ფიქრობთ რომ ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ რომელიც მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს......... არა ცდებით, მე არც მოსიყვარულე ოჯახი მყავს და არც მეგობრები. სრულიად მარტო ვარ. დედაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა, რამაც სრულიად გამანადგურა. მხოლოდ დედა არა, ჩემი ერთადერთი მეგობარიც მასთან ერთად წავიდა ამ ქვეყნიდან. ღამით ყოველთვის ვარსკვლავებს ვუყურებ და მათ ველაპარაკები. პატარა რომ ვიყავი დედა მეუბნებოდა: ,,ერთ დღესაც, როცა მე აღარ ვიქნები ღამით ცაში აიხედე და ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რომელიც იქნება, წარმოიდგინე რომ მე ვარ და შეგიძლია მას დაელაპარაკო იმ ყველაფერზე რაც გაწუხებს". მყავს მამა, მაგრამ მას თუ შეიძლება საერთოდ მამა ეწოდოს. არასდროს არ ვანაღვლებდი და რაც დედა გარდაიცვალა, საერთოდ აღარ მაქცევს ყურადღებას. ხანდახან ვფიქრობ, რომ არ ვუყვარვარ და იმასაც ვფიქრობ რომ შეიძლება მისი შვილი არ ვარ. სკოლა დავამთავრე და ლონდონის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ფსიქოლოგიურზე. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად გახარებული არ ვარ ამით, რადგან როგორც სკოლაში ისე უნივერსიტეტშიც არ მეყოლება მეგობრები. მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვისწავლო და გავხდე ფსიქოლოგი, დარწმუნებული ვარ დედა ჩემით იამაყებს. სკოლაში ყველა დამცინოდა. რატომ? არც მე ვიცი, ალბათ იმიტომ რომ სულ ბიჭურად მეცვა, რადგან სკოლაში შევდგამდი თუ არა ფეხს, მხოლოდ ეს ფრაზები მესმოდა ,,ოჰ ობოლი გოგო-ბიჭი მოსულა" ,,ისე მართლა გოგოა თუ ბიჭი ვერ გაარჩევ, სულ ბიჭურად აცვია" რაზეც ყველა იცინოდა. სანამ დედა ცოცხალი იყო მხოლოდ ის დადიოდა სკოლაში, მამა არასდროს არ მოსულა და არც არასდროს იწუხებდა თავს იმით რომ დაინტერესებულიყო თუ როგორი ნიშნები მყავდა ან მეგობარი თუ მყავდა. რაც დედა გარდაიცვალა ამის შემდეგ სკოლაში ობოლს მეძახიან. მამაჩემი არცერთ კრებას არ დასწრებია, არც ღონისძიებებზეც დადიოდა და ყველაზე მთავარი, გამოსაშვებ საღამოზე ბავშვები მამებთან ერთად ცეკვავდნენ მე კი მაგიდასთან ვიჯექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი, თან ვფიქრობდი ,,მეც რომ ესეთი მამა მყავდეს რამე დაშავდებოდა?". როგორც გითხარით მეგობრები არ მყავდა. ბუფეტში ყოველთვის მარტო ვიჯექი, ყველასგან მოშორებით. ერთხელ თავის მოკვლაც კი გადავწყვიტე, მაგრამ ვერ შევძელი, ისევ დედას გამო. აი ესეთია ჩემი ცხოვრება.
ესეც ჩემი ახალი ფიკი. ძალიან გთხოვთ მითხარით, ღირს თუ არა გაგრძელება❤️lav you all❤️❤️
YOU ARE READING
ONLY MINE
Fanfictionმამა(ლეო):- ცოლი მომყავს მე:- რა?? დედა ხომ 2 წლის უკან გარდაიცვალა. ასე მალე როგორ დაივიწყე ის. ******* ზეინი:- რაიყო არ გესიამოვნა? მე:- შენ...როგორ ბედავ დედაჩემზე ესე საუბარს. ზეინი:- ოჰ, ეს როგორ მომივიდა და ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი, ყველა ვ...