ანუკი შუა გზაში იყო აეროპორტისკენ , როდესაც ტატომ დაურეკა. ტელეფონი სპიკერზე ჩართო და სვლა შეანელა.
-გისმენ?
-ანუკი, სად ხარ?
-აეროპორტში მივდივარ.
-ეგ ვიცი, ახლოს ხარ?
-თითქმის მივედი.
-მოატრიალე მანქანა, მესიჯს მოგწერ და იმ მისამართზე წამოდი. კარგი?
-რა ხდება.
-რო მოხვალ მერე გეტყვი, საჭესთან შენ ხარ?
-ხო.
-ხოდა მერე გეტყვი ეხა ვერ მოგიყვები, მესიჯს მოგწერ.
-ფრენა მაქ, რანაირად მოვატრიალო მანქანა, რა არის ესეთი მნიშვნელოვანი?
-რადგან გეუბნები ესე იგი მნიშვნელოვანია.
-კარგი, ტატო. იმედია მართლა მნიშვნელოვანია, იმიტო რო 2 კვირაა უკვე აქ ვარ და...
ტატომ გაუთიშა და მაშინვე მესიჯი მიწერა. მისამართი ჟვანიას კლინიკის იყო.
-ჟ...ჟვანიაში ვინ არის?-მაშინვე მანქანა მიატრიალა და გაზს ფეხი დააჭირა, მალე რომ მისულიყო. ერთი რაც იცოდა ტატო არ იწვა იქ, ნინო რომ ყოფილიყო მაშინ ვინმე სხვა დაურეკავდა. ვითომ დედამისს ჭირდა რამე? სხვა ვინღა უნდა ყოფილიყო ცუდად? რომ მივიდა შესასვლელი სულ სავსე დახვდა ხალხით. მანქანიდან გადავიდა და შიგნით შევიდა, სადაც ტატო და ნინო იდგნენ.
-რა ხდება? ვინ არის აქ?
-ელენე. ოღონდ არ ინერვიულო, გულის შეტევა ჰქონდა, ეხლა კარგად არის.
-გულის შეტევა?
-ხო, ელენეს ხო გული ყოველთვის ავად ჰქონდა. ეხა სტრესზე გაურთულდა.
-რაა? როდიდან?
-ბავშვობიდან ანუკი, არ იცოდი?
-არა... სად არის? ვერ ვნახავ?
-არა, არ გვიშვებენ. რეანიმაციაში, მაგრამ ფხიზლადაა. არ ინერვიულო.
-ტატო..როგორ არ მითხარი, რა არ ვიფიქრე გზაში-ანუკი სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში მოიქცია.
-იმიტო რო ავარიაში მოყვებოდი, ისედაც არ იცი ტარება. ესეთ რაღაცეებს ტელეფონით არ ყვებიან. და ეს ყველაფერი არ არი...
-რა ხდება?
-კომპანია გაკოტრების პირას არის, მამაშენს სახლი ჰქონია ჩადებული , დღეს მოვიდნენ ავეჯის წასაღებად, 1 კვირაში უნდა დაცალოთო. დედაშენი კინაღამ გაგიჟდა.არ იცოდა რო ვალები გქონდათ.
-ოხ ზურა...-ანუკიმ ამოისუნთქა-არც გადამიხედავს ფინანსური სიტუაციისთვის.. მაგრამ ალექსანდრეს ხო უნდა ეთქვა?
-მთავარია ბანკის ვალები დროზე გავისტუმროთ, სახლი რო არ დაკარგოთ. მაგას მე მივხედავ. მერე ცოტახანი ფირმის დახურვა მოგვიწევს, ისედაც ამ კორონას სიტუაციის გამო აღარ მუშაობდა სასტუმროები წესიერად. მაგის გამოც ჩავარდა მამაშენი ვალებში, პროსტა ნეტა ეთქვა რამე და დავეხმარებოდი. ჯერ ...-ანუკის გაეღიმა, ცოტა ხანში კი სიცილი დაიწყო-რა გაცინებს?
-არა... რა მაგარია... იქნებ ელენეც მიყვეს ეხლა ზურას და ვაფშე მაგარი იქნება.
-წადი ექიმს დაუძახე დედა, მემგონი შოკშია.
-დაწყნარდი ტატო, ნერვიულობს უბრალოდ-ნინო მის წინ ჩამოჯდა და ხელი ხელზე მოკიდა-ანუკი შემომხედე. დაწყნარდი, ყველაფერი აკრგად იქნება-ანუკი სიცილს არ წყვეტდა , ტატოს და ნინოს უყურებდა და კიდევ უფრო ეცინებოდა.
-რა იქნება ნინო კარგად? მესამე კვირაა აქედან ვერ გავაღწიე.. იქ ტონა ხალხი მელოდება, აქ კიდე ჩემი ოჯახის წევრები ერთი მეორეს მიყვებიან საიქიო ფართიზე.
-რეებს ლაპარაკობ, შენ დალაგებული ხო ხარ? -ტატოს ნერვები მოეშალა და სულ გაწითლდა-კაიფში ხარ?
-ხო, აეროპორტში კაიფში მივდიოდი. შემეშვით რა ცოტახანი და გაყარეთ ეს ვითომ ძალიან ახლობელი ხალხი, ვინც უნდა იყოს აქ უკვე აქ არის.
-როგორ არის ქალბატონი ელენე?-ვიღაც ახალგაზრდა გოგო მივიდა ნინოსთან, ანუკიმ გახედა და თითქოს ეცნო. ალექსანდრეს მიაკითხა ერთხელ ფირმაში.
-უი, ქრისტინე, რატომ შეწუხდი, კარგად იქნება ყველაფერი. ღმერთის წყალობით. ელენე ძლიერი ქალია-ნინო ღიმილით მიეგება და გადაკოცნა.
-რომ გავიგე ძალიან ვინერვიულე, ახლახანს ხომ ქმარი გარდაეცვალა. თქვენ ხომ კარგად ხართ?
-კი, კი. ჩვენ ყველანი კარგად ვართ. აი ჩემი ძმის შვილი კი მობრუნდა აეროპორტიდან, ვეღარ დაბრუნდა ამერიკაში სასწავლებლად.
-თქვენი ძმისშვილი, ანუკი? აქ არის?
-ანუკი, მამიდა მოდი აქ. ეს ქრისტინეა, ალექსანდრეს ცოლი.
რა ირონიული იყო არა? ალექსანდრეს ყოფილი და ახლანდელი ცოლი ერთმანეთს საავადმყოფოში ხვდებიან, სადაც ანუკის დედა წევს.
-გამარჯობა.
-ყველაფერი წარსულში დარჩეს, იმედი მაქვს ელენე მალე გამოჯანმრთელდება.
-მადლობა. თქვენ საიდან იცნობთ დედაჩემს?
-ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ფირმის გამო. ისიც ასე თუ ისე ჩართული იყო ამ საქმეში.
-და თქვენ რა გაკავშირებთ მამაჩემის ფირმასთან?
-ალექსანდრეს ვეხმარებოდი ხოლმე.. როცა არ ეცალა შეხვედრებზე მე დავდიოდი.
-გასაგებია. მადლობა , რომ მობრძანდით, მაგრამ დიდხანს არ შეგაყოვნებთ, დედა რეანიმაციაშია და არავის უშვებენ. რამე ახალს თუ გავიგებთ, ნინო აუცილებლად შეგატყობინებთ.
-კარგით, ნახვამდის. კიდევ ერთხელ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-ქრისტინე ძალიან საყვარელი, სასიამოვნო და ლამაზი იყო, ანუკი ვერ წარმოიდგენდა რომ ესეთი ადამიანი ალექსანდრეს ცოლი შეიძლება ყოფილიყო. მის წარმოსახვაში მისი მეუღლე იყო ცივი, მიზანმიმართული, კარიერისტი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ბიზნესი ადარდებს. ანუ ზუსტად ისეთივე ადამიანი, როგორიც ალექსანდრე იყო. რატომღაც ქრისტინესთან შეხვედრამ კიდევ უფრო გააღიზიანა, არ ესიამოვნა რომ ის მამამისის კომპანიაში მუშაობდა თანაც ელენესთან ერთად. ,,მე გავგიჟდი თუ ყველამ დაკარგა თავმოყვარეობის გრძნობა? შვილის ყოფილი ქმრის ცოლთან რანაირად უნდა იმუშაო საკუთარი ქმრის ფირმაში?''-ფიქრობდა ანუკი. ან იმის მერე რაც ალექსანდრემ მას გაუკეთა რანაირად მუშაობდნენ მისი მშობლები მასთან? კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი იყო, რომელზეც პასუხს ელოდებოდა, მაგრამ კითხვას არ აპირებდა.
-წადით თქვენ მიხედეთ საქმეებს. მე არ მაქვს ეხლა ბანკში სირბილის თავი.
-შენ აქ მარტო ხო არ დაგტოვებთ?
-არ ვიქნები მარტო. მძღოლი გამოუშვით მანქანაზე არ მინდა დაჯდომა, და მერე წამოვალ. ცოტახანი ვიქნები. ეს ხალხი კიდე გაყარეთ, სანამ გინებით წამოვსულვარ.
-კარგი, დამშვიდდი. ვეტყვით რამეს.
ტატო და ნინო წავიდნენ და ანუკი მარტო დარჩა კლინიკაში. ცოტახანში დიტო დაინახა , რომელიც მისკენ მიიწევდა.
-შენ მოიყვანე ალექსანდრეს ცოლი?
-ქრისტინე იყო აქ?
-ხო.
-არა, მე და ალექსი კარგა ხანია აღარ.. ვკონტაქტობთ.
-რატო?
-რატო და ლიზი.. ჩემი ცოლია.
-ყოჩაღ... მეტის ღირსია, ისიც და შენც. შენ სხვა კუთხით.
-როგორ ხარ?
ანუკის გაეცინა.
-სიგარეტი არ გაქ?-ორივე გარეთ გავიდა , დიტომ სიგარეტი მიაწოდა და მოწევა დაიწყეს.
-ეწევი ხოლმე?
-არა. ყოველ შემთხვევაში იქ არ ვეწეოდი. ბოლო პერიოდი შენ ძმაკაცთან მიწევდა შეხება და საერთოდ თავიდან დამეწყო ყველანაირი ნერვოზი. ამას ელენე და ზურაც დაემატნენ. დიტო... მემგონი სერიოზულად დებილი ვარ.
-რატო ამბობ მაგას?
-დიტო, ესეთი რაღაც დაგმართნია?... ადამიანი განადგურებდეს... ყოველ ჯერზე გიმტკიცებდეს რო არ უყვარხარ, შეურაცხყოფას გაყენებდეს, გახვედრებდეს რომ საერთოდ არ გიცნობს და შენ.. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გიყვარდეს?
-შენი აზრით მე და ლიზი რანაირად ვართ დღეს ერთად?-დიტოს გაეცინა და კიდევ ერთ ღერს მოუკდია-ვიზე ამბობ?
-ა.. ამერიკაში .. ერთი ბიჭია. ესე მგონია ვეზიზღები.
-უყვარხარ?
-ადრე შეიძლება ვუყვარდი. ეხლა არ ვიცი.. ვერც ვფიქრობ ვერაფერზე. როგორც კი რაღაც სხვაზე გადავიტან ყურადღებას, ან ვიღაც კვდება ან ცუდად ხდება. ან მე მემართება რამე. ელენემ იმდენი რამე გადაიტანა... და გვერდით არავინ ყავდა. ეხლა დედასაც რო რამე დაემართოს... შეიძლება ვერ გადავიტანო.
-არაფერი არ დაემართება. ელენე ძლიერი ქალია, ისევე როგორც შენ.
-მე ... მე საერთოდ არ ვარ ძლიერი. იმის ნახევარიც არ ვარ რაც დედაჩემია. იმის მეოთხედიც არ გადამიტანია..
-ანუკი, არ ვიცი რა გითხრა, იმის გარდა, რომ ეხლა არ უნდა ჩავარდე დეპრესიაში. აირჩიე რამე ერთი მიზანი და უბრალოდ სულ რაღაც აკეთე. მე სამსახური მშველის ხოლმე ეგეთ მომენტებში.
-როგორც ალექსანდრეს.
-და შენც. ბევრი რამ მსმენია შენი რესტორნების ქსელის შესახებ ამერიკაში, შთამბეჭდავია.
-მართლა?
-კი. საკმაოდ. როგორც კი ეს ვირუსი ამოწყდება, იქნებ დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, რამე მსგავსი რო საქართველოშიც გავაკეთოთ იმაზე?
-შეიძლება...
-რაც შეეხება იმ ბიჭს , ამერიკაში როა.
-არა, მაგაზე მართლა ვერ ვფიქრობ ეხლა. გთხოვ, არ მკითხო.
-ალექსანდრეს გულისხმობ?
YOU ARE READING
ანუკი
Romanceუსიყვარულოდ დაოჯახებული ანუკის და ალექსანდრეს, სიყვარულში გადაზრდილი, ცხოვრება, მრავალი სირთულითა და წინააღმდეგობით.❤ მოთხრობა აღებულია 4love.ge -დან