამ ყველაფრით რისი მიზეზიც მე ვიყავი, არც მიკვირს, მე ხომ მას დავემუქრე, ვახშმის შემდეგ ცოტახნით ისევ გავჩერდი, შემდეგ კი წასვლა გადავწყვიტე და მიხვდით აბა ვის ერთად, რათქმოუნდა ზეინი, ხმა არ ამომიღია უბრალოდ ყველას დავემშვიდობე და ზეინის ერთად სახლის გზას დავადექი ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, სანამ სახლთან არ მიმიყვანა და ის სიტყვები არ მითხრა რომელმაც საშინლად გამაბრაზა
- კარგი ზღაპარი იყო - ამ სამმა სიტყვამ დამავიწყა ვინც იყო და მეც ჭკვიანმა სახეში გავარტყი
- შენ გგონია მხოლოდ შენ იღებ რთულ გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში, მადლობელი უნდა იყო რომ ასეთი ოჯახი გყავს, თუ გგონია რომ მათ რამეს დავუშავებ მართლა შეშლილხარ - ყველა სიტყვა ისე მივაყარე ვერც ვიაზრებდი რა ვთქვი,
მისს სახეს ვეღარ ვხედავ რადგან გრძნობებმა მიმტყუნეს და ცრემლებმაც იფეთქა, სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და სახლისაკენ გავიქეცი

MENTALISTOnde histórias criam vida. Descubra agora