29

1.6K 97 3
                                    

ალექსანდრე სავარძელში იჯდა, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და მძიმედ სუნთქავდა. ანუკი ადგილზე გაშეშდა, მის რეაქციას აკვირდებოდა და უემოციო გამომეტყველებით აშტერდებოდა.
-ჩვენ... გავანადგურეთ ერთმანეთი. გესმის? ამიტომ ჩვენ შორის ვერანაირი სახის ურთიერთობა ვერ იქნება. გადმომეცი ჩემი აქციები და ყველა თავისი გზით წავა. აღარასოდეს მოგიწევს ჩემთან შეხვედრა.
-გაჩუმდი... შეგიძლია ორი წუთი რო მოკეტო!-ალექსანდრემ დაიღრიალა, თუმცა ანუკი მიჩვეული იყო მის ხმის ტონს და რეაქცია არ ჰქონია. ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა-არ მითქვამს რო წასვლა შეგიძლია.
-არ გითქვამს? ანუ?
ალექსანდრე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
-მაინტერესებს, რანაირად გეგმავდი ამ ყველაფერს? ბავშვი რომ გაჩნდებოდა სანდროს დაუძახებდა მამას, საქართველოში რომ ჩამოხვიდოდი და 5 წლის ბავშვს ჩამოუყვანდი შენ მშობლებს, რას იფიქრებდნენ? როგორ ახსნიდი ამ ყველაფერს? რო ქორწილის გარეშე გააჩინე სანდროსგან ბავშვი, ზუსტად იმის შემდეგ რაც მე დამშორდი. თუ ბავშვის ასაკს დამალავდი? და მე რომ ვნახავდი? საერთოდ ვერ მივხვდებოდი რომ მე მგავდა ? რანაირად წარმოგედგინა ეს ყველაფერი?
-არ ვიცი...
-და ოდესმე ბავშვს რომ სიმართლე გაეგო? რას ეტყოდი? შვილო იმიტომ არ გითხარი, რომ ეგოისტი ვარ და მინდოდა მამაშენი ჩემით ამერჩია?
-არ ვიცი რას ვა...
-და სანდროს რო ყელში ამოსვლოდა ოდესმე ჩემი შვილი, მიეტოვებინე, მერე რას იზამდი? მაშინაც დაუმალავდი ბავშვს ჩემ ვინაობას? არასოდეს ეტყოდი სიმართლეს?!! მიპასუხე!!
-არ ვიცი!! გესმის?! არ ვიცი რას ვიზამდი! ალექსანდრე პატარა ვიყავი, კარგი? შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? 18 წლის ვიყავი, უკვე ერთხელ განათხოვარი, ძლივს შანსი მქონდა რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო და შენთან დაბრუნება წარსულის ჭაობში დაბრუნებას და მომავლის საბოლოო განადგურებას ნიშნავდა. ახლა ისევ ვგრძნობ თითქოს ცალი ფეხით ამ ჭაობში ვდგავარ და ისევ იგივე მდგომარეობას ვუბრუნდები.
-ეგოისტი ხარ. ეგოცენტრულ ადამიანი ხარ, ალბათ არც იყავი შვილის ღირსი..ზუსტად შენნაირს გაზრდიდი.
ანუკის ბოლო სიტყვები გულში ჩაესო, ყველაზე დიდი შეურაცხყოფად მიიღო მისი სიტყვები და ისე რომ თვითონაც არ ელოდა, სახეში ხელი გაარტყა. ალექსანდრეს არაფერი აღარ უთქვამს. ცოტახანი ერთ ადგილას იდგნენ, ერთმანეთს უყურებდნენ, ბოლოს ანუკიმ უხეშად აუარა გვერდი და სახლში წავიდა.
***
სახლში უჩვეულო მხიარულება დახვდა, ზურას მეგობრები, ელენე , ნინო და ტატო სუფრასთან იჯდნენ და მომღიმარი სახეებით რაღაც ისტორიებს ყვებოდნენ. ანუკი ეცადა მაქსიმალურად ჩუმად ასულიყო ოთახში, რადგან არ უნდოდა ჩაეშალა სტუმრების მხიარულება. თუმცა ტატომ მაინც შეამჩნია და მისკენ გამოემართა, ოდნავ ნასვამი იყო.
-საით გაგიწევია საყვარელო ბიძაშვილო?
-მთვრალი ხარ?
-ცოტა, ცოტა. წამო დაჯექი, გაერთობი, გელა და ვანო მოვიდნენ , მაგარ რაღაცეებს ყვებიან მამაშენზე.
-ცოტახანში ჩამოვალ, გამოვიცვლი.
-რამე მოხდა?
-ძაან დავიღალე, კიდე კაი ხვალ მოაწერს ის ხელს და დამთავრდება ყველაფერი.
-კაი მიდი და გელოდებით.
***
და ძლივს დადგა მისი თავისუფლების დღეც. 6 საათიდან უკვე ფეხზე იყო და ემზადებოდა, ბარგი ჩაალაგა, ბილეთები იყიდა, ექიმსაც კი დაურეკა და გააღვიძა, ევედრა რომ დათანხმებოდა ფრენაზე. მანაც აღარ დააყოვნა, რეკომენდაციები მისცა და მგზავრობის ნება დართო თუ ამერიკაში თავიდან გაივლიდა ყველანაირ გამოკვლევას და გაუფრთხილდებოდა ჯანმრთელობას. ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ალექსანდრეზეღა იყო დამოკიდებული. ოფისშიც ყურებამდე ღიმილით შეაბიჯა, უკვე წარმოედგინა როგორ იჯდებოდა მამამისის კაბინეტში და განაგებდა მთელ ფირმას, როდესაც 5 წლის წინ ამის გამო ლამის მთელი სამოქალაქო ომი ატყდა. თუმცა როგორც ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა. ალექსანდრე იმ დღეს ფირმაში არ გამოჩენილა. ტელეფონი გათიშული ჰქონდა . ანუკიმ კი საღამოსთვის იყიდა ბილეთი და კიდევ ერთი დღე ვერ დარჩებოდა. ამიტომ ოფისში მიაკითხა, მაგრამ იქ არ დახვდა. უთხრეს სახლში დარჩა და დღეს არ მოსულაო. აი სახლში მისვლა კი რთული საქმე იქნებოდა. იქ ალექსანდრეს ცოლთან მოუწევდა შეხვედრა, რაც ორივესთვის უხერხული იქნებოდა. მაგრამ სხვა გზა არ იყო. მხოლოდ ეს ერთი უსიამოვნო შეხვედრა და ამის შემდეგ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც თვითონ ანუკი მოისურვებდა. ტაქსი გააჩერა და ალექსანდრეს სახლში მივიდა. კარი მისმა დიასახლისმა გაუღო.
-მობრძანდით, ბატონ ალექსანდრეს ძინავს.. გნებავთ გავაღვიძო?
-დიახ, უთხარით რომ საჩქარო საქმეა.
-და ვინ კითხულობს?
-უთხარით რომ მისი ბიზნეს პარტნიორია მოსული საჩქარო საქმეზე.
-კარგით, დაბრძანდით-დიასახლისი ჩქარი ნაბიჯებით ავიდა კიბეზე და ცოტახანში ალექსანდრესტან ერთად დაბრუნდა. ის საშინელ მდგომარეობაში იყო, თვალები ჩაშავებული, აწეწილი თმები, დაჭმუჭნული პერანგი ეცვა და კილომეტრიდან იგრძნობდით ალკოჰოლის სუნს, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა.
-რა გინდა?-კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ანუკისგან მოშორებით დაჯდა.
-საბუთებზე გაქ ხელი მოსაწერი და წავალ. დღეს უნდა მოსულიყავი კომპანიაში... გადაიფიქრე?
-რაში მჭირდება შენი ოჯახის ფირმა ? მომეცი.
ანუკიმ საბუთები და კალამი მიაწოდა და ისევ მოშორებით დადგა. მანაც მაშინვე მოაწერა ხელი და საბუთები ლამის ბურთივით ესროლა.
-შეგიძლია წახვიდე.
-სამსახურში არ წახვალ?
-ვერ გავიგე? ხო მიიღე რაც გინდოდა, გადი ეხლა ჩემი სახლიდან . თუ ეტლიც მოვაყვანინო?
-რითი დავიმსახურე შენგან ასეთი ლაპარაკი? ვერ ვხვდები კიდე იქით რანაირად ვარ დამნაშავე?
-არ მაინტერესებს. ნუ მაიძულებ რო ცუდად მოგექცე. აიღე საბუთები და წადი იმ შენ ამერიკაში თუ სადაც მიდიხარ. მიდი. ნახვამდის.
-ალექსანდრე... ვიცი რასაც გრძნობ, არ მინდა რომ იგივე შეცდომები დაუშვა, რაც მე.
-როდიდან გადარდებს ჩემი შეცდომები, რა გინდა ვერ გავიგე შემეშვი რა. ხო არ გინდოდა ჩემი თვალით დანახვა საერთოდ, ლაპარაკი და ასე შემდეგ ხოდა ეხლა შეგიძლია . წადი.
-დახმარება მინდოდა..
-არ მჭირდება. მადლობა დიდი. ნახვამდის, წარმატებები.
-კარგი... უბრალოდ... შეგიძლია რომ ეს არავის მოუყვე? არ მინდა ვინმემ რამე იცოდეს.
-მე ვის და რას მოვუყვები ეგ უკვე შენ არ გეხება. ან რა უნდა მოვყვე? ჩემმა ყოფილმა ცოლმა ბავშვი დამიმალა და ვიღაც ...ყ..ის შვილად აპირებდა გასაღებას, მაგრამ მერე იმან დატოვა, ამას მუცელი მოეშალა და მე ამ ყველაფერს 5 წლის მერე ვიგებ და საერთოდ ამას იმიტომ გიყვებით რომ რატო? რა აზრი ჰქონდა საერთოდ 5 წლის მერე ამ ყველაფრის მოყოლა ანუკი?
-შენ მთხოვე ...
-და როდიდან ... როდიდან... ან როდის ასრულებდი ჩემ თხოვნებს?
-თხოვნა და მოთხოვნა განსხვავდება ერთმანეთისგან.
-ნუ მეფილოსოფოსები. აი ამას, არასოდეს არ გაპატიებ. ბოლომდე საკუთარ თავს ვაბრალებდი ყველაფერს, ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე დავუნგრიე თქო ვფიქრობდი, შენ კიდე ისეთი რაღაცის გაკეთებას აპირებდი, რომ... ალბათ ჩვენი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, წამით არ დაგანახებდი.
-აი ზუსტად მაგიტომ არ ვაპირებდი არაფრის თქმას. ვიცოდი, რომ ბავშვს წამართმევდი. მე არ მინდოდა უკან დაბრუნება.
-კიდე ... ეგოისტი ხარ, შენ ბავშვზე როგორ უნდა გეფიქრა შენთითონ დღემდეც კი ბავშვი ხარ. მე იქ არ მინდოდა, მე ის არ მინდოდა. გესმის რას ლაპარაკობ? როდის უნდა გაიზარდო? როდის უნდა მიხვდე რომ ადამიანებს გრძნობები გააჩნიათ? ვინმეზე საკუთარი თავის გარდა გიფიქრია ოდესმე?
-კი.. და როგორც კი ეგ შეცდომა დავუშვი, სარეაბილიტაციო ცენტრში ამოვყავი თავი. და ვისი ბრალი იყო ?
-მე შენგან განსხვავებით საკუთარ შეცდომებს ვაღიარებ, შენ იმის თქმაც არ შეგიძლია რომ ბავშვზე წამით არ გიფიქრია. არც სანდრო არ გყვარებია არასდროს, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე რომ ცოლად გაყოლოდი და ჩვენი შვილი ერთად გაგეზარდათ. პათოლოგიური მატყუარა ხარ ანუკი, ძალიან საშიში ადამიანი. აქამდე თუ ჩემ თავს ვადანაშაულებდი ... ახლა შენი მადლიერიც კი ვარ, რომ შემიძლია წყნარად და მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება, რადგან ნათლად დამანახე შენი ნამდვილი სახე.
-კარგი... შეილება ეგოისტი ვიყავი, საშინელი ადამიანი, მინდოდა შენც ისე გტკენოდა როგორც მე . მაგრამ არ მითხრა, რომ ჩემ ადგილას შენ იგივეს არ გააკეთებდი. მე რომ საყვარელი მყოლოდა, შენ რომ ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული ყოფილიყავი, დარჩენილი ცხოვრება კი ამის ყურებაში უნდა გაგეტარებინა. თავმოყვარეობისთვის უნდა გადაგებიჯებინა, საკუთარი თავისთვისაც, მეგობრები უნდა დაგევიწყებინა. ბოლოს შენი თავის განადგურებაზე გადასულიყავი, და არასოდეს გაგიჩნდებოდა შურისძიების სურვილი?
-არა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვს შეეხებოდა. პატარა ბავშვს, რომელმაც არაფერი დააშავა. შენ ხვდები საერთოდ რა გააკეთე?
-შენ... შენ ბავშვის დაკარგვას.. მაბრალებ?
-აბა ვისი ბრალია? შენი სულელური იმპულსები რომ არა...
-ვერ ვიჯერებ... ვერ ვიჯერებ რომ ზუსტად ისეთივე უემოციო ცხოველი ხარ, როგორიც ადრე იყავი. ყოველდღე ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენნაირ ადამიანთან არ მიწევს მთელი ცხოვრების გატარება. კიდევ კარგი ლიზიმ თავი დააღწია ამ ჭაობს.
-ჭაობს? ჭაობი მე ვარ?
-კი. და პირველ რიგში შენ თავს ითრევ მაგ ჭაობში და მერე სხვა ყველა დანარჩენს. შენ რომ ადამიანებს ისე არ უყურებდე როგორც თოჯინებს, ჩვენ აქამდე არ მოვიდოდით. მე შენი ცოლი არასოდეს არ გავხდებოდი და ჩვენი შვილიც არ აგებდა პასუხს ჩვენი შეცდომების გამო.
ალექსანდრემ სიცილი დაიწყო, კარადიდან ვისკი გამოიღო და ჭიქაში დაისხა, თან სიგარეტის კიდევ ერთი ღერი ამოიღო და მოწევა გააგრძელა.
-იცი რა მაინტერესებს, ნეტა ყოველთვის ასეთი თვალთმაქცი იყავი და მე ვერ ვამჩნევდი, თუ ეხლა გახდი? მოდი ავღნიშნოთ შენი წასვლა გინდა? თუ უი მოიცა... შენ არ შეგიძლია.
-არაკაცი ხარ.. და მეტი არაფერი. ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში შენ ცოლთან ერთად.
-ერთ რაღაცაზე მიპასუხე.
-რა გინდა
-ღირდა ეს ყველაფერი ამად?
-რას გულისხმობ?
-შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი. შენ კიდე მთელი თბილისის წინაშე დამამცირე . მამაშენთან სალაპარაკოდაც მზად ვიყავი. რატომ?
-რატომ გაგიკეთე ეს? სიყვარულს საოცარი ძალა აქვს. ერთი პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია რომ ეს გრძნობა ზიზღში გადაიქცეს, მით უმეტეს პატარა ეგოისტი გოგოსთვის, რომელიც საკუთარი თავის გარდა არაფერზე და არავიზე არ ფიქრობს. და მართალი ხარ, შეიძლება არც მყვარებიხარ. რადგან ადამიანი თუ მთელი გულით გიყვარს-ანუკი მისკენ შეტრიალდა და ოდნავ მიუახლოვდა-მას ვერასოდეს.... ვერაფრით... ვერც ერთი მიზეზის გამო.. ვერ გადაიყვარებ.
-ანუ არ გყვარებივარ და არც გიყვარვარ. გეზიზღები და ვერ მიტან. მაგრამ შურისძიების წყურვილი დღემდე გახრჩობს და მაინც ვერ მოითმინე რომ არ მოგეყოლა შენი ტანჯული ცხოვრება, ელოდებოდი რომ მუხლებზე დავიჩოქებოდი და პატიებას შეგეხვეწებოდი. მერე რა მოხდებოდა?
-მე შენგან არაფერს არ ველოდები. და მე არ მინდოდა არაფრის მოყოლა. თუ ამის სურვილი მექნებოდა 4 წლის წინ ჩამოვიდოდი და დაგენახებოდი ისეთ განადგურებულ მდგომარეობაში, რომლის გამოც თვეები გავატარე კლინიკაში. არ ვიცი რატომ ვდგავარ აქ და გიხსნი ამ ყველაფერს. არ ველოდები რო რამეს გაიგებ და არც არის საჭირო. არ ვითხოვ წამებულად აღიარებას. უბრალოდ მინდა რომ სადმე რომ შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენი ქცევა ხალხის სალაპარაკო არ გახდეს.
-არ გახდება.
-ფრენა მაქვს მალე. უნდა წავიდე.
ალექსანდრემ კიდევ ერთი ღერი აიღო და მოუკიდა.
-იცი რა მინდა რო გახსოვდეს? ყოველ ჯერზე, რამდენჯერ ვინმე შეგიყვარდება, არ დაგავიწყდე. მოუყევი ჩემზე და იმაზე თუ როგორ მომექეცი , მხოლოდ მერე თუ კიდე დარჩებიან შენთან და ისეთს მიგიღებენ როგორიც ხარ და არა ჩანხარ, აუცილებლად ცოლად გაყევი-ცინიკურად გაუღიმა, გასასვლელთან მივიდა კარი გაუღო, თავი დაუკრა და ხელით მიუთითა რომ წასულიყო.

ანუკიWhere stories live. Discover now