ანუკის და სანდროს ურთიერთობა იმ, ურთიერთობათა რიცხვებს მიეკუთვნება, რომლებიც ხშირად წარუმატებლად მთავრდება ერთი მთავარი მიზეზის გამო. ორივე ძალიან გვანან ერთმანეთს. სანდროც მთელი ბავშვობა ისეთივე განებივრებული იყო, როგორც ანუკი. ორივე საშინლად ეგოისტი გახლდათ. ამას ისიც ემატება რომ რეალურად ერთმანეთი არ ყვარებიათ, ეს უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო. ბავშვობაში ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამთ, სიტუაციამ ისე მოიტანა , რომ ანუკის და სანდროს ძალიან სწრაფად მოუწიათ გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაგვიანებული იყო. ბავშვმა ყველაფერი შეცვალა არა მარტო მათ ცხოვრებაში, არამედ მათ გარშემომყოფთათვისაც. ანუკის მონაყოლი შორს იყო სიმართლისგან, ისინი შეთანხმებულები იყვნენ რომ სიმართლეს არავის არ გაანდობდნენ.
-როგორ ხარ?-სანდრო არაფრით არ შეცვლილა, ყოველ შემთხვეაში გარეგნულად. ისევ უაზროდ მოშვებული წვერი, რომელიც ანუკის აზრით, საერთოდ არ უხდებოდა, მამამისის ნაჩუქარი საათი ხელზე და ამჯერად ბეჭედიც ეკეთა თითზე. საქორწინო.
-კარგად შენ?-ფორმალურობის ეტაპის გავლის შემდეგ, კაფეში დასხდნენ და ყავა შეუკვეთეს-როგორია ლონდონი?
-წვიმიანი და მოჟამული. მაგრამ ლონდონი რო არა დღეს ცოლი არ მეყოლებოდა.
-ხოო ? ქართველი არ არის?
-არა. მაგრამ ძალიან კარგი გოგოა.
-გილოცავ, მიხარია. მართლა.
-ვიცი. მადლობა... უბრალოდ მინდოდა მეკითხა რამდენი მოყევი... აქ.
-რაზეც შევთანხმდით. არ მითქვამს რატო წახვედი. არ მითვამს რო არ მიყვარდი და მაგიტო. უბრალოდ ვითომ ვერ აიტანე რო ჩემ თავს ვიტანჯავდი. არც ის მითქვამს რო ალექსანდრესთვის ვაპირებდი ყველაფრის თქმას.. შენ რომ ..
-არ შემეშალა ხელი. ვიცი. წერილი .. რო მოვიპარე და არ გაგაგზავინე. როგორც ჩანს ბედს მაინც ვერ აცდები. გავიგე, რომ ისევ ერთად ხართ.
-ხო, ადრე თუ გვიან ალბათ ესეც მოხდებოდა.
-მიხარია, რომ ესე ჩვეულებრივად შეგვიძლია ურთიერთობა იმ ყველაფრის მერე ვნერვიულობდი, არ მინდოდა რო შეგზიზღებოდი.
-არა, მეც დავიმსახურე ეს ყველაფერი. შენი გრძნობებით ვმანიპულირებდი, მაგრმა შეხედე. ეხლა ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს შენ ცოლი.. მე ალექსანდრე.
-ცოლად მიყვები ისევ?
-არა მგონია.
-უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დაგჭირდეს ყოველთვის შენ გვერდით მიგულე.
-და მაინც გაინტერესებდა რამდენი მოვყევი არა?-ანუკის გაეცინა.
-კარგად მიცნობ. ვწუხვარ დანარჩენი ყველაფრის გამო.. მამაშენის გამო.
-მადლობა.
-ბოდიში რომ ვერ ჩამოვედი დასაფლავებისთვის.
-არ არის პრობლემა, მეც ძლივს ჩამოვუსწარი.
-ანუკი, სანამ წავალ და ზუსტად ვიცი რო ისევ დავკარგავთ ერთმანეთთან კავშირს ბევრი მიზეზის გამო, მინდა რაღაცა გკითხო და გულახდილად მიპასუხე.
-გისმენ.
-მართლა გჯერა რო ალექსანდრე იგივეს არ გაიმეორებს? და თავიდან არ ჩაგაგდებს იმ მდგომარეობაში, რომელშიც 5 წლის წინ იყავი?
ანუკი არ ელოდებოდა ამ შეკითხვას, რეალურად ამაზე არც უფიქრია. მან აპატია ალექსანდრეს ყველაფერი, მაგრამ ენდობოდა თუ არა.. არ იცოდა. სანდროს შეკითხვამ სერიოზულ საგონებელში ჩააგდო, თუმცა არ აპირებდა მისთვის ეს ეგრძნობინებინა.
-ბოლომდე ვენდობი.
-კარგი. მაშინ მართლა გყვარებია. უნდა წავიდე, მეჩქარება, მადლობა რომ მნახე.. როგორ ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი ხარ. შენი გადახდილია.. და წარმატებები.
-შენც.
YOU ARE READING
ანუკი
Romanceუსიყვარულოდ დაოჯახებული ანუკის და ალექსანდრეს, სიყვარულში გადაზრდილი, ცხოვრება, მრავალი სირთულითა და წინააღმდეგობით.❤ მოთხრობა აღებულია 4love.ge -დან