თავი 14

1.1K 107 7
                                    

კარს ვუყურებ, ჯონგუკსაც და ჩანთასაც, მაგრამ ორ წამში დამწვრობის ისეთი ტკივილი მახსენებს თავს, რომ არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. შეხვეულ ფეხს დავყურებ და არ ვიცი, რა ვქნა. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოებს ვათვალიერებ, მაგრამ მობილურს ვერ ვპოულობ. ოდნავ მაღლა ვიწევი და ბალიშს ზურგით ვეყრდნობი. იმ წამს კარი იღება და ჯონგუკი შემოდის.
- რა მოხდა? - ისე მეკითხება, თითქოს მის ზრუნვას უკვე შეჩვეული ვიყო. ღია კარს ვუყურებ. იქ არავინაა.
- ვის ელაპარაკებოდი?
- არავის. რამე გჭირდება?
- ვის ელაპარაკებოდი, ჯონგუკ? - ტკივილი საშინლად მაწუხებს და თვალებიდან ცრემლები მცვივა. სასწრაფოდ სახეზე თითებს ვისვამ მათ მოსაშორებლად.
- გტკივა? - მიახლოვდება. მე თავს ვუქნევ. - ვერ გაუძლებ?
- ვერა.
- კარგი, ექიმს დავუძახებ.
ჯონგუკი გადის და ორ წუთში ექიმთან ერთად ბრუნდება. ჭაღარა შუა ხნის კაციც იგივეს მეკითხება და ცოტა ხანში გამაყუჩებელს მიკეთებს.
- დამშვიდდი? - მეკითხება, როცა მარტონი ვრჩებით.
- აქ რას აკეთებ?
- მობილური მოგიტანე და ცოტა შევყოვნდი.
- მომეცი. - ხელს ვუწვდენ.
- მე არ მაქვს, შენს მშობლებს მივეცი. - საწოლის ბოლოსთან მდგარ სკამზე ჯდება.
აჰაა, ისინიც უნახავს! რამდენიმე წამით სიჩუმეა. რატომ არ მეუბნება, რომ აქ აიუ იყო?
- ჩემ ნაცვლად შეჯიბრზე ვინ წავა? - ვეკითხები.
- ჯიმინ,  მესამე ხარისხის დამწვრობა გაქვს და შენ რაზე ფიქრობ? - მობეზრებით ატრიალებს თვალებს.
- ჩემთვის ახლა ეგ უფრო მნიშვნელოვანია.
- სავარაუდოდ აიუ. - ოხრავს და ორი წამით მზერას მარიდებს.
- არ გაბედო!
- რა თქვი? - შუბლს ჰკრავს.
- აიუ შეჯიბრზე არ წავა. - კბილებში ვცრი.
- შენს შემდეგ ყვეელაზე მეტი ქულა მას ჰქონდა, ასე, რომ მომიწევს მისი გაშვება. - ხმა კატეგორიული აქვს.
- სწორედ მაგ მეტქულოსანმა გადამასხა კარამელი, შენ ეს იცი? - ხმას ვუწევ. მერე ვხვდები სად ვარ და დამშვიდებას ვცდილობ.
- ჯიმინ! - მიბღვერს და ცალ ხელს საწოლის კიდეზე დებს.
- რა ჯიმინ, რა ! შენ იქ არ ყოფილხარ და არ იცი ეს როგორ მოხდა. არც მისი სახე გინახავს, როცა მე სიმწრისგან ვყვიროდი.
- აიუმ მითხრა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. ასეთ საზიზღრობაში ნუ დაადანაშაულებ.
- რაა? - უნებურად მეცინება. - ესე იგი წეღან ამას გიხსნიდა? - კარისკენ ვაპარებ თვალებს. ჯონგუკიზ დაბნეული სახე აქვს. არ ელოდა. - და შენც დაუჯერე არა?
- ჯიმინ, მე არ ვიცი შენ და აიუს რა პირადი ინტერესები გაქვთ. ჩვენ აქ შეჯიბრზე ვსაუბრობთ. გამოცდა იმიტომ გავაკეთე, რომ ორი მონაწილე სამართლიანად შეგერჩიათ. გინდა შენ ეს თუ არ გინდა, წესის მიხედვით შეჯიბრზე აიუს უწევს წასვლა.
- და ის სამართლიანად მიდის, ასე თვლი? ყველა სიბინძურეს კადრულობს, რომ როგორღაც ვიღაცაზე წინ იყოს. ჯონგუკ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ბრმა ხარ!
- მე ყველაფერს კარგად ვხედავ! - თვალებს მიბრიალებს და გაბრაზებული ოდნავ წინ იხრება. - გესმის? მე ყველაფერს კარგად ვხედავ, მაგრამ ისე ვიქცევი, როგორც საჭიროა. ხო, ვიცი, რომ აიუს ბრალია, რაც ახლა ფეხზე გჭირს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. გინდა, რომ სხვებმაც გაიგონ? კარგი უთხარი ყველას და თავად ჯგუფელებმა მოითხოვონ აიუს შეცვლა. შენ რაა, მართლა გგონია, რომ ისინი ამას გააკეთებენ?
- შენ შეგიძლია ამის გაკეთება.
- არ შემიძლია! - ხმას უწევს. ვცბები და მის ხელს ვუყურებ, რომელიც პლედს ებღაუჭება.
- რატომ?
- მნიშვნელობა არ აქვს. აიუ შეჯიბრზე გავა, გვინდა ჩვენ ეს თუ არა. - ჯონგუკი ფეხზე დგება და კარისკენ მიდის.
- აღარ გამეკარო. - ვცდილობ რაც შეიძლება მეტი სიძულვილი ჩავდო ჩემს სიტყვებში. ბრუნდება და ბაგეებგახსნილი მიყურებს. არეული მზერა აქვს.
- ამასთან ჩვენი ურთიერთობა...
- შუაში კი არა, თავშია! - ვაწყვეტინებ. - არ მინდა ის ადამიანი მეხებოდეს, რომელიც ნანახი უსამართლობის გამოსწორებას არ ცდილობს, მით უმეტეს, რომ ეს შეუძლია. თავი დამანებე ჯონგუკ, გესმის? აიუ ასიამოვნე. იქნებ ეს უფრო მომგებიანი იყოს. მადლობ დახმარებისთვის.
ერთხანს უხმოდ მიყურებს. ვგრძნობ, რომ რაღაცის თქმა უნდა მაგრამ რა აკავებს და რატომ, ვერ ვხვდები.
- კარგი. - ამბობს ჩუმად. - როგორც შენ გინდა. - და პალატიდან გადის.
ორ წუთში დედა და მამა შემოდიან. მეუბნებიან, რომ მთელი ღამით აპირებენ დარჩენას. მეცოდებიან და ბევრი თხოვნის შემდეგ ვიყოლიებ, რომ სახლში წავიდნენ.
გადიან თუ არა ოთახიდან, პატარა ბალიშს სახეზე ვიფარებ და ვტირი. რა სჭირს ამ იდიოტს? რა აკავებს? რატომ იქცევა ასე? როგორ შეუძლია აიუს შეჯიბრზე გაშვება მას შემდეგ, რაც იცის, რომ იმ ძუკნამ დამიწვა ფეხი? ის ხომ ლექტორია და მის სიტყვას ნებისმიერ სტუდენტზე მეტი ფასი აქვს? რატომ არ შეუძლია რამის მოფიქრება, რატომ იქცევა ასე უსამართლოდ? დეგუ , კოცონი და მისი ის მზერა მახსენდება თბილი, დაბნეული და მორიდებული. ასეთი გამომეტყველება კი არ ახასიათებთ მის მსგავს იდიოტებს. ვიცი, ვიცი რაცაა შინაგანად. ვიცი, რომ კეთილი და სამართლიანია, მაგრამ რა ხდება ახლა? რა უშლის ხელს, რომ ამ ნაბიჭვარ აიუს თავისი ადგილი მიუჩინოს? არ ვიცი. ვფიქრობ და თავი მიბრუის ამდენი გაუგებრობისგან.
მალევე მეძინება მას შემდეგ, რაც ექთანი პალატაში შუქს აქრობს და ძილინებისას მისურვებს. ღამე გაგუდულს მძინავს. დილით კი დამწვრობის ტკივილი მაღვიძებს. ის-ისაა ექთნისთვის დაძახებას ვაპირებ, რომ ექიმი შემოდის. რვა საათია და შემოვლა აქვს.
- აბა, როგორაა ჩვენი დამწვარი? - მიღიმის და თვალს მიკრავს.
- წეღან გავიღვიძე, ძალიან მტკივა. - ვწუწუნებ.
- მე კიდევ მეგონა, რომ უკვე შეხორცებული დამხვდებოდა. - თავს იქნევს. მეცინება. - ცოტა წამოიწიე, უნდა გადაგიხვიო.
ზემოთ ვიწევი. ექიმი დოლბანდს მხსნის და გვერდით საფენს ამზადებს.
- ტკივილი როდის დაიწყებს შესუსტებას?
- დღითი დღე გაგივლის. ნემსს აღარ გაგიკეთებ. ტკივილგამაყუჩებელს დაგიტოვებ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დალიე, კარგი?
- და ამ ერთხელაც რომ გამიკეთოთ ნემსი? დღეს ხომ გამწერთ და... - მუდარით ვუყურებ ექიმს.
- კარგი, კარგი. - იცინის.
- ჩემები ხომ არ მოსულან? - ვეკითხები დამშვიდებული.
- არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის ბიჭი წავიდა. რა ჰქვია? ჯონგუკი ჰო. ასე, რომ მარტო არ ყოფილხარ. - თვალს მიკრავს ის.
რაა? ჯონგუკი მთელი ღამე აქ იყო? გაოგნებული ბალიშს ვეყრდნობი. ექიმი თავის საქმეს აკეთებს. ეკალი მაყრის, როცა წარმოვიდგენ, როგორ იცდიდა მთელი ღამე გარეთ სკამზე. შენ ხომ კაცი ვერაფერს გაგიგებს, იდიოტო!

Besos De Vanilla ✓ ვანილის კოცნა ✓ Where stories live. Discover now