თავი 13

1.1K 108 11
                                    

დაახლოებით ორი საათით ვახერხებ ძილს და მიკვირს, ამასაც როგორ. დილით ბიჭების საუბრის ხმა მაღვიძებს. იუნი და მია კარავში არ არიან. გაღვიძებაც ისევე დამასწრეს, როგორც დაძინება. ცოტა ხნით ვნებივრობ და შემდეგ მეც ვდგები.
ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. მთელი დღე ჯონგუკი ისე იქცევა, თითქოს არც მიცნობდეს. რა თქმა უნდა, ის ხომ ოსკაროსანი მსახიობია?! მე კი, ჯანდაბა, გამუდმებით მისკენ გამირბის თვალები. ნამდვილად განსაკუთრებული და სასურველი ადრიანი დილა მქონდა, მაგრამ ახლა? ღმერთო, იუნგის ისე ვუღიმი, ვითომ არაფერი მომხდარა და ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. მე ხომ ისე ვიქცევი, როგორც არ შემეფერება და მსგავს საქციელს სხვას არასოდეს მოვუწონებდი? არა, ყველაფერს ჯონგუკს ვერ დავაბრალებ. არც ისაა ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ... მე რომ არ მდომოდა, უბრალოდ არ ავყვებოდი კოცნაში, გამოვლანძღავდი და შევიდოდი კარავში. ამის ნაცვლად კი ვისიამოვნე. სამაგიეროდ მთელი დღეა დანაშაულის გრძნობით დავდივარ და გულს იმითაც ვერ ვიმშვიდებ, რომ აქამდე უნახავ ლამაზ ადგილს ვართ. პირიქით, საკუთარი საქციელის ახლა უფრო მრცხვენია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობ დავმალო, გოგოები ჩემი ხასიათის ცვლილებას მაინც ამჩნევენ. რომ აღარ მეშვებიან, ყველაფერს გამოუძინებლობას ვაბრალებ და ისინიც მამხნევებენ.
სახლში ღამის პირველი საათისთვის ვბრუნდები. მხოლოდ იმასღა ვახერხებ, რომ მონატრებულ მშობლებს და დას ვკოცნი და ტანსაცმლის გაუხდელად საწოლში ვიკუნტები.
დილით თერთმეტ საათზე მეღვიძება. გუშინ ბავშვები შეფს უთანხმდებოდნენ დღევანდელი დღის გაცდენაზე და რადგან ვერ დაითანხმეს, ჩვენ ცალკე ავჯანყდით. დღეს პრაქტიკაზე წესით არავინ უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, ყვავმა არ გამოიდო თავი. წარმოვიდგენ ჯონგუკის გამომეტყველებას, როცა საკონდიტრო ცარიელი დახვდება და გულიანად მეცინება.შემდეგ გემრიელად ვიზმორები, ვდგები და სააბაზანოში საათზე მეტ ხანს ვნებივრობ. გამოსვლისას ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. საუზმის შემდეგ ჯექსონი მირეკავს და დიდხანს ვსაუბრობთ. უნდა, რომ ხვალ ერთმანეთს შევხვდეთ. სადაცაა თანხმობის თქმას ვაპირებ, რომ ჯონგუკი მახსენდება და უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. ვიმიზეზებ, რომ დრო არ მექნება და ჯექსონიც გაგებით ეკიდება ამ ამბავს. არა, ჯონგუკთან ყველაფერი უნდა გავარკვიო. მეგონა ხუთშაბათს ბაღში ჩვენი საუბრით ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ გუშინ შეფმა უკან დაიხია. რაღაც დიდ გაუგებრობაში მაქვს ფეხი მოყოლილი. როცა შანსი ჩნდება, ჯონგუკზე უარს ვერ ვამბობ, არადა მას შეყვარებული ჰყავს და ამის გამო ჩვენი ურთიერ ჩემთვის დაუშვებელი და შემაწუხებელია. იუნგი კარგი ბიჭია, მე კი არა, არ ვარ კარგი. არც ჯონგუკია კარგი. ჩვენ ორნი ცუდად ვიქცევით. მე კი... მე ძალიან მინდა ამის გამოსწორება.

Besos De Vanilla ✓ ვანილის კოცნა ✓ Where stories live. Discover now