listen & think

136 12 0
                                    

ნუთუ ეს იყო ყველაფრის დასასრული. ნუთუ ის ასე უნდა წასულიყო ჩემგან. ამდენი რამის შემდეგ. ამდენი დროის შემდეგ

- შენც წახვედი და დამტოვე

ცრემლებს ვეღარ ვაჩერებ და ძირს ვეცემი. გონებაში მხოლოდ უკუნი სებნელე მოჩანს


Now time


მანქანაში ვიჯექით და უკან ვბრუნდებოდით, ბედნიერი და ასევე შეშინებულიც ვიყავი

- ნუ ნერვიულობ, შენს გვერდით ვარ

მხოლოდ თავი დავუქნიე. საუბარის თავი არ მქონდა, ქაოსი ხდებოდა ჩემს თავს

- უბრალოდ არ მჯერა რომ აქამდის მოვედით - როგორც იქნა სიჩუმე დავარღვიე

- შენ, მამა, ჯონი, ყველა, არ მეგონა თუ ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი

- შენ ეს დაიმსახურე, ყველაფერზე მეტად დაიმსახურე - ჩემ ხელს იღებს და მის ტუჩებთან მიაქვს

- მიყვარხარ

ისე წარმოთქვამს რომ ჩემს ხელს არ აშორებს მის ბაგეებს

- მეც მიყვარხარ


***


ნამდვილად არ მეგონა თუ ჯონის საქმე ასე აიღებდა მთელ ბიუროს

- რამე ისეთი ხდება რაც არ ვიცი

- როგორც ჩანს ჯონის მიერ შექმნილ დაჯგუფებას მივაგენით და მის ასაღებად მივდივართ - მეუბნება ლიზბონი

- მეც მინდა წამოსვლა

MENTALISTWhere stories live. Discover now