იწყება შეკითხვების კორიანტელი. ბავშვებს ათასი რამ აინტერესებთ. მე კი არაფერი, საერთოდ არაფერი მაინტერესებს. ჩემთვის ის ინფორმაციაც საკმარისია, რომ მიდის და მეც კი მიკვირს, რომ ამის გამო გული მწყდება. ვუყურებ. ცდილობს თავი ბუნებრივად დაიჭიროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი მზერა არ ასვენებს. ბავშვების შეკითვებს პასუხობს და სიტუაციაში გვარკვევს. მის არყოფნაში პრაქტიკებს სხვა შეფი ჩაგვიტარებს. აგვისტოს ისედაც ვისვენებთ. გამოდის, რომ თითქმის ორი თვე კოლეჯში არ იქნება. ვგრძნობ, რომ მისთვის უამრავი შეკითხვა მაქვს დასასმელი, მაგრამ თავში არც ერთი მათგანი არ მომდის. იუნი და მია აქეთ-იქიდან რაღაცეებს მეჩურჩულებიან და მეც თავს ვუქნევ. ვცდილობ მათ ვუყურო, მაგრამ წამ-და-უწუმ ჯონგუკისკენ გამირბის თვალები. მან კი ალბათ უკვე გადალახა მოუსვენრობის ზღვარი და კვლავ საქმიან გამომეტყველებას იბრუნებს. აბა მე რა მჭირს? რატომ არ შემიძლია ეს ინფორმაცია ისე მივიღო, როგორც რიგითმა სტუდენტმა? ჯიმინ, ნუთუ ისე შეეჩვია მის ალერსს, რომ შეფის გამგზავრება გამწუხრებს? უბრალოდ შტერი ხარ. წესით ეს ფიზიკური ლტოლვა ისევე არ უნდა ნიშნავდეს ჩემთვის არაფერს, როგორც მისთვის. მაგრამ, რატომ მეპარება ეჭვი, როცა ამას ვფიქრობ? ვითომ იმ სატელეფონო საუბრებმა რამე შეცვალა? კი, შეცვალა. მე ეს ვაღიარე და მანაც აღიარა. აბა რა ხდება? აა, აი რაშია საქმე. მე ის კი არ მწყინს, რომ მიდის, გული მწყდება იმაზე, რომ ამ ინფორმაციას ახლა, ყველასთან ერთად ვიგებ.
- უკაცრავად. - სტუდენტებთან მოსაუბრეს სიტყვას ვაწყვეტინებ. არაფრისმთქმელი სახით მიყურებს თუმცა არა, პატარა მოუსვენრობა მაინც ეტყობა. - როდის მიდიხართ?
- ხვალ. - მპასუხობს და ყელს იწმენდს.
თავს ოდნავ ვუქნევ და ბლოკნოტს ჩავყურებ. ანუ ეს საქმე არაა ერთ დღეს მოფიქრებულ-გადაწყვეტილი. მას შეეძლო ეთქვა, რომ მიდიოდა. რატომ არ გააკეთა ეს, ვერ ვხვდები. რას ვერ ხვდები ჯიმინ? ის ხომ შენით ერთობა. სულაც არაა ვალდებული, გაბაროს ახსნა-განმარტებები სად წავა, როდის და რამდენი ხნით. ხოდა მოდი რაა, შენც დაიკიდე მისი გეგმები.
ლექცია იწყება. ჯონგუკი ქვაბში წყალს, შაქარს და გლუკოზას ათავსებს და ქურაზე დგამს. მეც ჯგუფელებთან ერთად ვმოძრაობ, რომლებიც შეფს უკან დაჰყვებიან. ჩემი გადაწყვეტილების გასაცნობიერებლად და მასთან შესაჩვევად ცოტა დრო მჭირდება, ამიტომ ჯერ ისევ გაბრუებული და დამუნჯებული დავდივარ. ჯონგუკი თავის ამპლუაშია. აბა რაა, არამზადა თევზები. კარამელი საჭირო გრადუსამდე აჰყავს და მოგვიანებით მასა სილიკონის ხალიჩაზე დასამუშავებლად გადააქვს.
- ჩემი მაგიდიდან თათმანები მომიტანე. - მეუბნება კატეგორიული ტონით. რატომ მე? აქ ხომ ხვებიც არიან? ფეხის თრევით მივდივარ, მაგიდას ვუვლი და ვათვალიერებ. თათმანები არ ჩანს და ქაღალდების ქვეშ ვეძებ. თვალი ჩართული ლეპტოპისკენ გამირბის. ეკრანზე არც ისე ბევრი საქაღალდე უყრია. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც განსხვავებული ვიზუალისაა ყურადღებას იპყრობს. „სამხილები“ - ასეთია მისი სახელწოდება. მის გვერდით კიდევ ერთი საქაღალდეა სახელად „ პარიზის კანდიდატები“. თვალები მიფართოვდება და ამ საქაღალდის გახსნით მოშიებული მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ.
- ჯიმინ! - მესმის ჯონგუკის ხმა. შუბლშეკრული მიყურებს. სახეზე აწერია „მანდ რა ჯანდაბას აკეთებ?“ - თათმანები პირველ უჯრაში ნახე.
უჯრას სასწრაფოდ ვწევ. იქაა. ვიღებ და სამუშაო მაგიდასთან ვბრუნდები. ოდნავ მოჭუტული თვალებით მიყურებს. ხელთათმანებს ირგებს და კარამელის დამუშავებას იწყებს.
ის საქაღალდეები ერთხანს ჯონგუკის წასვლის ამბავსაც კი მავიწყებს. რა არის „სამხილები“? რას ინახავს იქ? მეორე საქაღალდე გასაგებია. როგორც ჩანს, თავისი ფავორიტი სტუდენტები უკვე ჰყავს, მაგრამ პირველის სახელწოდებას ვერ ჩავწყვდი. რამეს მალავს? თუ ვინმეს უმალავს? ჯონგუკს ვუყურებ. ისეა საქმეში შეჭრილი, მგონი აღარც ახსოვს, რომ საკონდიტროშია. სპეციალურ კარამელზე სამუშაო ღუმელს რთავს, რომლის ქვეშაც მასალას შეარბილებს და და უკვე ხელით აგრძელებს კარამელის დამუშავებას. ამ პრიალა მასას დაახლოებით ოცი წუთს მანძილზე მოგრძო ფორმას აძლევს და ერთმანეთზე გრიხავს, რათა კაგად დამუშავდეს. მთელი ამ დროის მანძილზე იგი ოთხჯერ იცვლის ფერს და ბოლოს ვერცხლისფერზე ჩერდება. უფრო სწორად შეფი აჩერებს. დამუშავება კვლავ რომ განაგრძოს, ფერს ისევ შეიცვლის. მასა ისეთი მაგარია, საოცარია, როგორ შეძლებს ქალის ხელი მის მოდრეკვას.
- რა გამოვიყვანო? - გვეკითხება შეფი. ბავშვების ბჭობაში არ ვერევი. საბოლოოდ ბანალურად ვარდზე ჩერდებიან და ჯონგუკიც იწყებს მუშაობას. საინტერესოა, რა უნდა იყოს ვერცხლისფერი ვარდი.
შეფი ისე სწრაფად და ხარისხიანად მუშაობს, რომ მშურს. საქმესთან ერთად საკუთარ პირველ ნამუშევრებზე საუბრობს და ბავშვებიც ყურადღებით უსმენენ.
ვარდს დაახლოებით შვიდ წუთში აკეთებს და მაგიდაზე თვალსაჩინოდ დებს. შევცდი. ეს ბანალურობა კი არა, სასწაულია. ისეთი ბუნებრივი ფორმა აქვს, მგონია, რომ დავყნოსო, ვარდის სურნელს შევიგრძნობ. მინდა, რო შევეხო, მაგრამ ისეთი სიფრიფანა ფურცლები აქვს, ალბათ ხელებში ჩამეფშხვნება. წარმომიდგენია პარიზში როგორ მუშაობს.
პარიზი. ამაზე ისევ ის საქაღალდეები მახსენდება და ვიღუშები. ვერ ვისვენებ. ასე მგონია მათ გასახსნელად ლეპტოპი მეძახის. საინტერესოა, ვინ ჰყავს პარიზის კანდიდატებში. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვიქნები. ამაზე არც კი ვფიქრობ. აიუ? ალბათ იქნება. კანდიდატებში არაუშავს, მთავარია ის არ მოხდეს, რისი საშიშროებაც არსებობს.
- ჯიმინ!. - მესმის გვერდიდან. თეჰიონი იდაყვს მკრავს და თვალებით წინ მანიშნებს. როგორც ჩანს, მხოლოდ მან შეამჩნია ჩემი გამოშტერება.
- ჯონგუკი ბრტყელ ლენტს აკეთებს და ცხელი დანის პირით მართკუთხედებად სჭრის. ამ მოგრძო ფორმის კარამელით მარტივი ბანტების მოხვევას გვასწავლის. რადგან დასამუშავებელი ღუმელი პატარაა, ბავშვები რიგ-რიგობით სცდიან ბანტების გაკეთებას. მე არსადაც არ მეჩქარება. სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არა ვარ კარამელის ხასიათზე. მე სახლში, ჩემს საწოლში ძილი მინდა.
მოშორებით, კუთხეში მდგარ სკამზე ვჯდები და მობილურის მენიუში უაზროდ დავხეტიალობ. ჯერ გუშინდელი კამათი და ჩემი წარუმატებელი ბოროტული საქციელი. ახლა კიდევ ჯონის დამრტყმელი ინფორმაცია და საქაღალდეები. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მადარდებდეს, მაგრამ მადარდებს. ცოტა ხნის წინანდელი გადაწყვეტილება, რომ ფეხებზე დამეკიდა შეფის საქციელი, უკვე ვადაგასულად მეჩვენება. კარგად ვხვდები, რომ თავაად ვაბუქებ სიტუაციას. ჯონგუკი არ იყო ვალდებული ჩემთან საკუთარ საქმეებზე ესაუბრა, მაგრამ ჩვენი ახლანდელი მინი ურთიერთობის გამო ამ აზრს ბოლომდე მაინც ვერ ვეთანხმები და ამაშია მთელი უბედურება. კარგად მახსოვს, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მისგან სიამოვნებას მივიღებდი და პარალელურად აიუს ვუთვალთვალებდი, მაგრამ ახლა ამაზე ბევრად მეტი ხდება. წყენა, რომელიც ჯონის მიმართ მიჩნდება, ძალიან არ მომწონს.
- დღეს რაღაც ვერ ხარ. - თავზე მადგება თე. მობილურს ჯიბეში ვიდებ. მენიუ ალბათ შვებით ოხრავს.
- ჰო, რავი. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ჯონგუკმა შესვენება გამოაცხადა. წამოდი კაფეტერიაში ჩავიდეთ, არ გშია?
- არა. - საკონდიტროს ვათვალიერებ. აღარავინაა. როგორ გავიდნენ ჯგუფელები ვერ გავიგე.
- რა გჭირს? - თვალებს ჭუტავს ბიჭი. მე ვდგები და სამუშაო მაგიდასთან მივდივარ. მოსახვევი კარამელის ლენტები კიდევაა. ერთ ცალს ვიღებ და პატარა ნაწილებად ვტეხავ.
- რავი, დღეს უენერგიოდ ვარ.
- მეტი არაფერი?
- შეიძლება მეტიც, მაგრამ არ ვიცი.
- ისე მაინც ჩამოდი, აქ მარტომ რა უნდა აკეთო?
- აი, ბანტებს გავაკეთებ. კარამელს შევაწუხებ. - ვუცინი თეჰის. უკმაყოფილოდ თავს აქნევს. გელოდები ქვემოთო მეუბნება და მიდის.
კარამელის ფირფიტებს დავყურებ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ერთ ცალს ვიღებ. მაგარია. ღუმელთან მიმაქვს. ოდნავ რბილდება. არც კი შემიხედავს, როგორ ახვევდნენ. ვგრიხავ, ვითომ ფორმის მიცემას ვცდილობ, მაგრამ ტყდება. კი, მაგრამ, ხომ დავარბილე?! ყოვლად გამოუსადეგარი იდიოტი ვარ. კარამელს მუჭში ვაქცევ და ვფშხვნი. ახლა ეს ნამსხვრევები ზედ მეკრობა. შუბლშეკრული ონკანზე ხელებს ვიბან და ისევ მაგიდას ვუბრუნდები. კიდევ ერთ ფირფიტას ვიღებ, ღუმელთან მიმაქვს და ვალღობ. ამჯერად ზედმეტი მომდის და ხელიდან ვაგდებ.
- დებილი ხარ, დებილი! - ვლანძღავ საკუთარ თავს და გაბრაზებული საკონდიტროს ქუდს ვიძრობ.
- ტყუილად აფუჭებ კარამელს. - მესმის ზურგიდან ხმა. ვიხედები. ჯონგუკი კარს მიჰყრდნობია.
- ვვარჯიშობ. - ვბუტბუტებ. მისი თავი სულაც არ მაქვს.
- ცდილობ ჯავრი მასზე იყარო? - მიახლოვდება.
- რომელი ჯავრი?
- დაგეხმარები. - ამბობს და ჩემკენ იწევა.
- არ მინდა. - ერთი ნაბიჯით გვერდით ვდგები. - ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გექნება.
ზურგს უკან მიდგება და ხელებს მიჭერს.
- ფირფიტა აიღე. - მეუბნება. ნერვები მეშლება. მინდა მივუბრუნდე და ვუყვირო. რატომ ვერ ხვდება, რომ გაბრაზებული ვარ და მისი მასტერ-კლასების ხასიათზე არა ვარ? - აიღე მეთქი. - ტონი უმკაცრდება. ფირფიტას ვიღებ. კარამელს ისიც ჩემტან ერთად, ჩემივე თითებით იჭერს და ღუმელთან მიაქვს. - ნუ ეუხეშები, გესმის? კარამელს სიფხიზლე და სინაზე უყვარს. უნდა გრძნობდე, როდის იქნება მზად ფორმის მისაცემად, კი არ უნდა ხედავდე. - ვგრძნობ, როგორ თბება ფირფიტა ჩემს თითებში, მაგრამ მისი შეხება და სურნელი ყურადღებას მიფანტავს. მის კოცნას მონატრებული სულ არ ვფიქრობ კარამელზე. ერთიანად ვითენთები და გული ამოვარდნას მაქვს. ის ვინც მოგწონს, შენთვის ყველაზე სასურველი მაშინაა, როცა მასზე ხარ გაბრაზებული.
ფირფიტას ღუმელიდან მაწევინებს და ფრთხილი მოძრაობით ერთად ვაძლევთ ბანტის ფორმას. ფიგურას ხელის გულზე მიდებს. ბანტს დავყურებ, მაგრამ ჩემი თითების მიღმა მის ხელს ვხედავ და კარამელი სადღაც ქრება. მინდა, რომ ეს ხელი მომეფეროს, ის კი მაგიდას არ სცილდება.
- მშვენიერია, არა? - მეკითხება და გვერდით დგება. - განსაკუთრებით შენს ხელზე.
- ხო, ძალიან. - ბანტს მაგიდაზე ვდებ და წასასვლელად კარისკენ მივდივარ, მაგრამ მაჯაზე მებღაუჭება და მაჩერებს. - შემეშვი, მშია, უნდა წავიდე.
- მეც მშია. - ამბობს ის და ტუჩებს ილოკავს. მისი საქციელი მაღიზიანებს.
- ხვალამდე მოითმინე, პარიზში დაგანაყრებენ.
- გეწყინა? - გაკვირვებული ტუჩებს ბრიცავს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, რომ ყვირილი შევიკავო.
- კი, მეწყინა... მეწყინა და მეც არ ვიცი, რატომ. თუმცა, როგორ არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. - ჯონგუკი შუბლს ჰკრავს. - რა იყო, მეგონა გაგიხარდებოდა, საკუთარი პირით ვაღიარე.
- ჯიმინ, - ეღიმება და სახეზე ხელს ისვამს. ჭკუიდან გადავდივარ მისი საქციელის გამო და ეჭვი მაქვს, რამე არაადეკვატურს ვიკადრებ. ზურგს ვაქცევ, ისევ მიჭერს და მაბრუნებს. - ნუ სულელობ, რა.
- აჰ, უკაცრავად, რომ კისერზე არ გეკიდები!
- მოგიწევს. - წარბებს ზემოთ სწევს. ღმერთო, რატომაა საკუთარ შესაძლებლობებში ასე დარწმუნებული? - დღეს მორიგე ხარ, ასე, რომ ვერ გამექცევი.
- დასრულდება თუ არა პრაქტიკა, წავალ. ჭურჭელს დღეს მხოლოდ შენ სვრი, ასე, რომ შენვე დარეცხავ.
- წახვალ და დღევანდელ დღეს „არას“ ჩაგიწერ ჟურნალში. - ხელებს გულზე იკრებს და მაგიდას ეყრდნობა.
- უფლება არ გაქვს! - თითს ვუბზიკავ.
- ვიცი, მაგრამ გავაკეთებ.
- დირექტორთან ავალ.
ჯონგუკი ჯერ გაოცებისგან პირს აღებს, შემდეგ კი გულიანად იწყებს სიცილს. ველოდები, მაგრამ არ ჩერდება. ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მომკვდარა სიცილისგან. არ მადარდებს ერთი „არა“.
- იდიოტი ხარ! - ვეუბნები და უკანმოუხედავად გამოვდივარ საკონდიტროდან.
YOU ARE READING
Besos De Vanilla ✓ ვანილის კოცნა ✓
Romance-რა გინდა? -შენი ვანილის ტუჩები ________ ფიკი ჩემი არ არის 4love.ge დან არის აღებული მე მხოლოდ სახელები და დეტალები შევცვალე ,,, მეც ძალიან მენატრებოდა ეს ფიკი ისევე როგორც ბევრ სხვას ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა წინა ავტორმა ეს ფიკი წაშალა . ორიგინ...