11

2.1K 114 0
                                    

საღამოსთვის ისევ ის თეთრი კაბა ჩაიცვა, ძალიან მოსწონდა. ოდნავ მაკიაჟი გაიკეთა, ფეხზე ქუსლებიანი ჩაიცვა, ხელზე საქორწინო ბეჭედი გაიკეთა, რომელსაც ძალიან იშვიათად ხმარობდა და ოთახიდან გავიდა.
-მზად ვარ-ანუკიმ ალექსს გაუღიმა. ალექსანდრე წამით გაშეშდა, ანუკის თვალიერებას შეუდგა, შემდეგ უცებ მოვიდა გონს და ანუკისთან მივიდა.
-ეს ჩემგან-საჩუქარი გაუწოდა.
-ჯაჭვია უეჭველი ხო? რო მიმაბა საწოლს და ვაფშე სუ აქ ვიყო, ვალაგო, საჭმელი გიკეთო...
-დაახლოებით. ყელსაბამია,მაგრამ თუ გინდა ჯაჭვი დაუძახე.
ანუკიმ ნელა ამოიღო პატარა ყუთი, გახსნა და გაეღიმა.
-მართლა ყელსაბამი ყოფილა.
-დამდებ პატივს და ამ საღამოს გაიკეთებ?
-გიჟი ხარ? კლუბში?
-ხომ. კლუბის მერე, შენებმა გვთხოვეს რომ რესტორანში წავსულიყავით.
-კაი, მარა მე ერთი საათი შეგპირდით. მერე გავიკეთებ, მართლა მომეწონა. მადლობა. მაგრამ გვეჩქარება-ანუკიმ ეს ყველაფერი ისე უთხრა როგორც ნებისმიერს რომელიც საჩუქარს ჩუქნიდა დაბადების დღეზე. და არა ისე როგორც ქმარს. ალექსმა კარი გააღო და ორივე კლუბში წავიდნენ. ალექსმა საერთოდ დაახურინა, რომ მხოლოდ ანუკი, მისი მეგობრები და თვითონ ყოფილიყვნენ. ტატოს სურპრიზის გაკეთება სურდა და სხვებიც დაპატიჟა, ანუკის უახლოესი მეგობრები, ბევრი მისი კლასელიც იყო. ბევრი იმ საღამოს არ დაულევია, ბოლომდე ისიამოვნა, შემდეგ კი ყველა დაიშალა, ალექსი და ანუკი კი ზურასთან წავიდნენ. უკვე გვიანი იყო, მაგრამ ალექსმა თხოვა ცოტახნით მაინც გავიდეთო. ანუკისაც ეზარებოდა მასთან კამათი და დათანხმდა.
-ანუკი, როგორ მომენატრე-მამიდამისი კარებშივე შეეგება და ჩაეხუტა-გილოცავ ჩემო გოგო.
-მადლობა, ნინო. მარტო შენ გამო თუ არ მოვედი დღეს რა. და შენი შვილის გამო. მიუხედავად იმისა რო ძმაკაცებთან ერთად სადღაც წავიდა და დამტოვა.
-ბევრი დალია?
-არ ვიცი, ნინო.
-კაი, შენ ალექსი ხარ ხომ?-ნინომ მხოლოდ ეს უთხრა და გატრიალდა. ის ანუკის მხარეზე იყო. ანუკი და ნინო ყველაზე ახლოს იყვნენ, პატარაობიდანვე გიჟდებოდა ანუკი მამიდამისზე, რადგან სხვა ნათესავებიდან ვერავინ უგებდა. შიგნით როდესაც შევიდნენ, ბევრი ხალხი დახვდათ. იუბილარის დანახვაზე ყველამ არეულად გილოცავს ყვირილი დაიწყო, თან ტაშის დაკვრა. ანუკის თვალებში ცეცხლი აენთო, სულ ერთი საათით აპირებდა მოსვლას, სტუმრების კი არა მშობლების ნახვაც არ სურდა. მაშინვე გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ ალექსმა ხელი ჩასჭიდა.
-სად მიდიხარ?-ჯერ მშვიდად ჰკითხა.
-სადაც! ხელი გამიშვი!
-ხო შევთანხმდით რომ ერთი საათი დარჩებოდი?-არ შევთანხმებულვართ ოთხას ადამიანზე!!
-ნუ ყვირიხარ!-ალექსმა ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და კარი მიიხურა-არ ვიცოდი თუ ვინმე იქნებოდა, არაფერი არ უთქვამთ შენებს. ხო ხედავ შენმა ტატომაც არ იცოდა.
-ალექსანდრე, აქ მე არ დავრჩები.
-დარჩები, თან როგორ დარჩები. ყველას სათითაოდ მიესალმები, მადლობას გადაუხდი მოსვლისთვის, საჩუქრებს ღიმილით გამოართმევ! და მოიქცევი ისე როგორც ჩემ ცოლს შეეფერება.
-და თუ არა?
-დამიჯერე, მაგის გაგება ნაღდად არ გინდა.
-ალექსანდრე, ძაან გთხოვ წავიდეთ.
-ამის დედა შევე*ი! ანუკი! არ არის საკმარისი ერთხელ ნათქვამი? ორჯერ არ გავიმეორებ. ძალით გაგათრიო როგორც ორი წლის ბავშვი?!!! რატო მაიძულებ?!-კედელთან მიიყვანა და მიაბჯინა, შემდეგ ხელი უფრო მაგრად მოუჭირა-რადგან შუბლზე იარაღს არ გადებ როგორც მამაშენი აკეთებს, არ ნიშნავს რომ მასზე ნაკლები ვარ. მეტიც. ეხლა დროზე, გახვალ იმ ოთახში, თუ არადა ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ.
-რას იზამ მცემ?
-ანუკი!!!-იმხელაზე დაიღრიალა ალბათ ყველამ გაიგო. ანუკის შერცხვა, ხელი უხეშად მოაშორებინა და ოთახიდან გავიდა, ალექსიც თან გაყვა. ანუკი მართლაც ყველას მიესალმა, მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და ასე შემდეგ... მხოლოდ მამამისს ახლოსაც არ გაკარებია. ყველანაირად ცდილობდა თავი შორს დაეჭირა.
-ანუკი, ვერ დავიჯერებდი შენ თუ ალექსანდრე ბექაურს გაყვებოდი. მე და შენი ძმა ალექს, პატარაობიდან ერთად ვიზრდებოდით, არა მგონია გახსოვდე-ანუკის მამის ბიძაშვილთან ლაპარაკი ჰქონდა გაბმული ალექსს. დაახლოებით 25 წლის გოგონა იქნებოდა, მართლაც გიორგისთან ერთად იზრდებოდა. ამ ოჯახს კარგად იცნობდა, დიდიხანი ალექსზე ჰქონდა თვალი დადგმული. ანუკიმ დაინახა როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს და მათთან მივიდა. მას ქეთისთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონდა.
-ალექს, დავიღალე. წავიდეთ რა.
-ცოტახანიც, თურმე მამაშენის ბიძაშვილი ჩემ ძმას იცნობდა.
-ხომ? არ ვიცოდი.
-ისე, რაღაცნაირად არ უხდებით ერთმანეთს. მაგრამ სიყვარული ხომ ყველაფერია. მართლა გიყვართ ხომ ერთმანეთი?
-რა არ გჯერა?-ანუკიმ გამომწვევად შეხედა ქეთის.
-როგორ არა... მაგრამ რავიცი აბა. მიდი, აკოცე რა. ბავშვი ხო აღარა ხარ, დღეს უკვე 18წლის გახდი.
-ხალხში, ესეთი ქცევა მიუღებელია-ანუკიმ ღიმილით და მშვიდად უპასუხა.
-შენი დაბადების დღეა, ხალხი გაგვიგებს-ალექსმაც გაუღიმა. ანუკიმ ლამის ძვლები ჩაუმტვრია ისე გაჰკრა იდაყვი.
-სწორს ამბობს, ნუ თუ არ გიყვარს... გასაგებია. ან არ გქონიათ სიახლოვე... მაგრამ რა ჩემი საქმეა.
-გეთანხმები ქეთი, არანაირად არ არის შენი საქმე, მაგრამ ერთს გეტყვი. მე და ალექსს თავდავიწყებით გვიყვარს ერთმანეთი-ცოტაც და ანუკიც ალბათ რამეს გადაამტვრევდა ქეთის თავზე. ალექსი მიხვდა და ხელი ხელში გაუყარა, ოდნავ მოუჭირა, რომ დამშვიდებულიყო.
-ნუნუკა, ჩემო ცხოვრება.
-რა ნუნუკ....-ანუკის უკვე ყელში ჰქონდა ეს ყველაფერი ამოსული, ალექსი კი ერთობოდა-ხო საშიკო?
-ჩვენ ხომ თავდავიწყებით გვიყვარს ერთმანეთი, მოდი დავივიწყოთ რომ აქ ვართ და მივეცეთ გრძნობებს.
ქეთი უკვე უხერხულად გრძნობდა თავს, რადგან ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. უნდა გახარებოდა ალექსის ესეთი რეაქცია თუ პირიქით?
-ხომ... მე დაგტოვებთ.
-არ არის საჭირო, ქეთი. მე დავიღალე, დაცვას ვეტყვი და წავალ. ნახვამდის საყვარელო-ხელი მოაშორებინა და გარეთ სირბილით გავიდა. უკვე სუნთქვა აღარ შეეძლო. იმდენად აღელვებული და გაბრაზებული იყო. სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.
-ყ*ე-ჩაიკუზა და ტირილი დაიწყო-ადრე თუ გვიან მაინც აგებს პასუხს... ყ*ე....
ამ დროს ალექსანდრეც გამოვიდა.
-ანუკი, რა გჭირს? საყვარელო?
-მთელი არსებით მეზიზღები. მეზიზღება ყველაფერი... რაც შენ გეხება. შენი სუნთქვაც მაღიზიანებს... იმდენად ამაზრზენი ხარ ჩემთვის..
ალექსანდრე გაშეშდა, ვერ მიხვდა რატომ გამოიწვია მასში ესეთი გაღიზიანება.
-წეღან ქეთის... გამო გაბრაზდი?-ოდნავ გაეღიმა-ანუკი, ხო ვღადაობდი.
-არა... მეზიზღები. შენ წამართვი ყველაფერი. თავისუფლება... სანდრო... მეგობრები... შენ გამო ოჯახს არ ველაპარაკები. რა საჭიროა ეს თვალთმაქცობა? ყოველ დღე მიდიხარ ლიზისთან, ტყ*ავ, მერე მოდიხარ ჩემთან ვითომ გაინტერესებს როგორ ვარ. ხან ლიზის ტკენ გულს... ხან... რაც გინდა ის გააკეთე, არ იყავი ვალდებული რომ ჩამოსულიყავი ჩემ დაბადების დღეზე, არავის არ უთხოვია. ჯანდაბაშიც გზა გქონია-წამოდგა, სახე მოიწმინდა და მანქანისკენ წავიდა, მაგრამ ალექსმა ხელი ჩაავლო, მისკენ შემოაბრუნა და მოულოდნელად აკოცა. ანუკიმ მაშინვე მოახდინა რეაგირება, მოიშორა თავიდან, შიგნით შევარდა და მის ძველ ოთახში შეიკეტა. ალექსანდრე არ გაკიდებია, გარეთ იდგა. ანუკი სიმწრისგან ტიროდა, მაგრამ ალექსანდრეს არც ერთი წამი არ უნანია. იცოდა რომ ეს უბრალოდ ანუკის ბავშვური გამოხტომა იყო. იმ მომენტში მას თავის შეკავება არ შეეძლო, როდესაც ანუკი ესეთი უსუსური დაინახა...-ანუკი, კარი გააღე. ნინო ვარ.
ანუკიმ კარი გააღო და ისევ საწოლში დაწვა.
-მამიდა, რა დაგემართა?
ანუკიმ არაფეირ უპასუხა.
-მეზიზღება-მხოლოდ ეს თქვა და ტირილი განაგრძო-მთელი გულით... მეზიზღება.
ნინომ კარი მიიხურა და ანუკის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე და გაეღიმა.
-ალექსანდრე ხომ?
-ნუ მიხსენებ მის სახელს-თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და ტიროდა.
-მამიდა, მე მაინც რატო მატყუებ? ან შენ თავს?
-ამაზრზენი... უტაქტო... ცხოველი...
-გინდა ამაღამ აქ დარჩი? შენებს ვეტყვი რომ ჩაგეძინა. არამგონია წინააღმდეგი იყოს რომელიმე.
ანუკიმ პასუხის ნიშნად თავი დაუქნია.
-როგორც ადრე ვაკეთებდით ხოლმე, მოვიტან კომპიუტერს, ტკბილეულს და ფილმს ვუყუროთ ხომ? გამოგიკეთებს ხასიათს.
ამაზეც არაფერი უპასუხია, ისევ თავი დაუქნია.
-და სახე ჩამოიბანე, მაკიაჟი სულ აგეთხაპნა. მიდი-ნინო წამოდგა და ოთხიდან გავიდა. უცებ ანუკის ტელეფონზე დაურეკეს. ალექსი იყო. ანუკიმ ტელეფონი გამორთო და აბაზანაში შევიდა. სახე ჩამოიბანა და ოთახში გამობრუნდა. მონატრებული ჰყავდა მისი ოთახი, სადაც უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე გარეთ. ფანჯრის რაფაზე შემოჯდებოდა, ესე შეეძლო საათობით ყოფილიყო. სიმშვიდე უყვარდა. არ შეეძლო ხმაურის ატანა. გარეთაც მარტო უნდოდა ხოლმე სეირნობა, მაგრამ არავინ აძლევდა უფლებას. ახლა კიდევ უფრო ჩაკეტილად გრძნობდა თავს. ყველას ემორჩილებოდა, ყველაფერს უსრულებდა... ხვდებოდა რომ ნელ-ნელა კარგავდა იმ ყველაფერს რითიც ცხოვრობდა. ენერგია რომელიც ამ ყველაფერთან გამკლავებაში ეხმარებოდა იცლებოდა, მის აღდგენას კი უფრო მეტი დრო დაჭირდებოდა ვიდრე ანუკის წარმოედგინა. ცოტახანში მამიდამისიც შემოვიდა. ჯერ ფილმს უყურეს, შემდეგ მთელი ღამის განმალობაში ლაპარაკობდნენ სხვადასხვა თემებზე. გვიან ღამით კარზე კაკუნი გაისმა და ტატო შევიდა.
-არაა, სახე რატო გაქ დასიებული ჩემო ცხოვრება?-ფეხზე გაიხადა და ანუკის გვერდით წამოწვა.
-დაანებე თავი, ჩემ ლამაზ გოგოს.
-ვინ თქვა რო ლამაზი არაა? უბრალოდ ერთი შეგეშალა ნინო, ეს ჩემი ლამაზი გოგოა.
-აბა კიი.
-აბა, რაზე ლაპარაკობთ? შენი ქმარი გინდა დავჭრა? მანქანით გადავუარო? ამოირჩიე, თუ ვცემო. აა ვაფშე მოვაჭ...
-ტატო. გეყოფა-ნინომ გააჩერა-ისე ვლაპარაკობდით.
-აუ დარჩით რა ორივე დღეს აქ-ანუკიმ თხოვა-დილამდე ან რავი. არ მინდა მარტო ყოფნა.
-ვინ გტოვებს, ადრე გახსოვს, მე და შენ რო ჩუმად პატარა სახლს ვაწყობდით, საბნებისგან და ბალიშებისგან და რო ვლაპარაკობდით, დილამდე. ნინო, შენ რო შემოდიოდი და ტვინი მიგქონდა, დროზე დაიძინეთო.
-როგორ არ მახსოვს.
დილამდე მართლაც ლაპარაკობდნენ, სანამ ტატოს და ანუკის არ ჩაეძინათ. ნინომ ორივეს გადააფარა საბანი და შემდეგ თავის ოთახში გავიდა.

ანუკიWhere stories live. Discover now