ალექსანდრე არ უსმენდა, გარშემო მყოფებს აკვირდებოდა, თუ როგორ აჩერდებოდნენ მათ. ხალხში ლიზი შეამჩნია, რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ტირილს ძლივს იკავებდა. ალექსს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ზურას არ უნდა დაენახა ისინი ერთად, მხოლოდ მაშინ მიხვდა ანუკის ესეთი თავაზიანობის მიზეზს. როგორც იქნა ზურამ დაამთავრა ლაპარაკი, შემდეგ კი მის შვილს და ალექსს მიუბრუნდა.
-თქვენ გაგიმარჯოთ-ზურა თითქოს რაღაცას ელოდებოდაო სანამ უყურებდა. ანუკი მიხვდა, ალექსანდრეს სახეზე ხელი მოკიდა და მოწყვეტით აკოცა. როდესაც ალექსანდრე გონზე მოვიდა ლიზა აღარსად არ ჩანდა. მის საძებნელად გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ზურამ შეაჩერა და ცალკე დაუწყო ლაპარაკი.
-ვამაყობ შენით, როგორ მოახერხე რომ აქ მოიყვანე?
-ხო... თვითონ მთხოვა. ზურა, ორი წუთით დაგტოვებთ.
-არა, შენთან ბიზნესზეც მაქვს სალაპარაკო. კომპანიის 40%-ის შენ სახელზე გადმოფორმება მინდა, ჩემი...
-ბატონო ზურა, მართლა მეჩქარება. ეხლავე დავბრუნდები-შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა და პარკინგისკენ აიღო გეზი. ზუსტად მის მანქანასთან იდგა ლიზა.
-აქ რა გინდოდა?-ალექსმა ჰკითხა.
-მე რა მინდოდა?! მეფიცებოდი რომ თქვენს შორის არაფერი იყო! ჩვენ შვილს იფიცებდი ალექსს დღეს! ეხლა მოვდივარ და რას ვხედავ...
-როგორ მოხვედი?
-ნუ ისულელებ თავს, ყველაფერი კარგად იცი.
-ლიზა, ეს უბრალო დადგმა იყო, ხალხისთვის.
-თავიდანვე ისე შემოხვედით, ისე შესციცინებდით ერთმანეთს თვალებში... მე გოგო ვარ და ვიცი როდესაც გოგოს მოსწონს ბიჭი, თუ როგორ უყურებს მას. ანუკის შენ უყვარხარ, და მემგონი შენც არ ხარ მის მიმართ გულგრილი.
-რეებს ბოდავ, ხო იცი რო..
-არ ვიცი, უფროსწორად აღარ ვიცი-ლიზამ ცრემლები მოიწმინდა.
ალექსანდრე მიუახლოვდა და წელზე შემოხვია ხელი.
-ჩემი ბრალია, ადრე უნდა დაგშორებოდი. შვილს მარტო გავზრდი, ჩემ გვარს მივცემ. საერთოდ წავალ და ვერ ნახავ.
-გეხვეწები წამო სადმე გავიდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ. ეხა ანერვიულებული ხარ, თან ჰორმონებიც...
-არ მაქვს სურვილი შენთან ლაპარაკის. ყოველ შემთხვევაში ეხლა.
-დაცვას გამოგაყოლებ რომ სახლამდე მიგიყვანონ.
-არაფერი არ მჭირდება. გთხოვ მომეშვი და მაცადე ცოტახანი... საერთოდ არ გიტყდება? იმ გოგოსთან? მას მემგონი მართლა უყვარხარ შენ კიდე მე თუ გიყვარვარ ანუ იმას ეთამაშები? ამის მერე რა ადამიანი ხარ.
-აუ ეხა შენ არ დამიწყო რა, ვითომ გეცოდება.
-მეცოდება ალექსს! კაცმა იცის შენ გამო რეები გადაიტანა!! და ჩემ გამო... ჯანდაბა...
-ლიზა.
-არ მომეკარო. რაც გინდა ის ქენი, შენი დანახვაც არ მინდა-მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ალექსანდრე გიჟივით შევარდა შიგნითდა ნუკი მოძებნა.
-მივდივართ.
-რატო?
-ლიზის შენ დაურეკე?
-ლიზი აქ არის?
-თავს ნუ იდებილებ-უცებ ხელი ჩაავლო.
-ალექსანდრე რეებს ლაპარაკობ, ლიზის სულ რო ნდომებოდა სტუმრების სიაში არ ეწერა ვერც მოვიდოდა.
-თუ შენ არ ჩაამატე.
-ვაუ, ბრავო. წამით მაინც დაფიქრდი იმაზე რომ მე ლიზის აქ ყოფნა არ მაწყობდა? რომ თავმოყვარეობას ბოლომდე გამინადგურებდა? რო ყველას თვალში დამცირებული ვიქნებოდი? და თან აქ მედიაა, სკანდალი ატყდებოდა. წარმოდგენა არ გაქ რა ამაზრზენი ხარ, ალბათ გაგიტყდა ლიზამ ერთად რო დაგვინახა და შენც პირდაპირ დაიწყე დამნაშავის ძებნა, რეალურად კი არასდროს არ უშვებ იმ ფაქტს რომ რაღაც შენ გააკეთე არასწორად. იცი, მე მეცოდება შენი შვილი, რადგან ესეთი მამა ეყოლება.
-გეყოფა, მივდივართ.
-აი მე არსად არ მივდივარ, შენ ჯანდაბაშიც გზა გქონია, ძლივს მამასთან ნორმალური ურთიერთობა დავამყარე-ოფიციანტმა გამოიარა, ანუკი ხელი დაავლო ჭიქას, მაგრამ ალექსანდრემ გამოართვა და ისევ ფოდნოსზე დადო.
-ეს...-დაეზარა ნოტაციების კითხვა, ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა-აქ მარტო უნდა დაგტოვო რო ლოთად დამიბრუნდე სახლში? ეხლავე, სულ მაგ ჭკუაზე ვარ.
-ერთი ჭიქა არაფერს არ შვება.
-ძაან მეზარება ლექციების კითხვა, ხვალ გათენდება მერე იმდენს წაგიკითხავ რამდენსაც გინდა. და ბოდიშსაც მოგიხდი.
-ბოდიშს დღესაც მივიღებდი.
-კარგი ანუკი, მაპატიე. მაპატიე ყველაფრისთვის, არ მეგონა თუ ესე გტკენდი გულს, იმ ბავშვის გამოც მაპატიე, მერე დღევანდელისთვის, საღამო რომ ჩაგიშალე. და საერთოდ ყველაფრისთვის რაც დავაშავე ამ 5 თვის განმალობაში, აქედან არაფერს არ იმსახურებდი.ესეთი ბოდიში მოსულა?
-მოსულა არა, ძველი ბიჭი ხარ? მიღებულია, მაგრმა გულწრფელი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. კაი დაიკიდე-ანუკი მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდნენ. გზაში როგორც ყოველთვის არცერთს არ ამოუღია ხმა, ისევ რეზის დარეკილმა დაარღვია სიჩუმე.
-ხო რეზი?
-წახვედი ესე მალე?
-ჰო.
-იმოქმედა?
-შენც გითხრეს ხო? ნინის ენას პირში ვერ გააჩერებინებს ადამიანი. დაახლოებით. ეხა მანქანაში ვარ მერე მოგიყვები.
-კაი, სხვა რამის გამო გირეკავ. ტატო ვნახეთ, ეხა მოვიდა.
-ჰაა?
-ხო, მამაშენს ელაპარაკება.
-ჯანდაბა... უნდა დავბრუნდე.
-არა, ხვალ დაელაპარაკე. ეს ისე გითხარი, რო გეგონა რო უცხოეთში იყო წასული.
-ცოტახნით მაინც რო დავრჩენილიყავი.
-აქ მაინც ვერ დაელაპარაკებოდი, სუ ბიზნესმენებთან ერთად ზის. ჩვენ წამითაც ვერ დაველაპარაკეთ.
-ხო... აუ ოღონდ ხვალ ეგ დამაჭერინა და.
-კაი წავედი, აბა შენ იცი.
-კაი, მიდი-შემდეგ გათიშა.
-რა ხდება?
-ტატო დაბრუნდა. კომპანიაშია, მამაჩემს ელაპარაკება. ცოტახნით რო დავრჩენილიყავი ხო დავიჭერდი არა.
-ხვალ დაელაპარაკები.
-ნეტა ვიცოდე რატო არ მელაპარაკება...
ალექსანდრე დაახლოებით ხვდებოდა მიზეზს, მაგრამ არ უნდოდა ეთქვა. მას ეგონა რომ ტატო იმ სურათის შემდეგ რაც ბაკურიანში ნახა... ოდნავ შოკირებულ მდგომარეობაში იყო და ასევე ნაწყენი იყო ანუკიზე ესეთი რამ რო ჩაიდინა. ან თვითონ ალექსზე რადგან მის გამო მოხდა ე ს ყველაფერი და ანუკი კიდე მასთნა იყო. ბევრი ვერსია ჰქონდა, მაგრმა ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებოდა მასთან. ამიტომ ჩუმად იჯდა და უბრალოდ უსმენდა. ცოტახანში სახლშიც მივიდნენ, ორივე სამზარეულოში შევიდა რადგან შიოდათ.
-მე გავაკეთებ რამეს.
-შენ? იცი რამის კეთება ვაფშე?
-... კარტოფილის.
-კაი, ოღონდ არ დაწვა.
-კარტოფილი გვაქ?-ანუკიმ მაცივარი გამოიღო.
-ისე კარტოფილს მაცივარში არ ვინახავთ...
-ხო, აქ ტყემალს ვეძებდი...
-რათ გინდა, ჯერ ხო მზად არ არი.
-აუ გეყოფა, ვიცი როგორც უნდა გავაკეთო. ხო, ოღონდ კარტოფილი არ გვაქვს. რამეს ვჭამთ სახლში ოდესმე?
-არა. რამე მაინც არი?
-კვერცხი. გეხვეწები ყიყლიყოს შეგიწვავ რა.
-რა ყიყლიყოს კვერცხი შეწვი ან გამოიწიე და მე მაცადე.
-აუ ძაან გთხოვ, იცი რა გემრიელიაა.
-ვიცი, ნაჭამი მაქვს.
-რა იყო ზედმეტად დიდი ხარ რო ყიყლიყო ჭამო?
-კაი გააკეთე.
-იმედია პური მაინც გვაქ-ანუკიმ საჭმლის კეთება დაიწყო.
-ჩვენ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. მე სულ გვერდით არ გეყოლები რო სასმელის დალევის უფლება არ მოგცე...
-არც არის საჭირო, იქ ვიღადავე არც ვაპირებდი დალევას.
-ეგრეც რო არ ყოფილიყო, იმედი მაქ რო შენთითონ აცნობიერებ ყველაფერს. მართლა იმიტო არ გეუბნები რო აი რაღაც აგიკრძალო. უბრალოდ.
-გინდა დამაჯერო რო ჩემზე ნერვიულობ. არ არის საჭირო. საკმარისად მყავს ადამიანები რომლებიც ჩემზე ნერვიულობენ.
-რა საჭიროა ყოველთვის ესეთი სწერვობა?
ანუკი უცებ შემოუბრუნდა, სახეში მიაჩერდა და ოთახში გავარდა.
-ალექსანდრე ყველაფერს სულ როგორ უნდა აფუჭებდე-თავში ხელი წამოირტყა და გაზთან მივიდა-იქნებ გამოსწორება ვცადო... საჭმლის კეთება დაამთავრა, მაცივარში ძლივს იპოვა რაღაც წვენი, ჭიქაში დაუსხა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ფოდნოსზე დადო. ძალა მოიკრიბა და მის ოთახთან მივიდა და დააკაკუნა.
-ყიყლიყო გაგიკეთეე.
YOU ARE READING
ანუკი
Romanceუსიყვარულოდ დაოჯახებული ანუკის და ალექსანდრეს, სიყვარულში გადაზრდილი, ცხოვრება, მრავალი სირთულითა და წინააღმდეგობით.❤ მოთხრობა აღებულია 4love.ge -დან