ჩემი სახლიდან ავტობუსის პირველ გაჩერებამდე რომ მივიდე, რვა წუთი მჭირდება. ხო, წამზომით დავითვალე. თუმცა ამჯერად იქ მისასვლელად თხუთმეტი წუთი დამჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაწყვეტილებისკენ მივდივარ, ფეხები მაინც უკან მრჩება.
გაჩერებაზე ჩავდივარ. ავტობუსების განრიგის მაჩვენებელი დაფა მაუწყებს, რომ ტრანსპორტი, რომელიც მე მაწყობს ცხრამეტ წუთში მოვა. ღმერთო, ჩემო, არ არსებობს. ყველაფრის მიუხედავად დაგვიანება არ მინდა. არა-და მაჩვენებლის თანახმად ათი წუთით დაგვიანება არ ამცდება. იმედი მაქვს, დღეს სასწაული მოხდება და საცობები არ იქნება.
გაჩერებაზე მარტო ვდგავარ. მზის გულია. მართალია, მაისი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე ძალიან ცხელა. ახლა წვიმა ზედ-გამოჭრილი იქნებოდა ჩემთვის. თუმცა, კოლეჯში პირველსავე დღეს სველი მისვლა, არც ისე კარგი იდეაა. ხო, კოლეჯში. მანამდე სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი. კარგი სტუდენტი ვიყავი. სადიპლომოც „A“ კატეგორიაზე დავიცავი, მაგრამ რად გინდა? ამშვენებს ახლა ეს დიპლომი ჩემი ოთახის კედელს .
ავტობუსს ერთი წუთითაც რომ დაეგვიანა, მზის დარტყმას მივიღებდი. ტრანსპორტში ავდივარ და ახლა-ღა მაწვდის ჩემი ტვინი ინფორმაციას სამგზავრო ბარათის სახლში დარჩენის შესახებ. ფუუ!
- ბილეთები ავიღოთ ამოსულებმა! - ყვირის კონტროლიორი ქალი. წონასწორობის შესანარჩუნებლად სკამის საზურგეს ვეყუდები და ჩანთაში ხურდების ძებნას ვიწყებ. ტრანსპორტში ისეთი სიჩუმეა, თითქოს მხოლოდ მე ვმგზავრობდე. ჯანდაბა, ხურდა არ მაქვს.
- რა ხდება ? ბილეთს არ იღებ? - ზემოდან დამყურებს ალვის ხესავით უსარგებლოდ აწოწილი ცივთვალება მდედრი და მწვანე ჟილეტს ისწორებს.
- ერთი წუთით მაცადეთ, ხურდას ვეძებ. - ვუყურებ კოპებშეკრული.
- უკვე დიდი ხანია ეძებ.
- დამაცდით თუ არა?
ისევ ჩანთაში ვძვრები არარსებული ხურდის მოსაძებნად. ჯარიმა ჩემთვის პირველი არ იქნება, რადგან ბარათი არა ერთხელ დამრჩენია სახლში, ამიტომ შეგუებული ვარ, მაგრამ ეს ფაქტი მაინც მიხდენს ხასიათს. ვნებდები.
- არ მაქვს. - ვეუბნები კონტროლიორს და შუბლზე ჩამოყრილ თმას უკან ვიწევ. ის გამარჯვებული სახით შემომყურებს.
- ავტობუსით მგზავრობას რომ აპირებთ, საფულეები უნდა შეამოწმოთ, ან პლასტიკური ბარათები ანგარიშით შეავსოთ. გამაგიჟებს ეს ხალხი. - თავს იქნევს ის.
მოკეტე რა! და დამაჯარიმე თუ მაჯარიმებ.
ქალი საჯარიმო ფურცელს იმარჯვებს. მე უკვე ვემზადები მისთვის პასუხების გასაცემად, რომ უცბად გვერდით ვიღაც მიდგება, აპარატზე ბილეთს იღებს და მაწვდის. თან კონტროლიორს თვალებში უყურებს.
- უკაცრავად, აქ რა ხდება? - იბღვირება ქალი.
- ჯარიმის გამოწერა საჭირო აღარაა, ბილეთი უკვე აქვს. - ამბობს ბიჭი ჩემზე ერთი თავით მაღალი, კატეგორიული ხმით. ბილეთს ისე ფრთხილად ვაცურებ მისი საოცრად ლამაზი და მოვლილი თითებიდან, თითქოს მის დაჭმუჭვნას ვერიდებოდე. რა ვიცი, მაინც, მისი აღებულია და...
- კარგი, მაგრამ ამის შემდეგ ყველამ თავის თავს მიხედოს. - ამბობს იმედგაცრუებული სახით .
- გმადლობ. - ვამბობ, მაგრამ ძალიან ჩუმად გამომდის. ამ დროს ავტობუსი ჩემ გაჩერებასთან ჩერდება.
- არაფრის. - ოდნავ იხედება ის ჩემკენ და ავტობუსიდან ერთად ჩავდივართ.
ჩუმად ვათვალიერებ. თეთრი მაისური , შავი ჯინსი და დიდი ბოტასები აცვია. ცალ მხარზე ჩანთა აქვს მოგდებული და ხელში შავი რეიბანები უკავია. ჩემზე დაახლოებით ერთი თავით მაღალია, აშკარად ეტყობა რომ ნავარჯიშები სხეული აქვს . ისე მოხდენილად მიაბიჯებს, მშურს. შავი კუპრივით ოდნავ გრძელი თმა აქვს , გვერდით თითებით გადაწეული. მის ნაკვთებს ვეღარ ვხედავ, რადგან უკან რჩება და მობილურზე საუბარს იწყებს. დაველოდებოდი, მაგრამ მახსენდება, რომ უცხოა და გზას ვაგრძელებ. კოლეჯამდე მისასვლელად დაახლოებით ასი მეტრი უნდა გავიარო. ჩემ გარდა კიდევ ბევრი ახალგაზრდა მიაბიჯებს. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთია. ნაბიჯს ვუჩქარებ და აი კოლეჯი მიღიმის, მე კი - ვუბღვერ. უკან ვიყურები და ლამაზთითებიანს მოშორებით მომავალს ვხედავ. ალბათ ისიც სტუდენტია. საინტერესოა, ნეტავ რაზე ჩააბარა? სომელიე? მიმტანი? მზარეული? არა მგონია ჩემსავით საკონდიტროზე ჩაებარებინოს. ტურიზმი? არა, ბარმენი! ნამდვილად ბარმენის პროფესიას აირჩევდა. უდავოდ, მისი ადგილი იქაა. უცებ წარმოვიდგენ, როგორ ატრიალებს ბოთლებს, ხელში შეიკერი უკავია და მეღიმება. მერე მახსენდება, რომ კოლეჯს ვუბღვერდი და სახეს ვაყენებ. ჭარბად ვისუნთქავ ჰაერს, მინის კარს, რომელსაც ციფრული საკეტი აქვს ხელს ვკრავ და შენობაში შევდივარ.
O my god! ასე ამბობენ ხოლმე არა გაოგნებული ამერიკელები? უზარმაზარი ფოიე სტუდენტებითაა გადაჭედილი. ახალგაზრდებს ვათვალიერებ. არა მგონია რომელიმე მათგანს ჰქონდეს ჩემნაირი გამომტყველება. ჰაერი მოგუდულია, აუტანელი ხმაურია. ვიღაცა აქ შეკრებილთ სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მაგრამ თვითონ არც კი ჩანს. ჩემგან მარჯვნივ, კედლების გასწვრივ, დაბალ, რბილ ყავისფერ დივნებს ვხედავ. მარცხნივ მიმღების მაღალი მოგრძო მაგიდა დგას, არა, ეს უფრო დახლია. მის უკან მიმღები ფუსფუსებს. გადაღლილი სახე აქვს, მაგრამ სტუდენტებს მაინც უღიმის. ჩემ გვერდით სამი დიდი დაფა დგას, რომლებზეც ცხრილებია აკრული. ვათვალიერებ, მაგრამ ჯერ აზრი არ აქვს, ჯგუფის ნომერი არ ვიცი.
ადგილიდან ვიძვრი და სტუდენტებს შორის გზას ნელა ვიკვალავ. მინდა ისეთი ადგილი ვიპოვო, სადაც ცოტა უფრო მეტი ჰაერი იქნება. წვალებით გავდივარ ფოიეს მეორე მხარეს და მოზრდილ რკინის კარს ვხედავ, რომელსაც კოლეჯის უკანა მხარეს გაჰყავხარ. ჩემგან მარცხნივ მოხვეული განიერი კიბეა, რომელიც მეორე სართულზე ადის. უადგილობის გამო სტუდენტები აქაც დგანან. კედელში სამი დიდი ფანჯარაა ჩაყოლებული. მის ქვეშ კი კიდევ ერთი დივნების მწკრივია. ვფიქრობ, ეს ფოიე დასვენების საათებში ლამაზი უნდა იყოს. კიბეებიდან მარცხნივ კიდევ ერთ ციფრულსაკეტიან კარს ვხედავ, რომლის მიღმაც გრძელი დერეფანია. იქ სავარაუდოდ აუდიტორიები უნდა იყოს.
ერთ-ერთ ღია ფანჯარასთან მივდივარ და თავს გარეთ ვყოფ. ნიავია და შუბლს მიგრილებს. უცბად გვერდიდან საუბრის ხმა მომდის.
- აქედან რო დავახვევთ, „ნაოშნიკებს“ „სკოჩით“ დაგაკრობ და მთელ დღეს ბრიტნი სპირსს მოგასმენინებ .-ამბობს გოგო.
- უეჭველი ვიცი, აქ მაგრად გავერთობით. - პასუხობს მეორე.
- იცოდე, ერთი კილოც რო მოვიმატო, მაგარი დაგერხევა.
- რა გამიტრაკე, შენ არ ამბობდი სწავლა მწყურიაო? ხო-და მიირთვი და ჩაიკოკლოზინე ყელი. დარწმუნებული ვარ, წყალზე უკეთეს „ვესჩებს“ დავლევთ აქ. სიგარეტის მოწევა მინდა, წამო გარეთ.
- დაიცა, წეღან ფისო დავინახე. ალბათ მალე შეგვკრებენ.
ფისო? ფისო ვინღაა? ალბათ თავად შეარქვეს ვინმეს. მათკენ ვიხედები. ორივე მათგანი დივანზე ზის. ერთს ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და თავის აგურისფრად შეღებილ სწორ თმას თითით იწვალებს. ძალიან თეთრი კანი აქვს. თვალები და ტუჩები შავად აქვს შეღებილი, ხო, ფრჩხილებიც. წარბს და ცხვირს პირსინგი ასე ვთქვად უმშვენებს. ხელზე ტატუს ვხედავ, მაგრამ ვერ ვარჩევ რა არის. მუქი წითელი მაისური, შავი მოკლე შორტი და მაღალყელიანი, რკინის ბისერებიანი კედები აცვია. მეორეს მოკლე, მუქ-მწვანედ შეღებილი თმა აქვს. შეხედვისთანავე გულში მივარდება მისი ვარცხნილობა. გარუჯული კანი აქვს. ყელზე შავი ლენტი აბია, ხელზე ბრტყელი ტყავის სამაჯური. შავ მაისურზე ჯინსის კომბინიზონის მოკლე კაბა აცვია, ფეხზე კი მუქი გახეხილეფექტიანი დაბალყელიანი ჩექმა.
მათ შემხედვარეს მეცინება და ვბრუნდები.
ხომ არ ვნანობ ჩემ საქციელს? არა, არ ვნანობ. ქვეყანაში სამუშაო ადგილების კრიზისია, მე კი უქმად ჯდომა არ მიყვარს. ბევრი არ მიფიქრია. გავიგე თუ არა, რომ კოლეჯში საბუთების შეტანა იწყებოდა, საქმეს შევუდექი. მინდოდა რამით დავკავებულიყავი და აი, აქ ვარ, განსხვავებულასაკიან სტუდენტებს შორის. სახლში დედ-მამა და ოთხი წლით უმცროსი და მელიან, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ აქაური გარემო და ძლივს გადავაფიქრებინე წამოსვლა.
ცხელა, მაინც ძალიან ცხელა. მინდა ცოტა წინ წავიწიო, მაგრამ ფანჯარას ვერ ვშორდები. ჩანთიდან წყალს ვიღებ, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ყინული. ნახევარ ბოთლს ვცლი. სახურავს ვარგებ და უცბად მწვანეთმიანი გოგოს მზერას ვაწყდები. ტუჩები უკმაყოფილოდ აქვს აპრუწული და წარბებიც აწეული. ბოთლს მისკენ ვწევ. ის გახარებული მიქნევს თავს.
- აუ, ჯიგარი ხარ! - მეუბნება და ხმაზე ვატყობ, რომ სწორედ ეს წუწუნებდა წონის მომატებაზე. წყალს ბოლომდე სვამს. – sorry, რაა, ხვალ ორს მოგიტან. - ცარიელ ბოთლს ხელებში ატრიალებს.
- შეგერგოს. - ვუცინი. - ბარმენები ხართ? - ვეკითხები მათი გარეგნობიდან გამომდინარე.
- ნწ, არაა. - ამბობს აგურისფერთმიანი. - მე თეთრი შოკოლადი, ეს - შავი.
- კონდიტერები ხართ? - მიკვირს.
- Of course, baby. - კმაყოფილი ათამაშებს წარბებს მწვანეთმიანი. - შენ?
- მეც.
- ინგლისური მიყვარს და არ შეიმჩნიო, ხანდახან ვიცი ხოლმე. რა გქვია?
- ჯიმინი . თქვენ?
- მე იუნი. - ამბობს აგურისფერთმიანი. - ამას მია.
- სასიამოვნოა. - ვუღიმი.
- ჩვენთვისაც. - ამბობენ სინქრონში და ეცინებათ.
- კარგი იქნება თუ ერთ ჯგუფში მოვხვდებით.
- მართლაც, თორემ ვისაც ვუყურებ ყველა ბრიტნი სპირსის და ტეილორ სვიფტის ფანი მგონია. - ფხუკუნებს მია.
იმ წამს მიკროფონის ზუზუნი გვესმის. გოგონები დგებიან და სწრაფად იკვლევენ გზას მიმღების დახლისკენ. მეც მათ მივყვები. კონდიციონერებს ვხედავ, მაგრამ ნეტავ თუ მუშაობენ? იწვის ფოიე. შედარებით წინ გავდივართ. დახლთან გამხდარი ქერა ქალი დგას. სიფრიფანა, კრემისფერი კაბა აცვია და ისე დგას მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, მგონია, სადაცაა ჩამოვარდება. დირექტორია.
ქალი თავისი ნაზი, არც ისე მაღალი ხმით გვილოცავს ახალ ნაკადს კოლეჯში მოხვედრას და ცდილობს სტუდენტების ჩამცხრალი, მაგრამ მაინც ხმაური გადაფაროს. ახლა ვხვდები, ვინ არის ფისო. შემდეგ საუბარს სხვა ქალი განაგრძობს, რომელსაც მოკლე შავი თმა ლამაზად აქვს დავარცხნილი. სათვალე უკეთია და ხელში ფურცლები უჭირავს. მას ნამდვილად მაღალი ხმა აქვს. მისით დიდად ვერ ვიხიბლები. მოლოცვის შემდეგ ამბობს:
- მე სანგჰი ვარ, სასწავლო ნაწილი, თქვენი ლექტორიც და მეგობარიც. შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხში მომმართოთ და ყველანაირად შევეცდები თქვენს დახმარებას. ახლა კი მოდით, დავიწყებ თქვენ ჯგუფებში გადანაწილებას.
ჯერ სომელიეს ჰყოფენ ორ ჯგუფად. შემდეგ მზარეულებს სამად, რადგან საკმაოდ ბევრნი არიან. მიმტანებში სულ ცხრა სტუდენტია.
- კონდიტერები დაიყოფით ორ 42 და 43 ჯგუფებად. ახლა სახელებს და გვარებს ამოვიკითხავ. 42 ჯგუფი... - ამოკითხული ახალგაზრდები სანგჰის გვერდით ვდგებით. სულ 15 ვგროვდებით. ვმშვიდდები, როცა თეთრს და შავს ჩემ გვერდით ვხედავ. ისინიც ეშმაკურად მიკრავენ თვალს. - ბავშვებო, ცხრილის მიხედვით დღეს გიტარდებათ პრაქტიკული სამუშაო საკონდიტრო ლაბორატორიაში, მაგრამ რადგან პირველი დღეა, ლექტორთან ერთად აუდიტორიაში შეხვალთ და დაილაპარაკებთ, გაერკვევით აქაურ წესებში, ერთმანეთს გაეცნობით და ა.შ. თქვენ პრაქტიკებს ბატონი ჯონ ჯონგუკი ჩაგიტარებთ. - ამბობს ქალი და ხსენებულს რომ ვერ პოულობს, გვერდით მდგომ ახალგაზრდა გოგოს რაღაცას ეჩურჩულება. შემდეგ ისევ ჩვენ გვიბრუნდება. - ბატონი ჯონგუკი ახლავე შემოგვიერთდება. - გვამცნობს და მასზე იწყებს საუბარს.
- ბატონი ჯონგუკი? - ფხუკუნებს მია. - ნეტავ კოვზს ჩანგლისგან თუ არჩევს?
- ეე, მაგას უკვე კანტუზი ექნება და თქვენ ნახავთ, რა შედევრებს შექმნის ტორტის მორთვისას. - ჩურჩულებს იუნი.
- გეყოფათ. - მეცინება.
- აქედანვე ხომ არ აგვეგროვებინა ვენოკის ფული? - არ ჩერდება მია. - ნეტა ქელეხში გვეკუთვნის მისვლა? მგონი კი.
- აბა რაა. მე ვფიქრობ ჩვენი რეცეპტები ხომ არ გვესწავლებინა მისთვის?
- აჯობებს ხმას დაუწიოთ. - ვაფრთხილებ.
- აი ისიც. - გვესმის სანგჰის ხმა და ვბრუნდებით. ქალი ჩვენ მიღმა იხედება. - ბატონი ჯონგუკი. ბავშვებო, გაიცანით, ეს თქვენი ლექტორია.
ვცდილობ, რომ ჩემი ქვედა ყბა თავის ადგილას დარჩეს. მის შემხედვარე რატომღაც წელში ვსწორდები. გაკვირვებული ვუყურებ ბიჭს, რომელმაც ავტობუსში ბილეთი ამიღო და რომელმაც პრაქტიკაში უნდა გვამეცადინოს. ის მშვიდად დგას, ხელები გულზე დაუკრეფია და მოსალმების ნიშნად თავს ოდნავ გვიკრავს. ის მამჩნევს, მაგრამ არაფერს იმჩნევს და სხვა სტუდენტებს ათვალიერებს. შემდეგ სნაგჰის რაღაცაზე ესაუბრება.
- ტიპი ნახე ე-ე! - იდაყვს მკრავს გვერდში იუნი.
- დაცხა, დაცხა. - ხელით ინიავებს ყელს მია.
გოგოებს ვუყურებ და რატომღაც ვიბნევი. არ ვიცი რატომ. მერე რა, რომ მათზე ადრე ვნახე, ეს არაფერს ნიშნავს. ცოტა ხანში ჩემ თავს აღელვებასაც ვატყობ და ვერ ვხვდები რა ხდება. ლექტორიკენ სამი წამის შუალედში გამირბის თვალი. გეყოფა ჯიმინ! ღრმად ჩაისუნთქე და შენ თავს მიხედე!
- ბავშვებო! - გვეძახის ის. ყველა მას შევყურებთ. - მე მომყევით და თუ შეიძლება უხმაუროდ.
YOU ARE READING
Besos De Vanilla ✓ ვანილის კოცნა ✓
Romance-რა გინდა? -შენი ვანილის ტუჩები ________ ფიკი ჩემი არ არის 4love.ge დან არის აღებული მე მხოლოდ სახელები და დეტალები შევცვალე ,,, მეც ძალიან მენატრებოდა ეს ფიკი ისევე როგორც ბევრ სხვას ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა წინა ავტორმა ეს ფიკი წაშალა . ორიგინ...