-კარგი... არ ვიცოდი თუ ესე ძალიან გახრჩობდი. ხვალ წადი მეგობრებთან, საღამოს მოგაკითხავ სახლში დაგტოვებ... და შემდეგ უნდა წავიდე... რაღაც საქმეები გამომიჩნდა და მივლინებაში მივდივარ. რადგან ჩემთან ერთად ყოფნა არ გსურს შეგიძლია სახლში დარჩე-ალექსმა ოთახი დატოვა. ანუკის არც მოუსმენია ალექსის სიტყვები, საწოლში დაწვა და მალევე ჩაეძინა. დილით ადრე გაეღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და ქვევით ჩავიდა. მისაღებში ალექსანდრეს გარდა არავინ იყო, მას დივანზე ეძინა. ესე 8საათი იქნებოდა, იფიქრა ჯერ ადრეა ეს რო გავაღვიძო და მერე იმათ საგურამოში ეძინოთ მერე რა ვქნაო, ამიტომ გარეთ გავიდა და სიგარეტის მოწევა დაიწყო. ეს უკვე ცუდ ჩვევად დაიწყო, მაგრამ მას ეს ამშვიდებდა. ახლა სანდროზე დარდობდა, თუ როგორ აწყენინა. არადა ის ყველანაირად ცდილობდა ანუკის დაცვას და დახმარებას. ანუკი კი ვერ ხვდებოდა რა ძალა არ აძლევდა უფლებას რომ სანდროს დათანხმებოდა... მალე ალექსიც გამოვიდა.
-წავედით?
-ჯერ ადრეა. ძინავთ ალბათ.
-კაი-ალექსი უკან გაბრუნდა. ანუკის გაუკვირდა მას სიგარეტზე რომ არაფერი უთქვამს, ან თუნდაც გუშინდელზე. შემდეგ შიგნით შევიდა და ალექსის საუბარი მოისმინა ლიზისთან.
-ხო, დღეს საღამოს გამოგივლი და წავალთ... აუ ლიზა ნუ შემ*ემ გეხვეწები დილიდან. ვეტყვი, არაფერს არ ვმალავ... კაი... კაი მეც.
შემდეგ კი გათიშა, ანუკი უკან გაბრუნდა, მიხვდა რომ ალექსს ლიზა მიყავდა მის მაგივრად თაფლობის თვეში. მიუხედავად იმისა რომ თავის თავს არწმუნებდა რომ ალექსი არ აინტერესებდა ეს ამბავი მაინც ისარივით ჩაესო გულში. კიდევ ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა. უკვე თვითონ ვეღარ ამჩნევდა იმდენად ბევრს ეწეოდა. იმის შემდეგ ანუკი შიგნით არც შესულა. ალექსი კი დრო გამოშვებით ფანჯრიდან უყურებდა ხოლმე.
-უნდა წავიდეთ, საღამოს აეროპორტში უნდა ვიყო, მანამდე სახლში უნდა გავიარო. მზად ხარ?
ანუკის არც გაუხედავს მისკენ ისე დაუქნია თავი და მანქანაში ჩაჯდა. გზაში არცერთი არ იღებდა ხმას. ორივე ძალიან ჯიუტი იყო ამისთვის. ბოლოს ისევ ალექსმა გამოიჩინია ინიციატივა.
-იქ სანდრო იქნება?
-ალბათ.
-ანუკი, დაშორდი.
-შენ რო ლიზის დაშორდები მერე დავშორდები მე სანდროს.
-ეს სულ სხვა რამ არის...
-ესეც. შენ თუ ეცდები რამენაირად დამაშორო სანდროს, ისეთ სკანდალს ავტეხ, ყველას გავაგებინებ ლიზის შესახებ.
-მე ხო მშვიდად და მუქარის გარეშე გელაპარაკები, ვერ ვხვდები ამ მომენტში რატო მელაპარაკები ესე?
-მეც მშვიდად გელაპარაკები. არც გემუქრები გაფრთხილებ-როგორც იქნა გახედა-შენ როდესაც დაშორდები ლიზის, მერე დავშორდები მე სანდროს.
ალექსს სიტყვები არ ჰქონდა, ვერც ხსნიდა რა იყო იმის მიზეზი რომ სანდროს და ანუკის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. მალე მივიდნენ, ანუკიმ ეზოში სანდრო, ნინი და რეზი დაინახა. ცეცხლი ჰქონდათ ანთებული, გარშემო ისხდნენ და კიდე პლედები ჰქონდათ შემოხვეული. თან ეწეოდნენ. ანუკი მანქანიდან გადმოვიდა და მათკენ გაიქცა. ჯერ რეზის ჩაეხუტა, შემდეგ კი ნინის. სანდრო გაბრაზებული იყო და ზედაც არ უყურებდა. ერთადერთი რაც თქვა უხეშად მისალმება იყო.
-გამარჯობა ანუკი-ეს უთხრა და მოწევა განაგრძო. ალექსი კი მანქანასთან იდგა.
-სან, შეილება ვილაპარაკოთ?
-რაზე?
-გამო რა ორი წუთი-სანდრო წამოდგა და სახლის გვერდით გავიდა, თან ანუკიც გაიყოლა.
-გისმენ.
-სან, მართლა მაპატიე... გუშინ ძაან ცუდად გელაპარაკე, უკეთესად უნდა ამეხსნა ეს ყველაფერი... მაგრამ შენთითონაც ხო იცი რო მართალი ვარ? ხო ხვდები რო მე და შენ ჯერ ეხლა დავიწყეთ ურთიერთობა... შენ სხვა ქვეყანაში იქნები, მე ქმარი მყავს... და...
-მესმის. არაუშავს.
-მაპატიებ?
-არ გვინდა დღეს ჩხუბი. ხვალ უკვე მივფრინავ და არ მინდა ისე დაგემშვიდობო რომ შენზე ნაწყენი ვიყო.
-არც მე.ანუკიმ აკოცა და ჩაეხუტა. ალექსმა ეს ყველაფერი დაინახა, მანქანა დაძრა და მთელი სისწრაფით წავიდა. მას ეს არც შეუმჩნევია. ორივე ერთად შიგნით შევიდნენ და ბუხართან დაჯდნენ. დანარჩენებიც იქ იყვნენ.
-ვაა, ვაა. თქვენ ორი? როდიდან ერთი? მეთქი ქმარი ყაავს-ეს კიდევ ერთი ანუკის ძმაკაცი, ვაკო იყო. ვაკო სასტავში ყველაზე დიდი გახლდათ, 22ის. ის 6თვის განმალობაში ციხეში იჯდა.
-შენ კიდე გამოგიშვეს?-ანუკიმ გადაკოცნა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-რათქმაუნდა. მოვიხადე სამართლიანად. აბა, მე მამიკო ვერ მიშველის და-ვაკო სულ ესე ღადაობდა, რადგან მამამისთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. ისიც მდიდარი ადამიანების შვილი იყო, მაგრამ არ უყვარდა ამით ტრაბახი, და ყოველთვის ცდილობდა თვითონ გამომძვრალიყო მსგავსი სიტუაციებიდან.
-მე ხო მიშველა რა, ვერ ხედავ რა დღეში ჩამაგდეს?
-დრამის დედოფალად უნდა დაგნიშნონ. ნუკი, არ გცემს, ყველგან დაყავხარ, საჭმლის კეთებას და რეცხვას არავინ არ გაძალებს. მხოლოდ ერთს გთხოვს რო საზოგადოებაში ისე მოიქცე როგორც მისი ცოლი-ანუკიმ ნინის გაკვირვებულმა გახედა და ცოტა ეწყინა მისი სიტყვები.
-რატო იცავ ალექსანდრეს?
-აუ ჩემი, ეხა მთელი დღე ამ ალექსანდრეს უნდა გადამაყოლოთ?-სანდრომ ლამის დაიყვირა.
-არა, სან-ანუკი ჩაეხუტა და აკოცა.
-კაი, წამო სადმე ბარში გავიდეთ-ვაკო ფეხზე წამოდგა.
-რა ბარი დაეტიე, ეხლა გამოხვედი.
-აა, გასაგებია. ბოლო დღეა და ნუკისთან გინდა ყოფნა. იასნო. ხო არ დაგტოვოთ ჩვენ? რავიცი, სივრცე გჭირდებათ.
სანდრომ ვაკოს ბალიში ესროლა, რაზეც ყველას გაეცინა.
-რაა? ვერ ხედავთ? მიეწეპნენ ერთმანეთს-ვაკომ მაინც არ დაიშალა თავისი.
-ნინ, რომელზე მიდიხარ?-ანუკიმ კითხა.
-მე და სანდრო მივფრინავთ ერთად, 6ზე.
-6ზე? ესე მალე? მეღადავებით?
-ხო.
-და რამდენი ხანი ვერ გნახავთ?
-ზამთარში ჩამოვალთ, ალბათ-სანდრომ უპასუხა.
-აუ და იქამდე მარტო უნდა ვიყო? კიდე კაი ის ცხოველი მაინც წავიდა. თავის პასიასთან ერთად.
-პასია?
-აუ ნუკი, გეფიცები ეხლავე წავალ რამდენჯერ უნდა ახსენო ეს ყ*ე?
-კაი... ხო... მაპატიე. დამავიწყდა. უბრალოდ არ მინდა მარტო დარჩენა, ეხა ეს რო მიდის თქვენ მოხვიდოდით ხოლმე... და გავერთობოდი მარა... აუ გავაფრენ, წამიყვანეთ.
-არ გააფრენ-გაღიმებული სახით უთხრა რეზიმ.
-რატო ვითომ?
-მე ვრჩები.
-ჰაააა?
-აკადემიურს ვიღებ, მუშაობას ვაპირებ კომპანიაში, მერე ვნახოთ.
-არაააა, რეზიიი-ანუკი წამოხტა და რეზის ჩაეხუტა-არ მჯერაა. აუ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე. მიყვარხაარ. ეხა თუ მეღადავები მოგკლავ.
-არ გეღადავები-რეზის გაეცინა და ისიც ჩაეხუტა.
-გეყოფათ-სანდრომ ჩაახველა-ნუკი... ნუკი თქო! -სანდრომ ქურთუკზე მოქაჩა ხელი და ისევ გვერდით დაისვა.
-არ ინერვიულო ნუკი, ეს ხო წავა და მერე...
-ძაან სასაცილოა.
-სან, კაი, ხო იცი რო მაინც შენ მიყვარხარ-მიუბრუნდა და აკოცა.
-ანუკი მე შენ გული მატკინე-რეზი სხვაგან გადაჯდა.
-რეზი, აუ მაშინ ესენი ერთად წავიყვანოთ აეროპორტში და მერე ჩემთან გავიდეთ?
-მე სად დამტოვე?-ვაკოც გამოხტა.
-კაი, შენც წამოდი.
-მე ც არ ვარ.
-კაი გეყოფათ-ანუკიმ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ყველამ გაოგნებულმა შეხედა, ხმა კი არცერთს არ ამოუღია.
-რას აკეთებ ნუკი?-ვაკოც კი პირდაღებული დარჩა.
-რა?-ანუკი ვერ მიხვდა რაზე ეკითხებოდა და ისევ განაგრძო მოწევა. სანდრო დროზე მოვიდა გონზე, სიგარეტი გამოართვა და გადაუტეხა.
-რა დღეში ხარ გოგო შენ?!-დაუღრიალა სანდრომ-როდიდან დაიწყვე ვაბშე მოწევა?
-სანდრო ნუ ფსიხდები ესეთ სისულელეებზე. დავიწყე და რა მოხდა?
ანუკი ყველაზე პატარა იყო სასტავში. ნინი 18 ის იყო, დანარჩენები კიდევ უფრო დიდები იყვნენ.
ანუკიმ კიდევ ერთი ღერი ამოიღო, მაგრამ სანდრომ მთლიანი პაჩკა ამოაცალა ჯიბიდან და ბუხარში შეგადო.
-კიდევ ერთხელ დაგინახავ რო ეწევი და ანუკი ბო*იშვილი ვიყო თუ არ მოგატეხო ხელები ძირში. ცხოვრებაში მსგავსი რაღაცა არ გაგიკეთებია და ეხლა მოგინდა ეს 14წლის გოგოსავით მოწევის დაწყება რადგან მოდაშია?
-ანუკი მართლა რის გამო დაიწყე მოწევა? იმან გითხრა?-ნინიმ ჰკითხა.
-აი ცვეტში ყველაზე შეილება წარმომედგინა მარა ანუკი, შენ იმენა ანგელოზი მეგონე-ვაკოს გაეცინა.
-არ მაქ უფლება?-ანუკიმ იკითხა.
-არა-რეზიმ, სანდრომ და ნინიმ ერთდროულად უპასუხეს.ა ნუკისაც გაეღიმა.
-კაი ვიცი, ზრუნავთ და რაღაც. გასაგებია, მოდი ჩავთვალოთ რომ ვითომ აღარ მოვწევ. ამხანაგებო.
სანდრო ფეხზე წამოდგა.
-შენ გგონია გეღადავები?
-კაი, სანდრო გეყოფა. რასაც უნდა იმას გააკეთებს, არც დედამისი ხარ და არც მამამისი. ნუ შეე*ით, არც მოსწონს უეჭველი გემო, ნაპასსაც ძლივს არტყამს, მალე გადააგდებს-ვაკო წამოდგა და სანდრო გარეთ გაიყვანა.
-ნუკი, თუ გგონია რო ნერვებს ამშვიდებს, მაგრა ცდები-ეხლა ნინი მიუჯდა გვერდით.
-კაი, არ მოვწევ მართლა ნუ შემე**თ.
-ეხა გინებაც დაიწყო, სულ გაფუჭდი რა-რეზიმ ძლივს შეიკავა ღიმილი. თითქოს პატარა ბავშვს უყურებდა რომელიც ეხლა იწყებდა ცუდი სიტყვების სწავლას. ანუკის მსგავსი ქცევა არასდროს არავის შეუმჩნევია. ის სულ მშვიდი და ყველანაირად სუფთა ,,ბავშვი’’ იყო, მაგრამ აზროვნებით მას ბავშვს ვერავინ უწოდებდა.
-რეზი რა გაცინებს?
-არაფერი. შენი საქმის შენ იცი, მე ჩემი აზრი გითხარი.
-კაი გვეყო, მართლა ჩვენ გითხარით რასაც ვფიქრობთ. შენი გადასაწყვეტია-ნინიმაც დაანება თავი.
ანუკის ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა როდესაც დაინახა და იგრძნო მისი მეგობრების ზრუნვა და ღელვა. დიდიხანია ეს არავისგან არ უგრძვნია. არც მშობლებისგან და მითუმეტეს ალექსისგან. მთელი საღამო ერთად იყვნენ, სხვადასხვა ისტორიებს ყვებოდნენ, ვიდეოებს უღებდნენ ერთმანეთს იმ დღის დასამახსოვრებლად. ერთ-ერთ ვიდეოში ნუკი და ალექსი განცალკევებით იჯდნენ ყველასგან გარეთ ეზოში. ფაქტიურად ეძინათ, როდესაც ვაკო და რეზი მიეპარნენ და ყვირილით გააღვიძეს. შემდეგ კი აეროპორტში წავიდნენ.
-არ მჯერა რო უკვე მიდიხართ.
-არც ჩვენ-ნინი ანუკის ჩაეხუტა-უნდა დავრეგისტრირდეთ სან-ნინი დაემშვიდობა და წავიდა.
-ჩვენ მანქანაში დაგელოდებით-ვაკო და რეზიც დაემშვიდობნენ და გავიდნენ.
-მეზიზღება დამშვიდობება. თან...
-თან?
-ვშორდებით...
-ან, ორივე კარგად ვხვდებით რო ერთად ისედაც ვერ ვიქნებოდით. შენ არ გიყვარვარ, თან მე სხვა ქვეყანაში მივდივარ და მემგონი ხვდები რო ურთიერთობები ესეთ სიტუაციაში დიდხანს არ გრძელდება.
ანუკიმ ხმა ვერ ამოიღო.
-მე და შენ ერთმანეთი არ გვიყვარს. უბრალოდ გვეზარებოდა ვინმეს მოძებნა. ერთმანეთს ვუგებდით და როგორც ამბობ ხოლმე ჩემთან ,,კომფორტულად და დაცულად’’ გრძნობდი თავს-ამ ბოლო სიტყვებზე სანდროს გაეცინა.
-ხომ...
-ამიტო მეზიზღება ამ ფრაზას რო ამბობენ ხოლმე, რა ყ*ეობა წინადადებაა. დავრჩეთ მეგობრებად.
-მეც მეზიზღება ეს წინადადება... კიდე ის თქვი რო ჩემ გამო არ ვშორდებით. სან... ხო იცი რო მაინც მიყვარხარ?
-მეც მიყვარხარ-სანდრო ჩაეხუტა და აკოცა-შენ ეხა შეილება ბევრ რამეს ვერ ხვდები, მაგრამ მე ვიცი რო უკვე ვიღაც გიყვარს. კიდე მეტს გეტყვი, ძაან დაიტანჯები და წინასწარ მინდა გითხრა რო ფრთხილად იყო.
-რას გულისხმობ?-ანუკიმ თავი დახარა და გაწითლდა.
-აწიე თავი, რა სისულელეზე წითლდები. ეგ ერთი და მეორე, მოწევა არ გიხდება. ჯერ მართლა ბავშვი ხარ. მიდი რა წასვლის წინ გაიღიმე, ვაფშე სულ დაღვრემილი სახით დადიხარ. მომენატრა ძველი ანუკი, რომელსაც არაფერი არ ადარდებდა.
-ხომ... მეც მომენატრა-ანუკიმ გაიღიმა, სანდრომ ამჯერად გადაკოცნა და წავიდა. ანუკი უკან გაბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა.
ბიჭებმა შეამჩნიეს ანუკის სახე და ერთმანეთს გადახედეს.
-აუ, ნუკი მე ვერ წამოვალ. თიკა რამდენი ხანია არ მინახავს, ჩამქოლავს.
-ხო, ანი, მეც ეხა მამაჩემმა დარეკა, ჩემ ძმას მანქანა ჭირდებდა და ვერ წამოვალ.
-არაუშავს... დაცვას ვეტყვი და გამიყვანენ-ანუკი მანქანიდან გადავიდა და მეორეში გადაჯდა. სახლში მისული პირდაპირ ოთახში შევიდა და დაწვა. ალექსის მესიჯი დახვდა ტელეფონზე.
,,საჭმელი და ყველაფერი ნაყიდია, სადაც წახვალ დაცვა გამოგყვება, ყველაფერს მე მეტყვიან. ჭკვიანად’’
-შენი დედაც-ჩუმად ჩაილაპარაკა, ტელეფონი გადადო და დაიძინა. დილით გვიან გაიღვიძა, ტელეფონს რო დახედა 3გამოტოვებული ზარი ჰქონდა. 2 რეზისგან და 1 ნინისგან. არცერთისთვის არ გადაურეკავს, ცოტახანში კარზე კაკუნი გაიგო. ხალათი შემოიცვა და გასაღებად წავიდა. რომ გააღო რეზი დახვდა.
-გირეკავდით ყველა, რატო არ აიღე?-ეს თქვა და შიგნით შევიდა-ვინმე არის?
-არა... ეხლა გავიღვიძე.
-ხო, არა. გუშინ ცოტა ცუდად იყავი მემგონი და ნინიმ რო თქვა არ აიღოო, მეთქი რამე ხო არ მოხდა თქო.
-არა, კარგად ვარ...
-დარწმუნებული ხარ?
-აჰამ. უბრალოდ გადავიღალე, დღეს ნინასთან უნდა გავიდე.
-დაგირეკა?
-ხო, ალბათ ჭკუა უნდა დამარიგოს როგორც იციან ხოლმე ეს დედამთილებმა. რა გაუძლებს.
-ხო იცი რამე თუ დაგჭირდა მე დამირეკე.ეხლა კომპანიაში უნდა გავიდე, პროსტა ნინიმ წაიღო ტვინი გადი ნახე, ცუდად ხო არ არიო.
-არა, მართლა კარგად ვარ. უკვე უნივერსიტეტში არიან?
-კი 1 საათია რაც ჩაფრინდნენ. ორივე ერთი და იგივე კამპუსში არიან.
-კაია.
-მე წავედი, მეჩქარება და საღამოს გამოდი.
-ვნახოთ-რეზი წავიდა და ანუკი ოთახში შევიდა მოსამზადებლად. ნინასთან გადიოდა. თეთრი გრძელსახელოებიანი სვიტრი და შავი შარვალი ჩაიცვა. ტყავის კურტკა შემოიცვა და ნინასთან გავიდა. კარი გიორგიმ გაუღო.
-როგორ ხარ ნუკი?
-კარგად. სახშია ნინა?
-კი, გელოდებოდა.
-ელაპარაკე ალექსს?
-შემომიშვებ?
-ხო...-დაბნეულმა უპასუხა, ნუკი შევიდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა.
-დილამშვიდობის ნინა-ანუკიმ ჩანთა სკამზე დადო და ნინა გადაკოცნა.
-დაჯექი, ისაუზმე?
-არა, პირდაპირ აქ წამოვედი. რამე მოხდა?
- ლაპარაკი მინდოდა. ყავას დალევ?
-არა, მადლობა.
-როგორ ხარ?
-ა... კარგად? თქვენ?
-მაშინ ალექსს რატო არ გაყევი? ანუკი, მემგონი შენ არ გესმის ამ სიტუაციის მთელი სერიოზულობა. ხალხი რას იფიქრებს? თაფლობის თვეში მარტო ალექსი რატო წავიდა?
-ჯერ ეს ერთი, ალექსანდრეს საქმე გამოუჩნდა.
-საქმე ლიზისთან ერთად?
-უკაცრავად?
-მემგონი იცი რომ ალექსს ვიღაც შეყვარებული ყავს. მე არ მომწონს ის გოგო, შენ ხარ მისი ცოლი და ალექსის გვერდით უნდა იყო. უნდა დააშორო ისინი, როგორც ცოლმა ეს არ უნდა აიტანო. ბოლოს და ბოლოს თავმოყვარეობა ხომ გაგაჩნია?
-ბოდიშს გიხდით ნინა, მაგრამ მემგონი ეს მისი საქმეა, ვინ ეყვარება და ვინ არა მე არ მეხება. მე ამ ქორწინებაზე არც დავთანხმებულვარ.
-იცი როგორ გავყევი ალექსის მამას?
-არა.
-ზუსტად ისე როგორც შენ ალექსანდრეს, ჩვენ ოჯახს ძალიან უჭირდა, დედაჩემს სასწრაფო ოპერაცია ჭირდებოდა, ნოდარის ცოლობა კი ერთადერთი გამოსავალი იყო. მე არ მინდოდა ქმარი, არც ოჯახი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. თავიდან არც მიყვარდა, მაგრამ შემდეგ... იცი როდესაც ადამიანთან დიდხანს ცხოვრობ, ეჩვევი და გიყვარდება.
-ეს არ მოხდება. სამწუხაროდ-ანუკი ცდილობდა მაქსიმალურად თავაზიანი ყოფილიყო, რადგან არ უნდოდა ზედმეტი პრობლემები და თავის ტკივილი.
-ლიზი ალექსანდრესთან ერთად არის რუსეთში. არაფერი არ იცი ამის შესახებ?
ანუკი წამით დადუმდა.
-ესეც ვიცოდი.
-შეილება წავიდე?-ანუკი, მე მინდა რომ ორივე ბედნიერები იყოთ. მე ვხედავ რომ შენ უბედური ხარ, ვხედავ რომ ალექსიც უბედურად გრძნობს თავს. მის თავს აბრალებს მამამისის სიკვდილს...
-ქალბატონო ნინა, მე ვწუხვარ ნოდარის სიკვდილის გამო, მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემილია. ალექსანდრეს ლიზა უყვარს, ეს მისი საქმეა.
-მაგრამ შენ ის გიყვარს.
-ცდებით.
-დილით ალექსანდრეს დავურეკე, და ეს გოგონა იღებს ტელეფონს. როგორ ფიქრობ რა მხოდება როდესაც ხალხი გაიგებს რომ ის უკვე გღალატობს?
YOU ARE READING
ანუკი
Romanceუსიყვარულოდ დაოჯახებული ანუკის და ალექსანდრეს, სიყვარულში გადაზრდილი, ცხოვრება, მრავალი სირთულითა და წინააღმდეგობით.❤ მოთხრობა აღებულია 4love.ge -დან