please vote and com🥺🥺❤️
დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა. სარკეში ჩავიხედე და შემეშინდა. თვალები ჩაშავებული მქონდა, ნუ ეხლა დილის 5-ზე რომ დაიძინებ და დილით 7-ზე გაიღვიძებ ესე იქნები აბა რა. არასდროს გამიკეთებია მაკიაჟი, მაგრამ სახლში ცოტა რაღაც მაინც მაქ. ტონალური წავისვი თვალების ქვემოთ, რომ სიშავე დამეფარა. გამოვიცვალე.
ესეც მე
მამას ეძინა ამიტომ ველოსიპედი გამოვიყვანე და სასეირნოდ წავედი. ვსეირნობ და თან ვფიქრობ თუ რა მოსაწყენია ჩემი ცხოვრება. არაფერი ახალი არ ხდება. ყოველდღე ერთიდაიგივე. 1 საათიანი სეირნობის შემდეგ სახლში დავბრუნდი, სადაც მამა დამხვდა რომელიც აქეთ-იქით დადიოდა. რომ შევედი ეგრევე მითხრა
მამა(ლეო):- სად იყავი
მე:- სასეინოდ
მამა:- კარგი, ეხლა კი რაღაც უნდა გითხრა
მე:- რახდება
მამა:- ცოლი მომყავს
მე:- რა??
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, ეს რომ თქვა. მამა:- ეხლა აქ ისტერიკები არ გამიმართო
მე:-დედა ხომ 2 წლის უკან გარდაიცვალა. ასე მალე როგორ დაივიწყე ის. ჩემს ლოყებს კი ცრემლები ასველებდა. ხომ მინდოდა, რომ რამე ახალი მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
მამა:- ეხლა ლეა მოდის თავის შვილთან ერთად, დღეიდან აქ იცხოვრებენ და ზედმეტი ხმა არ გავიგო გაიგე?
პასუხი აღარ გამიცია, ისე ავვარდი ოთახში. ცრემლები თავისით მომდის, მაგრამ არა, მე ეხლა ძლიერი უნდა ვიყო და არანაირი ტირილი. ლოგინზე დავჯექი. ძალიან ცუდია რომ ლონდონში ვცხოვრობ და აქაურ უნივესიტეტში ჩავაბარე. არა აუცილებლად რამე სამსახური უნდა ვიშოვო და ვიმუშაო. მერე ჩემთვის პატარა სახლს ვიქირავებ და იქ გადავალ. არ ვაპირებ ,,ახალ ოჯახში" ცხოვრებას. 1 საათიც არ იყო გასული რომ ლეომ დამიძახა. ქვემოთ ჩავედი და დავინახე ქალი და მის გვერდით ბიჭი ყავისფერი თვალებით და გრძელი წამწამებით. ისეთი საყვარელი იყო. მაგრამ არა ის ჩემი ძმაა. ,,ძმა არა კვატი კიდე" გამოხტა მეორე მე.
ლეო(მამა):- ეს ლეაა ჩემი მომავალი ცოლი. ეს კი ზეინი ჩემი მომავალი შვილი.
გულში რაღაც ჩამწყდა, მეწყინა თან ძალიან. ჩემთვის შვილი არასდროს არ დაუძახია. ამას კიდე უკვე შვილს უწოდებს.
ცრემლები ძლივს შევიკავე.
ლეა:- სასიამოვნოა შენი გაცნობა ჯიჯი.
ხელი გამომიწოდა, მაგრამ მე არ ჩამოვართვი.
მე:- ჩემთვისაც და თვალები ავატრიალე.
იმ ვაჟბატონმა გამარჯობის თქმაც კი არ იკადრა. ეხლა მისაღებში ვზივართ და თურმე ჩემს მომავალ ,,ძამიკოს" ზეინი ქვია.
მამა:- ქორწილი ზეგაა
მე:- რა? ზეგ?
მამა:- ხო და თუ შეიძლება გაჩერდი
მე:- არა არ გავჩერდები. ჯერ 2 წელია რაც დედა გარდაიცვალა და უკვე ცოლი მოგყავს, ამას ვერ შევეგუები. თან ქორწილი ზეგაა? ჩემთვის მის შესახებაც (ლეაზე მივანიშნე) არ გითქვამს და დღეს გამომიცხადე რომ ცოლად მოგყავს. ამდენის ატანა აღარ შემიძლია, არასდროს მექცეოდი ისე როგორც შვილს. მას კი (ზეინზე მივანიშნე) დღეს შვილი დაუძახე. ეს სიტყვა კი შენ ჩემთვის არასოდეს არ გითქვამს. ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ უცებ ლოყა ამეწვა. მან მე დამარტყა.
მე:- მეზიზღები
მხოლოდ ეს ვუთხარი და კარებთან მივვარდი, უნდა გამეღო, მაგრამ.......
მამა:- მე დედაშენი არასდროს მიყვარდა.
ეს რომ მითხრა უფრო წამომივიდა ცრემლები, გარეთ გავვარდი. მივდიოდი და თან ვტიროდი. ჩემს საყვარელ ადგილას წავედი, კლდესთან. ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა.
დილით მეღვიძება და ისევ აქ ვარ. საათს დავხედე. 6 იყო. სხვა გზა არ მაქვს სახლში უნდა მივიდე. დღეს ხომ პირველი დღეა უნივერსიტეტში. სახლში, რომ შევედი სიჩუმე იყო, ალბათ სძინავთ. ჩანთა ავიღე, მოვწესრიგდი და უნიში წავედი. ჯერ მხოლოდ 7 საათია, ლექცია კიდე 10 საათზე იწყება. როგორმე გავიყვან დროს.
ქუჩაში მივდივარ, თან ვფიქრობ, მთელი ღამე სახლში არ მივსულვარ და მას არც კი უნერვიულია. როგორც ვხედავ საერთოდ არ ვანაღვლებ. ბევრი ვიხეტიალე და ბოლოს უნის დროც მოვიდა. პირველ ლექციაზე შევედი და სულ ბოლოში დავჯექი.ეხლა კაფეტერიაში ვარ და ცარიელ მაგიდასთან ვზივარ. წინ რაც მიდევს არ ვჭამ, რადგან საჭმელი დიდად არ მიყვარს და დღეში ერთხელ ვჭამ. უცებ თვალი მოვკარი ზეინს და მასთან ერთად ოთხი ბიჭი იყო. ვიღაც სამი გოგო მოყვებოდათ და ერთ-ერთი ზეინზე იყო აკრული. იცით როგორ გოგოები? მოკლე კაბები რომ აცვიათ და ლამის ყველაფერი რომ უჩანთ, მაკიაჟით გაჭყეპილები და ტუჩები 100 ზომაზე დაბერილი. ზეინმა შემამჩნია და იმ ოთხს ჩემზე მიუთითა, მათ კი ჩაიცინეს. ოხ როგორ ვერ ვიტან. უნიდან სახლში წამოვედი, ეგრევე ოთახში ავედი და კარი ჩავკეტე. ვიმეცადინე და ეხლა ფილმს ვუყურებ. ხვალ სამსახური უნდა ვიშოვო აუცილებლად და რაც უფრო მალე ვიქირავებ სახლს მით უკეთესი. ხვალ კი ჯანდაბა, ქორწილია. მე წასვლას არ ვაპირებ და რაც უნდა ის ქნან. მალევე ჩამეძინა.
აბა როგორი იყო? ❤️❤️lav you all💙💙💜💜❤️
YOU ARE READING
ONLY MINE
Fanfictionმამა(ლეო):- ცოლი მომყავს მე:- რა?? დედა ხომ 2 წლის უკან გარდაიცვალა. ასე მალე როგორ დაივიწყე ის. ******* ზეინი:- რაიყო არ გესიამოვნა? მე:- შენ...როგორ ბედავ დედაჩემზე ესე საუბარს. ზეინი:- ოჰ, ეს როგორ მომივიდა და ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი, ყველა ვ...